საზოგადოება სერბი მოდელის სელფი გარდაცვლილ მამასთან სკანდალის მიზეზი გახდა 2018, 24 ივლისი, 14:00 სერბი მოდელის "ინსტაგრამზე" გამოქვეყნებულმა ფოტომ აღშფოთება და სკანდალი გამოიწვია სოციალური ქსელის მომხმარებლებში. ჯელიკა ლიუბიჩიჩმა გარდაცვლილ მამასთან სელფი გადაიღო(ტუჩებდაბერილმა) და თან ასეთი კომენტარი დაურთო:"ვიბრძოდით როგორც შეგვეძლო, მაგრამ ეს ჩვენი ნება არ არის, ჩვენი გადასაწყვეტი არ არის ვინ რამდენი ხანი იცოცხლებს" შემდეგი კომენტარი კი უშუალოდ მამისადმი არის მიძღვნილი:"მან 67 წლის ასაკში დაგვტოვა, მადლობა ყველაფრისთვის და მადლობა, რომ მე შენი ქალიშვილი ვარ, შენ კი მამაჩემი, მადლობა, რომ მასწავლე სწორი გზა, განისვენე მშვიდად, შენ მარად დარჩები ჩვენს გულებში". სერბ მოდელს ეგონა, რომ ბევრ "მოწონებებს" დაიმსახურებდა მისი პოსტი, მაგრამ უკურეაქცია და მწვავე კრიტიკა მოყვა, რამაც საბოლოოდ აიძულა პოსტი ფოტოსთან ერთად წაეშალა. 341 7-ს მოსწონს
|