სხვა ყველაზე საინტერესო... ყველაფერზე 2018, 1 მარტი, 9:29 სარკოფაგი, რომელშიც ტუტანხამონის მუმია აღმოაჩინეს, 110 კგ. სუფთა ოქროსგან არის დამზადებული. მადაგასკარის დედოფალი რანავალუნა I (1788-1861 წწ) საკუთარ ქვეშემრდომებს სიკვდილით სჯიდა, თუ მათ სიზმარში ნახავდა. ჩვენ გამუდმებით ვხედავთ საკუთარ ცხვირს, მაგრამ ტვინი მას იგნორირებას უკეთებს. ვინსენტ ვან გოგს ავტოპორტრეტზე, გადახვეული ყურით და ჩიბუხით, მარჯვენა ყური აქვს შეხვეული. სინამდვილეში, პრობლემა მარცხენა მხარეს ჰქონდა და რადგან პორტრეტს სარკიდან ხატავდა, გამოსახულებაც სარკისებური გამოვიდა. ინგლისური რევოლუციის ბელადის, ოლივერ კრომველის (1599-1658 წწ.) გვამი, მონარქიის რესტავრაციის შემდეგ, საფლავიდან ამოიღეს, ჯერ ჩამოახრჩეს, ხოლო შემდეგ, სხეული დაანაწევრეს. შუა საუკუნეებში, ინგლისში, მიცვალებულის დასჯა, ჩვეულებრივი მოვლენა იყო. კომპანია «White Star Line» -ის ბორტგამცილებელი ვაიოლეტ კონსტანც ჯესოპი სამი გემის კატასტროფას [«ოლიმპიკი» (1911 წ), «ტიტანიკი» (1912 წ.) და «ბრიტანიკი» (1916 წ.)] გადაურჩა და 1971 წელს, 84 წლის ასაკში, გულის უკმარისობით გარდაიცვალა. ამერიკულ ავიამზიდზე «USS Abraham Lincoln» 5 სპორტული დარბაზია და საკუთარი კალათბურთის ლიგაც კი აქვთ, რომელშის 22 გუნდი არის გაერთიანებული. 1814 წლის 17 ოქტომბერს ლონდონში, ლუდის სახარშ ქარხანაში ცისტერნა აფეთქდა, რომელშიც 610 ათასი ლ. ლუდი იყო. აფეთქებამ ჯაჭვური რეაქცია გამოიწვია და ქარხანაში არსებული ლუდის ყველა მოცულობითი საცავი აფეთქდა. საერთო ჯამში, ქალაქის ქუჩებში 1, 5 მლნ. ლ. ლუდი დაღვარა. ლუდის ტალღამ 2 სახლი და ლუდის ბარი წაიღო. დაიღუპა 9 ადამიანი – 8 ლუდში დაიხჩო, ხოლო ერთი, ალკოჰოლური ინტოქსიკაციით გარდაიცვალა. ბერმუდის კუნძულები 1503 წელს მეზღვაურმა ხუან ბერმუდესმა აღმოაჩინა და მოგვიანებით, სწორედ მისი სახელი დაერქვა კუნძულებს. მაგრამ, თავად მეზღვაურმა, რთული სანავიგაციო პირობების გამო, ხმელეთის ამ ნაწილს, ეშმაკის კუნძულები უწოდა. «ოქროს ციებ–ცხელების» დროს, კალიფორნიის მოსახლეობა, 4 წლის მანძილზე, 14 ათასიდან – 200 ათასამდე გაიზარდა. წმ. ფერმინის სახალხო ზეიმზე, რომელიც 7-14 ივლისს პამპლონში (ესპანეთი) იმართება, ხარების რბოლის დროს, მათ ჩლიქებს ქვეშ, ყოველწლიურად, საშუალოდ, 10 ადამიანი იღუპება. ნაყინის ყველაზე დიდი არჩევანი მსოფლიოში, ქ. მერიდას (ვენესუელა) კაფე «Coromoto» -ში არის. იქ შესაძლებელია 709 სახეობის ნაყინის დაგემოვნება. მათ შორის: ხახვის, მდოგვის, ვაფლიანი ნაყინი თინუსით და ა. შ. ობიბა გლადიატორი, რომელიც ავსტრალიაში არის გავრცელებული, ქსელს ქსოვს ისევე, როგორც სხვა ობობები. თუმცა, მას სრულიად განსხვავებულად იყენებს ნადირობის დროს. მის ქსელს კვადრატის ფორმა აქვს და ობობას წინა ფეხებით უჭირავს. როდესაც მის სიახლოვეს, პოტენციური მსხვერპლი გამოჩნდება, გლადიატორი ქსელს ესვრის და ზემოდან აფარებს მას. ვარდისფერი ფლამინგოები ბუნებრივად ამ ფერისები არ არიან. მათი ბუმბულის «გაფერადების» მიზეზი, წყალმცენარეებში შემავალი კაროტინოიდებია, რომელსაც წყალმცენარეები შეიცავს.
«პინგ-პონგი» («Ping Pong») – იმ კომპანიის სახელია, რომელიც საქონელს აწარმოებს ჩოგბურთის სათამაშოდ, ხოლო თავად თამაშს «მაგიდის ჩოგბურთი» ჰქვია. ჩაის ყველა ტიპი და ყველა ხარისხი, ჩაის ფოთლის დამუშავებაზე არის დამოკიდებული და ეს ფოთოლი ყოველთვის ერთი და იგივე მცენარეს – ჩინურ კამელიას (ლათ. Caméllia sinénsis), იგივე ჩინურ ჩაის ეკუთვნის.
გამოთქმაში «პამდორას ყუთი», სიტყვა «ყუთი» – ბერძნული სიტყვის «პიფოსის» არასწორედ თარგმნის შედეგად გაჩნდა. სინამდვილეში, პიფოსს დიდი ზომის თიხის ჭურჭელს ეძახდნენ, რომელსაც მიწაში მარხავდნენ და მასში სურსათ-სანოვაგს ინახავდნენ. და აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ პიფოსში და არა კასრში, ცხოვრობდა ძველი ბერძენი ფილოსოფოსი დიოგენე, რადგან ძველმა ბერძნებმა კასრების გაკეთება არ იცოდნენ. ადოლფ ჰიტლერმა გერმანიის მოქალაქეობა 1932 წ. მიიღო, ცოტა ხნით ადრე, ვიდრე ამ ქვეყნის პრემიერმინისტრი გახდებოდა. ის ავსტრიაში დაიბადა და მას შემდეგ, რაც 1925 წელს უარი თქვა საკუთარი სამშობლოს მოქალაქეობაზე, მოქალაქეობა საერთოდ აღარ გააჩნდა. ასე, რომ, «გერმანიის ყველაზე დიდი ქომაგი», როგორც ის საკუთარ თავს უწოდებდა, გერმანელი მხოლოდ 13 წელი მანძილზე (1932–1945 წწ) იყო. მარგალიტი – ერთადერთი ძვირფასი მინერალია, რომელსაც დამუშავება არ ესაჭიროება. ბუნებაში მარგალიტის 8 კონფიგურაცია არსებობს: ჭიკარტი, წვეთი, მსხალი, ოვალი, ნახევარწრე, წრე, არასწორი ფორმა და სფერო. თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება: გენები თუ აღზრდა, რა უფრო მნიშვნელოვანია პიროვნების ფორმირებაში? 10 ადამიანი, რომელიც მარადიული სიცოცხლისთვის იბრძოდა ყველაზე მომხიბლავი არსება დედამიწაზე563 7-ს მოსწონს
|