მხატვრობა რა შედეგს მივიღებდით, დისნეის პრინცესები ახლა რომ დაეხატათ? 2018, 13 მარტი, 11:18 უოლტერ ელიას დისნეი (Walter Elias Disney) იყო — ამერიკელი ბიზნეს მაგნატი, კინორეჟისორი, ფილანტროპი და გამხმოვანებელი. როგორც მნიშვნელოვანი ფიგურა ამერიკის ანიმაციურ ინდუსტრიაში, ითვლება კულტურულ სიმბოლოდ, რომელიც ცნობილია თავისი გავლენით და წვლილით XX-ე საუკუნის შოუ-ბიზნესში. თავის ძმა როი ო. დისნეისთან ერთად იყო The Walt Disney Company-ს დამაარსებელი.
კომპანია Disney-მ მრავალი ზღაპრის გმირი გვაჩუქა, რომლებმაც, ბებიების თაობიდან მოყოლებული, დღემდე, მრავალი პატარა "გამოზარდა". ზღაპრის გმირებს შორის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულები, პრინცესები არიან. აქამდე არ იცოდით, ალბათ, რომ Disney-ს პირველი პრინცესა "ფიფქია" გახდა. დიახ, ფიფქია. ის კომპანიამ 81 წლის წინ, 1937 წელს დახატა. დღეს, დიდია პრინცესების ჩამონათვალი და ბავშვებსაც ყავთ თავიანთი კუმირი, მაგრამ, დროის ცვლილებასთან ერთად, საინტერესოა, როგორ შეიცვლებოდნენ ჩვენი პრინცესები? მხატვარმა პენსილვანიიდან Isabelle Staub-მა დახატა პრინცესები, რომლებშიც კორექტირებები მხოლოდ ნათელი ფერებითა და თანამედროვე ხაზებით შეიტანა. გასაოცარი ის არის, რომ ისინი, ახლა, უფრო უკეთ გამოიყურებიან. 1. ავრორა - "მძინარე მზეთუნახავი", 1959 წელი. 2. პოკაჰონტასი - "პოკაჰონტასი", 1995 წელი. 3. კიდა - "ატლანტიდა: დაკარგული სამყარო", 2001 წელი. 4. არიელი - "ქალთევზა", 1989 წელი. 5. კონკია - "კონკია", 1950 წელი. 6. ესმერალდა - "მახინჯი ნოტერ-დამიდან", 1996 წელი. 7. ჟ(ჯ)ასმინი - "ალადინი", 1992 წელი. 8. ანასტასია - "ანასტასია", 1997 წელი. 9. მეგი - "ჰერკულესი", 1997 წელი. 10. მულანი - "მულანი", 1998 წელი. 11. ფიფქია - "ფიფქია და შვიდი ჯუჯა", 1937 წელი. 12. ბელი - "ურჩხული და მზეთუნახავი", 1991 წელი. იხილეთ აგრეთვე: ● 8 საინტერესო ფაქტი დისნეის მულტფილმებზე, რომლებიც გაგაოგნებთ ● ცოტა რამ "Walt Disney"-ს შესახებ ● დისნეის გაშიშვლებული პრინცესები 787 17-ს მოსწონს
|