x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
რა შეიძლება გამხდარიყო ბავშვობის მეგობრის მკვლელობის მიზეზი?
image

წუხელ გვიან ღამით მკვლელობა მოხდა სოფელ მარტყოფში - 34 წლის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით არის მოკლული. არსებული ინფორმაციით, გასროლას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. სავარაუდო დამნაშავე მეორე დილით თავად ჩაბარდა პოლიციას.

როგორც ირკვევა 34 წლის ნიკა სახლთხუციშვილმა, ასევე 34 წლის ბავშვობის მეგობარი გოჩა ჯერენაშვილი დაიბარა სოფლის ცენტრში, ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე, შეხვედრის შემდეგ კი დაიწყო კონფლიქტი, რა დროსაც ნიკა სახლთხუციშვილმა მეგობარს 5 ტყვია ესროლა. გოჩა ჯერენაშვილი ადგილზე გარდაიცვალა.



მკვლელობის შემდეგ ეჭვმიტანილი ადგილიდან მიიმალა, თუმცა დღეს დილით ის პოლიციას თავად ჩაბარდა.


მკვლელობის შესაძლო მოტივის შესახებ ადგილობრივებს უჭირთ საუბარი, თუმცა მკვლელობას წინ უძღოდა ჩხუბი სუფრაზე, რის შემდეგაც ნიკა სახლთხუციშვილი წავიდა სახლში, აიღო იარაღი და მეგობარი ეკლესიასთან დაიბარა.


აი რას ამბობენ ადგილობრივები:„ბავშვობის მეგობარია და აღარ გვყავს. ამ მომენტში უმუშევარი იყო. 34 წლის სპორტსმენი, მოჭიდავე იყო, საქართველოს ჩემპიონი. სახლში იყო და როდესაც გამოვიდა, მაშინ მოხდა მკვლელობა, ცეცხლსასროლი იარაღით არის მოკლული. ადგილზე გარდაიცვალა, ვეღარ ვუშველეთ, როდესაც მივედით. რამდენადაც მე ვიცი, 5 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი".


„ჩემს ხელში გაიზარდნენ ორივე. ერთიც ჩემი კლასელის შვილია და მეორეც"



"გოჩა კარგი ახალგაზრდა იყო, მოჭიდავე, სპორტსმენი, ჯანიანი ბიჭები რომ არიან, ასეთები არიან ორივე. ყველას რომ უყვარს. ნიკაც სპორტსმენია, რა გადაუბრუნდა თავში, არავინ იცის. შოკია ყველასთვის. სუფრიდან გამოსული ქუჩაში მოკლა. ეტყობა იარაღი გამოიტანა და მანქანიდან გაისროლა. არ ვიცი, თვითმხილველები არიან ამ ფაქტის, თუ - არა. რაზე მოუვიდათ ჩხუბი ესეც არ ვიცით. თანატოლები და ბავშვობის ძმაკაცები არიან. ნიკა დაკავებულია“,


"რავი ძმაკაცობდნენ და ბიძაშვილობდნენ და ესე უცებ რა მოხდა აზრზე არა ვარ"



ნიკა სახლთხუციშვილი დაკავებულია. მას ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარებას და განზრახ მკვლელობას ედავებიან. მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე და 236-ე მუხ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს.


ტვ პირველის ჟურნალისტსა და დაკავებულის მამას შორის კონფლიქტი მოხდა


1
124
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
124
  
2023, 10 თებერვალი, 23:03
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1