x
მეტი
  • 28.11.2024
  • სტატია:138526
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512195
რუსთავში ელექტროავტობუსების ქარხანა აშენდება
image

კომპანია "Fregobus"-ი გერმანულ-ჩინური პარტნიორობის ფარგლებში ელექტრო ავტობუსების წარმოებას გეგმავს. მემორანდუმი გერმანულმა კომპანიამ EURABUS- სა და უმსხვილესი ჩინური კორპორაცია ZTE Corporation -მა გააფორმა.



მემორანდუმი ითვალისწინებს ერთიანი კონსორციუმის ჩამოყალიბებას და მასში საწარმოს შექმნას. ელექტრო ავტობუსების უპირატესობა ის არის, რომ იგი მუშაობს სრული ელექტროძრავით და 100% ეკო-ეფექტურია.

შარშან 2017 წლის 20-24 ნოემბერს კომპანიის წარმომადგენელები საქართველოს ეწვივნენ და მემორანდუმსაც მოაწერეს ხელი, რის მიხედვითაც საქართველოში ელექტროავტობუსების ქარხანა აშენდება, საქართველოში წარმოებული ელექტროავტობუსები ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტზე გავა, რასაც გერმანული კომპანია EURABUS-ი უზრუნველყოფს.შერჩეული იქნა ოთხი ადგილი, ერთი თბილისში, ორი რუსთავში და ერთიც გარდაბანში.



სულ ახლახან გადაწყდა, რომ ქარხნის მშენებლობა რუსთავში დაიწყება, ამის შესახებ „ფრეგობასის“ დირექტორმა მურმან პატარაიამ „ბიზნესპრესნიუსს“ -თან საუბარში განაცხადა.ქარხანაში სავარაუდოდ 200-ი ადამიანი დასაქმდება.

"ქარხნის მშენებლობის დაწყების თარიღს, ამ ეტაპზე ზუსტი პერიოდის თქმა გამიჭირდება, თუმცა მშენებლობის თარიღებზე უახლოეს მომავალში მოგახსენებთ, “-აღნიშნა პატარაიამ.

აღსანიშნავია, რომ სადემონსტრაციოთ თბილისში ჩამოიყვანენ ერთ ელექტროავტობუსს, რომელიც 61-ნომერი ავტობუსის ხაზზე იმოძრავებს.


კომპანია Eurabus GmbH დაარსდა 2015 წელს ბერლინში, როგორც Euracom Group GmbH-ის შვილობლი კომპანია, 2017 წლის ივლისისთვის ელექტროავტობუსების გაყიდვებმა 1000 ეგზემპლარს გადააჭარბა, მათ შორის გერმანიაში და შვეიცარიაში, სკანდინავიის ქვეყნებში, ცენტრალურ აზიაში(ყაზახეთი, აზერბაიჯანი) და ლათინურ ამერიკაში.

image

0
238
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
238
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0