x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
''მეორედ მოსვლა'', სახელმწიფო გადატრიალება , ''სახელმწიფო საბჭო'' , ''ჰიმნი''...და...

image
როგორც ხშირად ხდება, ზედაპირზე ამოტივტივებული ''
რეზონანსული ამბის'' უკან უფრო მნიშვნელოვანი და საყურადღებო მზაკვრულად იმალება და თავის ''მდგრადად განვითარებას'' აგრძელებს ხოლმე. არც ქვეყნის სრული და უპირობო ''მარიხუანიზაციაა'' გამონაკლისი. რამდენიმე კვირით უკან დავბრუნდეთ და გავიხსენოთ კოჰაბიტირებული ერის მამა-მარჩენლის პოლიტიკაში ''მეორედ მოსვლა''. ოფიციალურმა ქოცებმა და ჯერ კიდევ აქა-იქ შემორჩენილმა ''გულწრფელმა ქოცპატრიოტებმა'' (მაინც ვიტოვებ იმედს, რომ ასეთებიც არიან) ატეხეს დიდი ჟივილ-ხივილი: თვით ''ის'' დაბრუნდა, დაბრუნდა, დაბრუნდა და ყველაფერს დაალაგებს თავის ადგილასო. ერის არაკოჰაბიტირებული ნაწილი თავიდანვე სკეპტიკურად შეხვდა ამ ''დიად მოვლენას'' . მალე გულწრფელ ''ქოცპატრიოტებსაც'' კი (მათ დიდი ნაწილს) ცივი წყალი (მდუღარე უფრო შეეფერება, ალბათ, მაგრამ ცოტა გავაჰუმანუროთ ფაქტი) გადაასხა ''გაბრწყინებულმა ტელეეთერმა'' - სრულიად ერმა იხილა (ერთი-ორი ტელევიზიაშემომწყრალის გარდა -ხო, ასეთებიც არიან) ძველი ინდური ფილმების ( ახლანდელ სერიალებში უფრო დახვეწილია მსგავსი სცენარები)

პოსტმძიმეკატასტროფული მდგომარეობის პერსონაჟის მონოლოგ-დიალოგი -''არაფერი მესმოდა'', ''ვერაფერს ვხედავდი'', ''ყველაფერს მიმალავდნენ'' (გვარ-სახელსაც, ალბათ), ''აღარაფერი მახსოვს''...და შესთავაზა ქვეყანას უმძიმესი მდგომარეობიდან გამოსვლის ერთადერთი "სწორი გზა''- კიდევ უფრო განამტკიცოს დემო(ნ)კრატია და აირჩიოს პრეზიდენტად ოპოზიციის (კოჰაბიტანტი) კანდიდატი..ამ ფაქტის გარჩევა-განხილვას აღარ გავაგრძელებ, თავიდანვე ცხადი იყო, რომ ''რაღაც სერიოზული დავალების'' გადასაწყვეტ-შესასრულებლად შეაწუხეს თავად ''ის''. (აქ ცოტა ჩვენც წავიოცნებოთ, იქნება და სხვამ არ აიღო საკუთარ თავზე ეს ტვირთი-მაგრამ ...). ისაც ნათელია, ეს ''ერთი დავალება'' არ იქნება და საკმაოდ დახუნძლული ხურჯინის ამოშლა-ამოლაგების მომსწრენი ვიქნებით. აი დიდი ცდა არ დაგვჭირდა. და მალევე გვამცნეს, რომ დემო(ნ)კრატიული განვითრების დაუღალავმა ''მებრძოლმა რაინდებმა'', ე.წ.''გირჩის''მედროშეებმა მოსთხოვეს ''უზენაესზე ''უმფრო'' უზენაეს სამართალს'' და გაათავისუფლეს ''მახინჯი კანონის '' მარწუხებისგან დიადი ''პიროვნული თავისუფლება'' - მისი ''დედამიწისეული გამოხატულება'' მარიხუანა... არ დააყოვნა ერის ეგზომ ''განათ(ლ)ებულმა და წინწამოწეულმა'' (''პრადვინუტი'' ასე ითარგმნება, მგონი) ნაწილმა და ''ბნელ და ჩამორჩენილ'' ნაწილს დაუწყო ლანძღვა-გინებით ჭკუის სწავლება, ნუ აჰყვებიან პუტინისტებს საქართველოს დემ(ნ)ოკრატიის განვითარების შეფერხებაში, რომ ერთხელ და სამუდამოდ, შეიგნონ მარიხუანას სიკეთეები, და ჯობს ღვინოს და თამბაქოს ებრძოლონ. ბევრმა ამას ბიოქიმიურ-კლინიკური საკუთარი ბრძნული ანალიზებიც დაამატა და მედიცინის ''ენ დი აის'' კვლევებიც მოიხმო მოწმედ.(ხო, მედიკოსებისგან ვიცი, პოლიტიკის ''ენ დი აი '' რა არის. - თქვენ მედიცინის ე.წ. ''ენ დი აი -ების'' კვლევები უნდა ნახოთო).. ჯერ ეს კლავიატურული ომი არ შეჩერებულა.. და ახალი ბრძანება გასცა ''გირჩმა'' - ''მე ვისაც მინდა, არ გავუშვებ ჯარშიო''.. მოკლედ, კლავიატურის ჯახა-ჯუხში ისე შემოგვაპარეს სახელმწიფო გადატრიალება, ვერც კი მივხვდით და გავიგეთ..

მე არც იურისტი ვარ, (მით უმეტეს, სახელმწიფო სამართლის სპეციალისტი), არც ექსპერტი ...ერთი თქვენნაირი მოქალაქე ვარ.

ვინმე მადლიანმა აგვიხსნას, თუ გადატრიალება არაა, აბა რა ჯანდაბა და დოზანაა...ხალხოო


1) სახეზეა ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი შტოს - საკანონმდებლო ხელისუფლების უზურპაცია. ყველა საკანონმდებლო სახელისუფლო ორგანოს გვერდის ავლით ''უზენაესზე ''უმფრო'' უზენაეს'' სასამართლოს შეუძლია მარტივი პროცედურით, რამდენიმე საათში შემოიღოს ნებისმიერი ''სასურველი კანონი''.

2)'' კანონის ინიციატორის '' ექსკლუზივი'' აქვს ''გირჩს''. სახელმწიფო გადატრიალების დროს მსგავს უფლებებს მისი შემოქმედნი ანიჭებენ ხოლმე სპეციალურ საბჭოებს ''დემოკრატობანას ''სათამაშოდ და პუტჩის ''გასაპრავებლად ''(მსგავსი მაგალითები უახლეს წარშულში ჩვენ მოგვეპოვება და ადვილად გასაგებია).. ასე რომ, ''სახელმწიფო საბჭო'' ''გირჩის'' სახით სახეზეა.

  • ხელისუფლების მეორე მთავარი შტოს - ძალოვანი სტუქტურების მართვა-ფორმირების საკითხის მოგვარებაც სახეზეა..''გირჩი'' წყვეტს, ვინ უნდა იმსახუროს და ვინ - არა, ჯარში.
  • ''ჰიმნის'', '' გერბის'' და'' დროშის'' საკითხიც მოგვარების სტადიაშია..''ჰიმნი'' უკვე გვიმღერეს, დანარჩენის ესკიზებიც იკვეთება..
დარჩა რამე?....ხოოო...მომავალი ''ამომრჩეველი''....აეროპორტში ''სპეცრეისებით'' ჩამოჰყავთ დიდი პატივით და რუდუნებით...თუ არ გჯერათ, ....ნუ გჯერათ.

0
36
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
36
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0