x
image
გემი დალანდი
როგორ გამოიყურება პირველი სუპერმოდელი საუდის არაბეთიდან
“ქალებს, საუდის არაბეთიდან, უყვართ მოდა. გრძნობენ მოდას და ოცნებობენ."-ეს სიტყვები დიზაინერ ანტონიო გრიმალდის ეკუთვნის. სწორედ მის ჩვენებაზე, რომელიც 2018 წლის 2 ივლისს პარიზში გაიმართა, საზოგადოების წინაშე პირველად წარდგა სუპერმოდელი ახლო აღმოსავლეთიდან, 17 წლის თალიდა თამერი.

image

ვერ ვიტყვით, რომ აქამდე მოდის ინდუსტრია საუდის არაბეთს გვერდს უვლიდა. ამ ქვეყანაში მოდის ჟურნალებიც გამოდის და მარტში მაღალი მოდის კვირეულიც ჩატარდა. მაგრამ სწორედ თალიდაა პირველი მოდელი ამ ქვეყნიდან, რომელმაც მსოფლიო მნიშვნელობის ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა.

image


თალიდა თამერი საპორტო ქალაქ ჯიდაში დაიბადა და გაიზარდა. მის კარიერაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ოჯახმა: ლიბერალურად განწყობილმა მამამ და განსაკუთრებით, იტალიელმა დედამ, რომელიც საუდის არაბეთში გათხოვებამდე მოდელად მუშაობდა ნიუ-იორკში, ტოკიოსა და მაიამიში, თანამშრომლობდა Giorgio Armani-სთან, Gianfranco Ferre-სთან La Perla-თან.

“ბავშვობაში დედაჩემის ლამაზ ფოტოებს ვათვალიერებდი და ვფიქრობდი:“ეს ისაა, რაც მინდა, რომ ვაკეთო."-ამბობს თალიდა.

მშობლების მხარდაჭერით, პარიზში გამართულ ჩვენებაში მონაწილეობამდე, თალიდამ უკვე მოასწრო ფოტოგადაღებებში მონაწილეობა.

image

ანტონიო გრიმალდიმ თალიდას ოჯახი 7 წლის წინ გაიცნო და უკვე წლების შემდეგ, თალიდა მისი დახმარებით ჯერ Harper’s Bazaar Arabia-ს გარეკანზე გამოჩნდა, შემდეგ კი პარიზის მაღალი მოდის კვირეულშიც მიიღო მონაწილეობა.

image

თავად თალიდას იმედი აქვს, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია, და რომ მისი მაგალითი იმ გოგონებსაც მისცემს იმედს, რომლებიც საუდის არაბეთში ცხოვრობენ. ამასთან, თალიდას ისიც ესმის, რომ ის კონსერვატიული ქვეყნიდანაა და მის არჩევანს ბევრი გაკიცხავს.

image

image


1
133
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
133
  
2018, 1 აგვისტო, 22:11
წარბები მაგარია...
0 1 1