სხვა პირველობა და ვერძის ზოდიაქოს ნიშანი 2018, 23 ივლისი, 4:12 - ის არასდროს გაჰყვირის და არასოდეს გეუბნება პირდაპირ, რომ პირველია! მაგრამ ყოველთვის გაგრძნობინებს. - ის არასოდეს გეტყვის რომ პირველია, უბრალოდ ის ყოველთვის პირველია! - ის არასოდეს ცდილობს რომ პირველი იყოს, მას თვითონ საზოგადოება სთხოვს რომ პირველი იყოს. - ის არასოდეს თვლის რომ პირველია, უბრალოდ საზოგადოება ეუბნება რომ პირველია და ისე უნდა მოიქცეს როგორც პირველს შეჰფერის. - მას არასოდეს სურს რომ ჩანდეს წინა პლანზე, მაგრამ სხვანაირად არ შეიძლება, იმიტომ რომ, ვინმე ხომ უნდა იყოს პირველი?! - ის არასოდეს არის თანახმა, რომ იყოს პირველი, მაგრამ უწევს ითამაშოს პირველის როლი, რადგან ამას სხვა მასზე უკეთ ვერ გააკეთებს. - მას შეუძლია ყოველთვის დათმოს პირველობა, მაგრამ ის ყოველთვის იმაზე მეტს გააკეთებს, ვიდრე პირველი. - მას ყოველთვის ურჩევნია იყოს პირველებში ბოლო და არა უკანასკნელებში პირველი. იმიტომ, რომ ყველაზე უკეთ მას შეუძლია იყოს პირველებში პირველი. - ის ყოველთვის პირველად ითვლება, თუნდაც რომ არ სურდეს. - ის ყველაფერს გააკეთებს პირველისთვის და არანაკლებს უკანასკნელისთვის. იმიტომ, რომ პირველიც და უკანასკნელიც მის შემდეგ არის. 44 2-ს მოსწონს
|