x
გეშტალტ თერაპიის ტექნიკები
image

გეშტალტ თერაპიის ტექნიკებში იგულისხმება ერთის მხრივ ფსიქოთერაპიული მოდელებისათვის დამახასიათებელ პრინციპებს მეორეს მხრივ კი პროცესუალურ ჯგუფურ და ინდივიდუალურ თამაშებს, რომლებიც თავის დროზე პერლსმა შემდგომში კი თანამედროვე გეშტალტ თერაპევტებმა დახვეწეს.

ტექნიკების განხორციელება ხდება ორი გზით:

  • როცა თერაპევტი მუშაობს ჯგუფის ერთ რომელიმე წევრთან, დანარჩენი წევრები კი უსმენენ, უყურებენ და აკვირდებიან მათ, რაც მათ მაღალ ჩართულობას განაპირობებს.
  • პროცესში ჩართულია ჯგუფის რამდენიმე ან ყველა წევრი.
გეშტალტ თერაპიის 20-მდე სხვადასხვა ტექნიკა რსებობს, რამდენიმე მათთაგანია:


1) “ცარიელი სკამი“--- პროცესში მთავარ როლს “ცარიელი სკამი“ თამაშობს, რომელიც კლიენტს მისთვის მნიშნელოვან ფიგურასთან დიალოგში ეხმარება, ფიგურა შესაძლაო იყო წარსულიდან, აწმოდანან სულაც მომავლიდან, ასევე ცარიელ სკამზე შეიძლება გათამაშდეს დიალოგი კლიენტის “კეთილ“ და ბოროტ“ მისაღებ და მიუღებელ ნაწილებს შორისაც.

2) “წრეზე მუშაობა“ ამ ტექნიკის დრო თრაპევტი რიგ-რიგობით ჯგუფის ყველა წევრს ერთი და იგივე ფრაზით მიმართავს, ფრაზა კი შეიძლება გამოხატავდეს სხვა და სხვა შინაარსს, ამოციას როგორებიცაა: ბრაზი, საყვედური, თავაზიანნობა, სინანული. ფრაზის კლიენტების მხრიდან გამეორების შემდეგ კი თერაპევტი ადგენს თუ ვინ როგორ გამოხატავს ამა თუ იმ შინაარსს, ეს კი კლიენტს ეხმარება ფონიდან ფიგურის გამოკვეთაში.

3) სიზმარზე, ოცნებაზე მუშაობა. : გეშტალტ თრაპევტი “ახლა და აქ“ პრინციპის მიხედვით კლიენტს სთხოვს წამოადგინოს თავისი სიზმრის ან ოცნების ფრაგმენტი, პერსონაჟები და მოვლენები კი ახლანდელ დროში პირველ პირშ უნდა იყოს გადმოცემული, ასე გადმოცემული სიზმრის ან ოცნების თითოეული დეტალი კი პიროვნების გარკვეულ ასპექტს წარმოაჩენს.

4) რეტროფლექსიური ქცევა: როდესაც პიროვნება საკუთარ თანთან როგორც სხვასთან ისეთ ურთიერთობაშია, საკუთრ თავს კიცხავს ან კითხვებს უსვამს, ასეთ შემთხვევაში თერაპევტი კლიენტს სთავაზობს ყველაფერი ის რასაც კლიენტი საკუთარ თავს ეუბნება ან უკეთებს სხვის მიმართ გამოხატოს, ჯგუფში შექმნილი კომფორტული და თბილი გარემო კი კლიენტს ეხმარება გაბედოს და გამოხატოს ის, რაც მისთვსი ჩვეულებრივ ცხოვრებაში დისკომფორტული და ძნელად განსახორციელებელია.

5) პიროვნულ ზონათა გაცნობიერება: ეს ვარჯიში ემსახურება საკუთრი თავის პროეცირებას და რეალურად დანახვას ემსახურება. კლიენტი პროცესის დრო შინაგან, გარეგან და შუა ფანტაზიის ზონებზე კონცენტრირებას ახდენს. როგორც აღვნიშNეთ ადამიასნი გაცნობიერების სფერო იყოფა სამ ზონად: გარე რეალობად, რაც ჩვენი სხეულის გარეთ ხდება, ჩვენი სხეულის შინაგან რეალობად და ჩვენი აზროვნების ფანტაზიის სფეროდ: ამ ტექნიკის შესრულებისას ჯგუფის წევრები წყვილ-წყვილად სხდებიან ერთმანეთის პირისპირ, ადუნებენ სხეულს და ერთ-ერთი ამბობს წარმოთქვამს ფრაზას: “ მე ახლა ვაცნობიერებ, რომ ...“ და ცდილობს აღწეროს ის შეგრძნებები რომელბიც მხოლოდ გარე რეალოაბს ეკუთვნის, მაგალითად მეწყვიის ტანსაცმლსი ფერი, პარფიუმი და ა.შ. შემდგომ მეორე მეწყვილეც იგივესაკეთებს. პარტნირები ერთმანეთშ უსწორებენ თუ მაგალითდ აგრე რეალობსი ნაცვლად სხვა შინაარსებაც ასახელებენ. შემდეგ გადადიან შინაგან ზონაზე და აკეთებენ იგივეს, მაგ: “ მე ახლა ვაცნობიერებ...“ და ამთავრებს შინაგანი შეგრძნებების ღწერით მაგ პირის სიმშრალე კუნთების დაჭიმულობა ხელისგულის ქავილი და ა.შ მესამე ეტაპზე კი წყვილები ცდილობს ფრაზა “მე ვაცნობიერებ, რომ..“ დაამთავრონ ყველა იმ შინაარსით რაც პირველად თავში თავისთავად მოუვათ. ამ ხერხით ისინი აღმოაჩენენ იმ შინაარსებს, რომლებიც ყველაზე პრობლმატური და აქტუალურია მათთვის. საბოლოოდ კი ეს ტექნიკა კლიენტებს ეხმარება ცნობიერად გადავიდნენ ერთი ზონიდან მეორეში და მესამეში და აღმოაჩნონ ის შინაარსები და ფიქრები რასაც მანამდე ყურადღებას არ აქცევდნენ და ვერ შეიგრძნობდნენ.

6) “საშნაო დავალება“ ეს პროცედურა აჩქარებს პოზიტიური შედეგების მიღებას. საშინაო დავალების დრო კლიენტი სახლშ ცდილობს მუბრუნდეს თერაპიულ სეანსის დროს განხორციელებულ პროცედურებს და ხელახლა გაითამაშს ისინი“ შედეგად კლიენტს შეუძლია გააცნობიეროს საკუთარი განრიდების ტენდენციები ასევე გაარკვიოს თუ რა სიტუაციაში და როგორ წყვეტს ის გაცნობიერებასისა და გამოხატვის მსვლელობას.

7) “ძველი მიტოვებული მაღაზია“ --- მონაწილე ჯდება ან წვება, დუნდება და ხუჭავს თვალებს. სასურველია ოთახში არ იყოს კაშკაშა განათება. წარმოიდგინეთ, რომ მიუყვებით ქალაქის ერთ-ერთ ქუჩას, გვიანაა და ბნელა. წარმოიდგინეთ, თუ რას ხედავთ და რა გესმით. ამჩნევთ ვიწრო ქუჩას, რომლისკენაც გადაუხვიეთ და მან ძველ, მიტოვებულ მაღაზიამდე მიგიყვანათ, რომლის არცთუ კარგად გამჭვირვალე ფანჯრებში უამრავი ძელი ნივთი მოჩანს, თქვენ კარგად აკვირდებით საგნებს, შემდეგ უკან ქალაქში ბრუნდებით. მონაწილეს მოეთხოვება აღწეროს ერთ-ერთი მნიშნელოვანი საგანი რომელიც მაღაზიაშ აღმოაჩინა, ამის შემდეგ კი მონაწილე წარმოიდგენს, რმ თავად არის ეს საგანი და ყვება პირველ პირში ამ საგნის ანუ თავსი ისტორიას, საიდან არის, სად ყოფილა და როგორ მოხვდა ამ “მაღაზიაშ“? რატომ მოხვდა აქ, ვინ მიიტანა რას წარმოადგენს ისი არსებობა ამ საგნის სახით? ამის შემდეგ კვლავ საკუთარი თავი ხდება და ამ პოზიციიდან უყურებს საგანს, შეიცვალა თუ არ რაიმე? რაიმე ახალი ჩანს თუ არა მასშ, რაიმეს ეუბნება თუ არა, ურჩევს თუ არა? ეს სავარჯიშ მოითხოვს დაახლოებით 60 წუთს და პიროვნებას ცნობიერების მიღმა დარჩენილ ასპექტებზე შეხებაში და აღოჩენაში ეხმარება.

გეშტალტ თერაპიის მიზანი და მოქმედების ტექნიკა ორიგინალური და ტრადიციული ფსიქოთერაპიული მოდელებისაგან განსხვავებულია. თერაპიის მიზანია ადამიანი ეყრდნობოდეს საკუთარ თავს, რომ კონტროლის ლოკუსი პიროვნების შიგნით განიცდებოდეს. გეშტალტ თერაპევტი არკვევს თუ რას ეყრდნობა ადამიანი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. თუ ნევროტიკის დახმარების წყარო სხვა ადამიანები არიან, მომწიფებული ადამიანის საყრდენი საკუთარი თავია. გეშტალტ თერაპევტი ცდილობს მოთხოვნილებების დამაკმაყოფილებელი საყრდენი, ადამიანმა გარემოდან, სხვებიდან საკუთარ თავში აღმოაჩინოს და გადაიტანოს. როდესაც პაციენტი გეშტალტ თერაპევტთან მიდი ის იმყოფება ფსიქოლოგიურ კრიზისში, რომელსაც დამოუკიდებლად ვერ უმკლავდება ამიტომ ფსიქოთერაპევტის დახმარებაზე დიდ მოლოდინს ამყარებს. გეშტალტ თერაპევტის რეაქცია ერთი შეხედვით უცნაურად გამოიყურება. იგი დახმარების მაგიერ ზომიერ ფრუსტრაციას მიმართავს. იგი პაციენტის ყავარჯენი, დასაყრდენი კიარ ხდება, არამედ ცდილობს, რომ პაციენტში საკუთარი თავის დახმარების მოტივი და რესურსი გააღვივოს. შედეგად ადამიანს პრობლემის გადაჭრისას სხვისი ძიება კი არ უნდა მოუნდეს, არამედ საჭირო ძალები საკუთარ თავში უნდა აღმოაჩინოს. ასეთია გეშტალტ თერაპევტის მხრიდან დახმარების სტრატეგია. იმისათვის რომ გეშტალტ თერაპევტმა სასურველ შედეგს მიაღწიოს, ის შემდეგ პროცედურებს მიმართავს: გრძნობებზე კონცენტრირება, ურთიერთსაპირისპიროთა ძალთა სინთეზი, გაცნობიერების გაფართოება, სიზმრებსა და ოცნებებზე მუშაობა, სხეულზე მიმართული მუშაობა, პასუხისმგებლობის აღება, წინააჭმდეგობის გადალახვა.









0
387
შეფასება არ არის
ავტორი:ნუცა ხაბელაშვილი
ნუცა ხაბელაშვილი
387
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0