x
მეტი
  • 23.11.2024
  • სტატია:138421
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512073
არის თუ არა ორთითზე წამოცმული პრეზერვატივი რელიგიის გაშარჟება

imageთბილისის მერიას პოლიტიკურმა გაერთიანება "ქართულმა იდეამ" მიმართა განცხადებით, საუბარია ორ შეფუთვაზე სადაც თამარ მეფის გამოსახულება და ორთითზე წამოცმული პრეზერვატივია აღბეჭდილი:

image

"განსაკუთრებით აღმაშფოთებელია ის, რომ პრეზერვატივზე გამოსახულია ადამიანის ხელი, რომლის სამი თითი (ნეკა, ცერა, არათითი) მოხრილია, ხოლო ორი (საჩვენებელი და შუათითი) გასწორებულია. ორ გასწორებულ თითზე ჩამოცმულია პრეზერვატივი. პრეზერვატივზე გამოსახული ხელის ფორმით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირები მღვდელმოქმედებისას გამოსახავენ ჯვარს და ასევე ამ ფორმით ლოცავენ მრევლს"-ნათქვამია განცხადებაში.

image

თბილისის მერიამ სამართალდარღვევათა ოქმი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 159-ე მუხლით გამოწერა. ამ მუხლით ფიზიკური პირი 500 ლარით, იურიდიული პირი კი - 3 000 ლარით დაჯარიმდება.მერია მიაჩნია, რომ "აიისამ" კანონის ორი მუხლი დაარღვია(არასათანდო რეკლამა და არაეთიკური რეკლამა).

image

ამ ფაქტს სოციალური ქსელით გამოეხმაურა ქალთა უფლებების დამცველი და კავშირი "საფარის" ხელმძღვანელი ბაია პატარაია:

image

"ვაიმე... ვაიმე... ორ თითზე წამოცმული პრეზერვატივი თბილისის მერიას რელიგიის გაშარჟება ჰგონია. უუუუუსასწრაფოესად უნდა დავნერგოთ სექსუალური განათლება, ზრდასრულებიდან დავიწყოთ, გთხოვთ"-წერს ბაია პატარია.

image
image

იხილეთ აგრეთვე

image


1
226
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
226
  
2018, 28 აპრილი, 11:29
მეგობრობის ხათრით თორემ დისლაიქს დაგიწერდი ბაია პატარაიას გამო:(
0 1 1