x
მეტი
  • 23.10.2018
  • სტატია:81904
  • ვიდეო:333898
  • სურათი:439197
8 საინტერესო და უცნაური ფაქტი გერმანულ ცხოვრებაზე

image

როცა გერმანიაში პირველად ჩადიხართ, თავს ვერ შეიკავებთ აღფრთოვანებული წამოძახილებისგან. ეს სტატია გერმანულ ღირსშესანიშნაობებზე არ არის, ეს იმ ყოველდღიურობაზეა, რაც გერმანელი ხალხის ცხოვრებას უფრო კომფორტულს ხდის.


გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს გერმანიასა და გერმანელებზე.









პარკინგი

image

საპარკინგე ადგილი ქალებისთვის. როგორც წესი, ეს ნიშნები უფრო მოსახერხებელ ადგილებზეა დახატული და აქ არაფერ შუაშია რაინდობა მამაკაცთა მხრიდან. ამ ხერხით გერმანელები თავიდან იცილებენ ქალზე თავდასხმის შემთხვევებს, რაც საკმაოდ ხშირად ხდება მიწისქვეშა ავტოსადგომებში. ქალის საპარკინგე ნიშნები გასასვლელთან ახლოსაა დახატული, რომ მათ სწრაფად შეძლონ გაქცევა საფრთხის შემთხვევაში.








ველოსიპედისტები

image


გერმანია ველოსიპედისტების ქვეყანაა. ისინი ყველგან არიან. მოსახლეობის 96%-ს ჰყავს ველოსიპედი. ამიტომაც, მანქანიდან გადმოსვლამდე აუცილებლად უნდა შეამოწმოთ, ახლომახლო ველოსიპედისტები ხომ არ არიან.


ასევე, გერმანიაში არასდროს იაროთ ფეხით ველოსიპედის ბილიკზე.








სუპერმარკეტი

image


პირველი რამ, რამაც შეიძლება გერმანიის სუპერმარკეტებში გაგაოცოთ, ისაა, რომ ფასები კილოგრამებში, გრამებში და ლიტრებშიცაა მოცემული. "მთავარი" ფასის გვერდით შეიძლება ნახოთ პროდუქტის ფასი სხვა ერთეულებში. ეს მომხმარებელს ეხმარება, ერთმანეთს შეადაროს პროდუქტი და აირჩიოს ყველაზე მომგებიანი ფასის მქონე.


image


როცა გერმანიაში წყალს ყიდულობთ, ყურადღება მიაქციეთ მის ფასს: ბოთლისა და წყლის ფასები ცალ-ცალკეა მოცემული. თქვენს ფულს უკან დაგიბრუნებენ, თუ მოგვიანებით ბოთლს ამ სუპერმარკეტს ჩააბარებთ.


image


მზად იყავით ჩეკზე ბოთლის ფასის სანახავად (ესეც ცალკე, წყლის გარეშე).


image


როგორც წესი, გერმანიაში ყველა მაღაზია იკეტება საღამოს 8 საათზე, ზოგი მოლი კი - 7 საათზეც. არსებობს სპეციალური კანონი, რომელიც ყველა მაღაზიის დაკეტვის საათს არეგულირებს. თუ გერმანიაში შოპინგს გეგმავთ, ეს ფაქტი აუცილებლად გაითვალისწინეთ.








ძაღლები

image


გერმანიაში ყველგან ნახავთ ადამიანებს ძაღლებთან ერთად: მეტროში, კაფეებში, პარკებში, მოედნებზე.


ასევე, ყველა უბნის ყველა ქუჩაზე ნახავთ ძაღლის განავლის ასაღებ პარკებს. ნახმარი პარკები შეგიძლიათ სპეციალურ ურნაში ისე ჩააგდოთ, რომ არც კი შეეხოთ მას.







სხ

image


სხვადასხვა ღონისძიებების დროს გერმანიაში ამ ტიპის მამაკაცის პისუარებს დგამენ. ისინი უფასოა, ამიტომ 75 ცენტს დაზოგავთ, რაც ჩვეულებრივ საპირფარეშოში უნდა გადაგეხადათ. სამწუხაროდ, ეს მხოლოდ მამაკაცებისთვისაა.


image


ეს კარგი "ხელსაწყოა" მშობლებისთვის: ბავშვისთვის გამოსაცვლელი მაგიდები. ისინი თითქმის ყველა საზოგადოებრივ საპირფარეშოშია განთავსებული.


image


გერმანიის ტუალეტის დეკორაციებს მოგზაურები ხშირად პოსტავენ Instagram-ისა და Facebook-ის გვერდზე.


image


ზოგჯერ გერმანიის საპირფარეშოებში ნამდვილ შედევრებსაც აღმოაჩენთ.







წითელი ბარათი

image


Arschkarte (“arsch” ნიშნავს “უკანალს”, “karte” ნიშნავს “ბარათს”) შეიძლება გადმოვთარგმნოთ, როგორც "უკანალის ბარათი". ეს ფრაზა ჯერ კიდევ მაშინ გაჩნდა, როცა ყველა ტელევიზია შავ-თეთრი იყო. გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად მსაჯები საჯარიმო ბარათებს სხვადასხვა ჯიბეებში ინახავენ. ყვითელ ბარათს მკერდის ჯიბეში იდებენ, წითელს კი - შორტის უკანა ჯიბეში, ასე ხალხისთვის უფრო მარტივი გასაგებია ბარათის მნიშვნელობა იმის მიხედვით, თუ საიდან ამოიღებს მას მსაჯი.


დღესაც კი აქვთ გერმანელებს ფრაზა “Arschkarte gezogen”, რომელსაც მაშინ გამოიყენებენ, როცა რაღაც უსიამოვნო ხდება.










საუნა

image


როგორც წესი, გერმანიაში ქალები და კაცები ერთად დადიან საუნაში და არ იცვამენ საცურაო კოსტიუმებს. პირსახოცები მხოლოდ ჰიგიენისთვის გამოიყენება: იმისთვის, რომ ზედ დასხდნენ. გამოსაცვლელი ოთახებიც ერთია ქალისა და მამაკაცისთვის.








გერმანული იუმორი

image

image


როგორც ამბობენ, გერმანელის გაცინება საკმაოდ რთული საქმეა.









ბონუსი

image


Oktoberfest, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ლუდის ფესტივალი, ასევე ერთ-ერთი ყველაზე დიდებული ფოლკლორული ფესტივალია მსოფლიოში. ბევრმა არ იცის, რომ ის სექტემბერში იწყება, ამიტომ, შეგიძლიათ იმაზე ადრე ეწვიოთ, ვიდრე ფიქრობდით.


თქვენი მოგზაურობის უკეთ დასაგეგმად ეწვიეთ ოფიციალურ საიტს და გაიგეთ ფესტივალის მიმდინარეობის ზუსტი თარიღი.




image



ასევე დაგაინტერესებთ:


1. ეს მხოლოდ რუსეთში ხდება - 20+ საინტერესო ფაქტი

image



2. 10 უცნაური რამ, რაც პაპისთვისაა დამახასიათებელი

image



3. გამოვლინდა 20 ყველაზე ზარმაცი ერი მსოფლიოში

image










0
1874
1-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
Mediator image
1874
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0