x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134533
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
კარლ სეიგანი: ასტროლოგია ფსევდომეცნიერებაა
კარლ სეიგანი: ასტროლოგია ფსევდომეცნიერებაა


კარლ სეიგანი იყო ამერიკელი ასტრონომი, ასტროფიზიკოსი და მეცნიერების პოპულარიზაციის პიონერი. მეცნიერების სხვადასხვა დარგში შეტანილი წვლილის გარდა, მისი ერთ-ერთი იდეა კაცობიობის სამუსიკო და სასიმღერო შედევრების კოსმოსში გაგზავნა იყო, რომელთა შორისაც არის ქართული, კახური ხალხური მრავალხმიანი სიმღერა "ჩაკრულო".


სწორედ ამ კაცმა - კარლ სეიგანმა თავის ერთ-ერთ ფილმში ისაუბრა ასტროლოგიაზე და მის ფსევდომეცნიერულ ხასიათზე: "მოდით შევეხოთ ასტროლოგიის თემასაც, ფუნდამენტურად, ეს არის მტკიცება, რომ შენს მომავალზე სიღრმისეული გავლენა აქვს იმას, თუ რომელ თანავარსკვლავედში იმყოფება პლანეტები შენი დაბადების მომენტში. რამდენიმე ათასი წლის წინ (ყველაზე ადრეულად მესოპოტამიასა და ეგვიპტეში ჯერ კიდევ ძვ.წ. მე-60 საუკუნიდან) ჩამოყალიბდა იდეა, რომ პლანეტების მოძრაობა განსაზღვრავს მეფეების, დინასტიების და იმპერიების ბედს. ასტროლოგები სწავლობდნენ პლანეტების მოძრაობას და საკუთარ თავს ეკითხებოდნენ: რა მოხდა ბოლოს, როდესაც ვთქვათ, ვენერა ამოდიოდა თხის რქის თანავარსკვლავედში, იქნებ ახლაც რაღაც მსგავსი მოხდესო.. ეს იყო სხვათაშორის საკმაოდ სარისკო საქმე. ასტროლოგები დასაქმებულნი იყვნენ მხოლოდ სახელმწიფოს მიერ (სამეფო კარის მიერ). ბევრი ქვეყანა სიკვდილითაც კი სჯიდა ყველას, ვინც ასტროლოგიით დაკავდებოდა, სიცოცხლეს მხოლოდ ოფიციალურ ასტროლოგებს უნარჩუნებდნენ, რომელნიც ცაში ნიშნებს კითხულობდნენ. რატომ? იმიტომ, რომ რეჟიმის დამხობის მშვენიერი გზაა ის, რომ იწინასწარმეტყველო მისი დამხობა თვით განგების მიერ. ჩინეთის სასამართლოს ასტროლოგები რომლებიც არასწორ წინასწარმეტყველებებს აკეთებდნენ, სიკვდილით ისჯებოდნენ. სხვები კი აყალბებდნენ წინასწარმეტყველებებს ისე, რომ სრულ შესაბამისობაში ყოფილიყო მოვლენებთან. ასე რომ ასტროლოგია ამ გზებით ჩამოყალიბდა უცნაურ დისციპლინად. ფრთხილი დაკვირვებების, მათემატიკისა და აღრიცხვის ნაზავი ბუნდოვან აზროვნებასა და რელიგიურ თაღლითობასთან ერთად. ყველაფრისდამიუხედავად ასტროლოგია გადარჩა და აყვავდა, განვითარდა, პოპულარული გახდა, რატომ? რადგან ის, ერთი შეხედვით ანიჭებს კოსმოსურ მნიშვნელობას ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების რუტინას. ის თავს გვაჩვენებს, რომ აკმაყოფილებს ჩვენს სურვილს - პიროვნულად დავუკავშირდეთ სამყაროს.


სურათზე გამოსახულია "ზოდიაქოს რკალი", რომელიც სვეტიცხოვლის ერთ-ერთი კედლის ფრესკაა. ფრესკაზე შუაში გამოსახულია იესო ქრისტე, მზის ადგილას, ხოლო მის გარშემო 12 ზოდიაქოს ნიშანი ბრუნავს.


ზოდიაქოს რკალი სვეტიცხოველშიზოდიაქოს რკალი სვეტიცხოველში



ასტროლოგია გულისხმობს სახიფათო ფატალიზმს. თუ ჩვენს ცხოვრებას აკონტროლებენ ცაში არსებული საგზაო ნიშნები, მაშინ რატომ უნდა ვცადოთ რაიმეს შეცვლა? ყველაზე სასაცილო ასტროლოგიაში - ეს არის საგაზეთო ასტროლოგია, სადაც ქვეყნდება კვირის ან დღის პროგნოზები სხვადასხვა ზოდიაქოს ნიშნის ადამიანებისთვის. მაგალითად თხის რქებს მოუწოდებენ საგაზეთო ფურცლებიდან რომ კონკრეტულ დღეს იყვნენ ფრთხილად ან მოსთხოვონ საკუთარ თავს მეტი. ეს არის ძალიან ზოგადი და არაფრისმთქმელი მოწოდებები, რომელიც არც არაფერს დააშავებს და არც გააკეთებს. ხალხს კი მაინც სწორედ ასეთი მდარე ხარისხის ინფორმაცია აინტერესებს. ეს ინფორმაციები გამიზნულად იმდენად ბუნდოვანია, რომ შეიძლება მიესადაგოს ყველას და ხშირად სხვადასხვა საგაზეთო გამოცემაში ისინი ეწინააღმდეგება კიდეც ერთმანეთს.


ასტროლოგიის შემოწმება მარტივად შეიძლება ტყუპების ცხოვრებით. არსებობს არაერთი ნამდვილი შემთხვევა, როდესაც ერთ-ერთი ტყუპისცალი ბავშვობაში კვდება. მაგალითად სატრანსპორტო შემთხვევისას, ან მეხი ეცემა, მაგრამ მეორე ცხოვრობს სიბერემდე საკმაოდ ბედნიერად. დავუშვათ, რომ ეს მე დამემართა, მე და ჩემი ტყუპისცალი დავიბადებოდით ზუსტად ერთ ადგილას, რამდენიმე წუთის ფარგლებში. ჩვენი დაბადებისას ზუსტად იგივე პლანეტები ამოვიდოდნენ. ასტროლოგია რომ სწორი იყოს, რატომ გვექნებოდა ასე ფუნდამენტურად განსხვავებული ბედი? აღმოჩნდა, რომ თავად ასტროლოგებიც კი ვერ თანხმდებიან ერთმანეთში თუ რას ნიშნავს გარკვეული ჰოროსკოპი. გულმოდგინედ ჩატარებულ ცდებში ისინი ვერ წინასწარმეტყველებენ იმ ადამიანების ხასიათს და მომავალს, რომელთა შესახებაც არაფერი იციან დაბადების ადგილისა და დროის გარდა. გარდა ამისა, როგორ შეიძლება ეს მუშაობდეს? როგორ უნდა შეძლებოდა ჩემი დაბადების მომენტში მარსის ამოსვლას ჩემზე გავლენის მოხდენა მაშინ, ან ახლა? მე დავიბადე ჩაკეტილ ოთახში, მარსის სინათლე იქ ვერ შემოაღწევდა, მარსის ჩემზე ერთადერთი შესაძლო გავლენა არის მისი გრავიტაცია, მაგრამ აღსანიშნავია, რომ გინეკოლოგის გრავიტაციული გავლენა გაცილებით უფრო დიდი იყო ჩემზე, ვიდრე მარსისა. მარსი მართალია შეუდარებლად უფრო დიდია, ვიდრე გინეკოლოგი, მაგრამ გინეკოლოგი გაცილებით ახლოს იყო. სურვილი, რომ კოსმოსთან ვიყოთ დაკავშირებულნი, ასახავს ძირეულ სინამდვილეს, ჩვენ ნამდვილად ვართ დაკავშირებულნი კოსმოსთან, მაგრამ არა ისეთი უმნიშვნელო გზებით, როგორც ამას ასტროლოგიის ფსევდომეცნიერება გვპირდება, არამედ უფრო სიღრმისეულად (ატომურად და სუბატომურად ისედაც ერთიანნი ვართ ჩვენ და დანარჩენი გარემომცველი სამყარო).




ავტორი: თორნიკე ფხალაძე



3
283
6-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
283
  
2018, 8 აგვისტო, 19:59
ჰო და როცა ვხედავ ხალხს რომელსაც ასტროლოგიის (და არა ასტრონომიის, ეს 2 სხვადასხვა რამეა) და ასტროლოგების, ვარსკვლავების მიხედვით ბედის განსაზღვრის და სხვა მსგავსი რაღაცეების სჯერა, კიდევ ბევრჯერ ვრწმუნდები რომ შუა საუკუნეების ეპოქა ჯერ კიდევ არ დასრულებულა.

პ.ს. ეხლა არ დაიწყოთ, მკითხავებს და მოგვებს ცეცხლზე წვავდნენო და ასე შემდეგ, ამით უბრალოდ იმის თქმა მინდა, შუა საუკუნეებში (და ახლაც) ისეთი რაღაცეების სჯეროდათ და სჯერათ უბრალო ხალხს რომელიც უბრალოდ სასაცილოა. რბილად რომ ვთქვათ
2018, 8 აგვისტო, 19:53
ასტროლოგია სისულელეა რა თქმა უნდა. თანავარსკვლავედები ვისაც 12 გგონიათ ცდებით, სინამდვილეში 90-მდე თანავარსკვლავედები არსებობს. რატომ აირჩიეს მაინცდამაინეს 12 უცნობია.

ასევე პლანეტა პლოტონი 1930 წლის 18 თებერვალ აღმოაჩინეს. გამოდის რომ მანამდე არ იცოდნენ ,,ასტროლოგებმა'' რომელი პლანეტა მართავდა მორიელს.

ასევე ნეპტუნი რომელიც თევზებს მართავს 1846 წლის 23 სექტემბერს აღმოაჩინეს

და ურანი რომელიც მერწყულს მართავს ესეც 1781 წლის 13 მარტს.

გამოდის რომ არ იცოდნენ მანამდე რომელი პლანეტა რას მართავდა
2018, 30 ივლისი, 22:43
არასოდეს ჩემს ცხოვრებაში არ დამთხვევია ჩემი ზოდიაქოს წინასწარმეტყველება...
0 1 3