x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138411
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
Deep purple(დიფ ფარფლი)-50 წელი სცენაზე,ფინალური აკორდი და გზა "უსასრულობისაკენ"
image50 წლის წინ, 1968 წელის თებერვალში შეიქმნა როკის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ჯგუფი "დიფ ფარფლი", რომელიც ჰარდ და ჰევი მეტალის ერთ-ერთ პიონერად მიიჩნევა, თუმცა ითვლება, რომ მათი მუსიკა რომელიმე კომკრეტულ ჟანრს არ მიეკუთვნება.დღესდღეობით ჯგუფს მთელ მსოფლიოში 100 მილიონზე მეტი ალბომი აქვს გაყიდული, ხოლო "კლასიკური შემადგენლობა" მათ შორის გიტარისტი რიჩი ბლექმორი, კლავიშებზე შემსრულებელი ჯონ ლორდი და დრამერი იან პეისი ითვლებიან ვურტუოზულ ინსტრუმენტალისტებად.


არსებობის მანძილზე ჯგუფმა რამდენიმე შემადგენლობა შეიცვალა და რვაწლიანი შემოქმედებითი პაუზაც ჰქონდა(1976–1984). 1968–1976 წლების შემადგენლობებს უფრო ხშირად ეწოდება Mark I, II, III და IV. მისი მეორე და კომერციულად ყველაზე წარმატებული ე. წ. "ოქროს" შემადგენლობის წევრები იყვნენ იან გილანი (ვოკალი), როჯერ გლოვერი (ბას-გიტარა), ჯონ ლორდი (კლავიშებიანი საკრავები), იენ პეისი (დასარტყამი ინსტრუმენტი) და რიჩი ბლეკმორი (გიტარა).

2011 წელს ჟურნალმა Classic Rock-მა მათ ლონდონში გადასცა ნოვატორთა ჯილდო.2013 წელს "Planet rock"-მა ისინი მსოფლიოს ყველა დროის ზეგავლენიანი როკ-ჯგუფების ტოპ-5-ში შეიყვანა.



2017 წელს გამოდის მათი უკანასკნელი ალბომი Infinite(უსასრულობა), რომელსაც გამოსამშვიდობებელი მსოფლიო ტურნე მოჰყვა, წელს "დიფ ფარფლი" ასრულებს თავის ნახევარსაუკონოვან კარიერას.მთლიანად არსებობის მანძილზე ჯგუფში სხვადასხვა დროს 14 მუსიკოსი უკრავდა. ამჟამინდელი შემადგენლობა კი ასეთია:




იან პეისი – დასარტყმელი საკრავები, პერკუსია (1968–1976, 1984–დღემდე)
როჯერ გლოვერი – ბას-გიტარა (1969–1973, 1984–დღემდე)
იან გილანი – ვოკალი, ჰარმონიკა, პერკუსია (1969–1973, 1984–1989, 1992–დღემდე)
სტივ მორსი – გიტარა (1994–დღემდე)
დონ ეირი – ორღანი, კლავიშებიანი საკრავები (2002–დღემდე)



საინტერესო აქამდე უცნობი და ნაცნობი ფაქტები

*** პარადოქსია მაგრამ ფაქტია- ჯგუფი შექმნა ადამიანმა, რომელსაც ერთი აკორდიც არ დაუკრავს "დიფ ფარფლთან" ერთად.კრის კერტისი საერთოდ გაქრა მუსიკალური სამყაროდან და შემდეგ 20 წლის განმავლობაში სახელმწიფო მოხელედ მუშაობდა.

image



*** სინგლი 'Black night"(ბრიტანეთის ჩარტებში #2 ადგილი დაიკავა)გახეთქილმა მთვრალებმა ჩაწერეს, როგორც როჯერ გლოვერი იხსენებს სტუდიიდან "შესვენებაზე" გასულებმა ბარის ვიტრინაში რაც დასალევი ელაგა, ყველა გასინჯეს, გილანის თქმით კი სიმღერის ჩაწერის პროცესი ბუნდოვნად ახსოვს.











***ესეც პარადოქსია -ყველაზე ცნობილი ჰიტზე, "Smoke on the Water" ჯგუფს არც უფიქრია, რომ პოპულარული გახდებოდა, სინგლის სახით არ გამოსცეს და თავიდან კონცერტებზეც არ ასრულებდნენ, სანამ აშშ-ს ერთ-ერთი რადიოწამყვანმა არ გაუშვა ეთერში..სინგლის სახით მხოლოდ ერთი წლის შემდეგ გამოიცა, როდესაც სიმღერა უზომოდ პოპულარული გახდა.

image




***ჯგუფმა ალბომ "Made in japan" სახელწოდებაში ირონია და სარკაზმი გამოიყენა, საქმე იმაშია, რომ 1972 წელს იაპონურ საქონელს ისე უყურებდნენ როგორც 10 -15 წლის წინ ჩინეთში დამზადებულ პროდუქტს, გავა სულ რაღაც 8-10 წელი და წარწერა Made in japan ხარისხის და პრესტიჟის სიმბოლო გახდება.

image




*** ამავე ალბომის გარეკანის უკანა სურათზე, რომელიც ლონდონის "რეინბოუ თეატრშია" გადაღებული ფოტოზე დარბაზის წინა რიგებში საკუთარი თავი ამოიცნო "დეფ ლეპარდის" გიტარისტმა ფილ კოლენმა, სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა მან მუსიკოსი გამხდარიყო

image




***"1973 წლის 29 ივნისს ჯგუფის "ოქროს შემადგენლობა" უკანასკნელ ერთობლივ კონცერტს მართავს ოსაკაში, სადაც კონცერტის ბოლოს მომღერალი იან გილანი აცხადებს, რომ ეს არის მათი უკანასკნელი ერთობლივი გამოსვლა..ამის შემდეგ .გაცოფებული ფანები საკონცერტო დარბაზში სკამებს ამსხვრევენ.

image




*** ამავე კონცერტის დასრულების შემდეგ სცენიდან კიბეზე ჩამავალმა ბლეკმორმა როჯერ გლოვერს ზურგსუკან მიაძახა:"არაფერი პირადული, ბიზნესი ბიზნესია", გლოვერს ცრემლები მოადგა, ჯგუფის დატოვების შემდეგ კი მძიმე დეპრესიაში ჩავარდა და რამდენიმე თვე სახლიდან არ გამოდიოდა.


image




*** პარადოქსია, მაგრამ ფაქტია-ჯგუფის არცერთ ალბომს თუ სინგლს აშშ-ს ჩარტებში #1 ადგილი არ დაუკავებია, თუმცა 1972-73 წლებში მარტო აშშ-ში გაყიდა 3, 5 მილიონი ჩანაწერი, რითაც უკან ჩამოიტოვა მსოფლიოს ყველა ჯგუფი და შემსრულებელი(მათ შორის "ბიტლზიც") და იქცა მსოფლიოს ყველაზე პოპულარულ როკ-ჯგუფად იმ პერიოდში.

image

"სახლში უსაქმოდ ვიჯექი, როდესაც პროდიუსერი მესტუმრა:"ჯონ თქვენი გაჩერება არ შეიძლება, გადაშალე, მითხრა და მაგიდაზე ჟურნალი "ბილბორდი" დააგდო....ვფურცლავდი და თვალებს არ ვუჯერები, ყველგან ჩარტების ზედა ადგილებში ვიყავით:სინგლებში, ძველ თუ ახალ ალბომებში..11-ჯერ შემხვდა ჩვენი სახელი!"(ჯონ ლორდი)

image


"1973 წლის სექტემბერში ჯგუფი ახალ ვოკალისტთან, დევიდ კოვერდეილთან ერთად იწყებს ახალ ალბომ burn-ზე მუშაობას, ჯგუფმა ძველებური გოთურ სტილში ნაგები სასახლე იქირავა მონტრეში(შვეიცარია), ერთ საღამოს ხმის ინჟინერი მარტინ ბირჩი ბარში დასალევად წავიდა, ბლეკმორმა და კოვერდეილმა გადაწყვიტეს ოინი მოეწყოთ მისთვის.

მისი ოთახის საწოლის ქვეშ დამალეს დინამიკი, კაბელი გაიყვანეს მეზობელ ოთახში, შეაერთეს მიკროფონი და დაელოდნენ.....აი გაისმა კარის ხმა და კოვერდეილიც მოემზადა, ცოტა ხანში ბლეკმორმა ანიშნა და კოვერდეილმა მიკროფონში საშინელი ღმუილ-ყმუილი და ხავილი დაიწყო....გაისმა ქალის წივილის და კარის გაჯახუნების ხმა, გაიხედეს ფანჯარაში და მარტინ ბირჩის მაგივრად დაინახეს ბინის დიასახლისი, რომელიც თავქუდმოგლეჯილი გარბოდა, საცოდავი ქალი, თურმე სახლში რაღაც ნივთის ასაღებად იყო მოსული.

image



***სკანდალურად დამთავრდა ანსამბლის კონცერტი 1974 წლის 6 აპრილს აშშ-ში "ოკლაჰომო სპიდვეიზე", (California jam)რომელსაც 250 000 მაყურებელი ესწრებოდა, კონცერტის ფინალში რიჩი ბლეკმორმა ჯერ ABC-ს ტელეოპერატორს გიტარით კამერა დაუმტვრია, (კინაღამ ოპერატორსაც ჩაარტყა თავში), ბოლოს სცენა ააფეთქა;ბენზინის დასხმა ზედმეტი მოუვიდა, რა დროსაც 2 აფეთქება იმდენად ძლიერი და გამაყრუებელი იყო, რომ ჯერ იან პეისს სათვალეები გასძვრა.ხოლო რიჩი ბლეკმორი, როდესაც გიტარას იატაკიდან იღებდა, რამდენიმე მეტრით უკან წააბორძიკა.

image

****Smoke on the Water"-ზე უარესი ბედი ეწვია თავიდან კიდევ ერთ კომპოზიციას-"Soldiers of Fortune" ;ჯგუფმა საერთოდ დაიწუნა და მისი ალბომში(Stormbringer-1974) შეტანაც არ უნდოდათ, მხოლოდ რიჩი ბლეკმორის დაჟინებული მოთხოვნით ალბომს სულ უკანასკნელ ტრეკად მიაბეს.თავისთავად ეს სიმღერა არც სინგლის სახით გამოცემულა და 1975 წლამდე არც კონცერტზე შეუსრულებიათ(რაც შეასრულეს ისიც მიფუჩეჩებული და არასრულად)...წლების შემდეგ ეს როკ-ბალადა საკულტო სიმღერად იქცა და ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულად ითვლება როკ-მუსიკის ისტორიაში, 2014 წელს "Last.FM"-ზე მოთხოვნების მიხედვით სიმღერა №7 იყო.



*** 1980 წელს ჯგუფის პირველი ვოკალისტი როდ ევანსი(ამ დროისთვისDeep Purple 4 წლის დაშლილია ჯონ ლორდი და იან პეისი დევიდ კოვერდეილის Whitesnake-ში უკრავდენენ, Deep Purple-ს სხვა ორი წევრი, რიჩი ბლეკმორი და როჯერ გლოვერი Rainbow-ში გამოდიოდნენ, ხოლ იან გილანს საკუთარი ჯგუფი ჰყავდა.)

საეჭვო რეპუტაციის, მენეჯერს დაუკავშირდა.მასთან ერთად ავანტიურაში ჩაერთო და შეკრიბა ჯგუფი.....სრულიად უცხო მუსიკოსებისგან, პატარა სიეშმაკეც იხმარეს, ფალსიფიცირებული მუსიკოსები ძალიან წააგავდნენ გარეგნულად ორიგინალს, განსაკუთრებით ლორდი და ბლეკმორი.

1980 წლის მაისში იწყება ყალბი Deep Purple-ს გასტროლები აშშ-ში, კანადაში და მექსიკაში, რომელიც სექტემბრის თვემდე გაგრძელდა, ამ მასკარადის აპოგეა იყო მეხიკოს ოლიმპიურ სტადიონზე გამართული კონცერტი, სადაც 70 000 მაყურებელი ესწრებოდა.

უფრო მეტიც, ლოს ანჯელესში Village Recording Studios-ში დაიწყო ფალსიფიცირებული Deep Purple-ს ახალი სიმღერების ჩაწერა, რომელიც სტუდია Warner Bros-ს უნდა გამოეცა, ცნობილი იყო სიმღერის სათაურებიც:"Blood Blister" და"Brum Doogie"...თუმცა ამას ყველაფერს მალე წერტილი დაესვა.

სასამართლომ სავაჭრო ნიშნის არასანქცირებულად გამოყენებისთვის და ცრუ რეკლამირებისთვის როდ ევანსი დაჯარიმდა 672 000$-ით.ამასთანავე ევანსს სამუდამოდ შეუწყდა ჰონორარი, რომელსაც Deep Purple-ს იმ სამი ალბომიდან იღებდა, რომლის ჩაწერაშიც იგი მონაწილეობდა 1968-69 წლებში.

ამ შემთხვევის შემდგომ როდ ევანსი აღარასოდეს გამოჩენილა სახალხოდ, მისი შემდგომი ბედი ფაქტობრივად უცნობია, ამბობენ, რომ 90-იან წლებში კალიფორნიის ერთ-ერთ ჰოსპიტალში მუშაობდაო.

ოთხი წლის შემდეგ უკვე ნამდვილი "დიფ ფარფლი" ხელმეორედ შეიკრიბა.

image



***კომპოზიცია " Not Responsible"-ში ალბომიდან "Perfect Strangers "(1984) ფაქტობრივად ერთადერთი სიმღერაა ჯგუფის ხანგრძლივი კარიერის მანძილზე, სადაც უცენზურო სიტყვებია გამოყენებული.

image






*** 1985 წელს აშშ-ში ტრიუმფალური ტურნეს დროს "დიფ ფარფლს"წლის შედეგების მიხედვით გაყიდული ბილეთების რაოდენობით მხოლოდ ბრიუს სპრინგსტინმა გაასწრო.

image


***1993 წელს ბლეკმორს ვიღაცა გაეხუმრა(გილანი დღემდე უარყოფს)და სპაგეტში ცხარე წიწაკა ჩაუყარა, ბლეკმორმა არც აცხია და არც აცხელა და სპაგეტი თეფშიანად გილანს სახეში თხლიშა, ამის შემდეგ ისედაც დაძაბული ურთიერთობა მომღერალს და გიტარისტს შორის კიდევ უფრო გაღრმავდა, ისინი საერთოდ აღარ ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს არც სცენის მიღმა და არც სცენაზე, რამდენიმე თვეში კი ბლეკმორმა საერთოდ დატოვა ჯგუფი.ეს ამბავი ჯგუფმა აღწერა პაროდიული ხასიათს ვიდეოკლიპში "johnny's band " ალბომიდან "inFinite"(2017)

image


***1997 თებერვალში ჩილეში, სანტიაგოს სანტა-ლორას სტადიონზე კონცერტის დროს პროჟექტორის ანძამ ზედ ასული ფანების სიმძიმეს ვეღარ გაუძლო და ანძა წაიქცა, ტრავმები მიიღო 44 ადამიანმა, საბედნიეროდ არავინ დაღუპულა.



**** იან გილანს ერთხელ ლუჩანო პავაროტიმ უთხრა:"იან იცი როგორ მშურს შენი? "Smoke on the water"-ის 6 სხვადასხვა ვერსიას მოვუსმინედა ექვისივეჯერ სხვადასხვანაირად მღერიხარ, მე რომ რომელიმე არია შევცვალო, თაყვანისმცემლები ჩამომახრჩობენ"

image


ჯგუფი 2013 წელს იყო თბილისში, სადაც 5 ივნისს დინამოს სტადიონზე გამართა კონცერტი, ანსამბლის წევრები პრეზიდენტის სასახლეში მიხეილ სააკაშვილმა მიიწვია, სანამ სადილობა იმართებოდა, ჯგუფის ბასისტი, როჯერ გლოვერი გოგა ხაჩიძის "ჰენდ-დრამით" ერთობოდა


image


***"დიფ ფარფლს" მხოლოდ 2016 წელს აღირსეს როკ-ნ-როლის დიდების დარბაზში შეყვანა, რის გამოც ჟიურის მესვეურებს ბევრი საყვედური და დაცინვა ერგოთ წილად ძალიან ბევრი მუსიკოსისგან, მათ შორის იყვნენ:სლეში, სტივ ლუკატერი, ჯეიმს ჰელტფილდი, ჯინ სიმონსი და სხვები.

image


***ჯგუფი დღემდე ყველაზე პოპულარული ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში რჩება, ამის მაგალითად გამოდგება თუნდაც გერმანია, სადაც 8 ალბომმა პირველი ადგილი დაიკავა, როცა საკუთარ სამშობლოში, დიდ ბრიტანეთში სულ 3 ალბომი იყო №1 პოზიციაზე.


image



***მიუხედავად მუსიკოსების ხანდაზმული ასაკისა, "დიფ ფარფლი" 21 საუკუნეშიც მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ საკონცერტო ჯგუფად ითვლება. 2007 წელს საფრანგეთში 150.000-ზე მეტი გაყიდული ბილეთისათვის ჯგუფმა მიიღო სპეციალური ჯილდო, იგივე საფრანგეთში ჯგუფის კონცერტს Fête de l'Humanité -ის ფესტივალზე 2009 წელს 110 000 კაცი ესწრებოდა.ხოლო რუსეთში 2010 წელს Rock over volga-ზე 200 000 მაყურებელი.

2007 წელს Deep Purple-ის ტურნე Rapture of the Deep Planet Rock-ის მიერ დასახელდა წლის #6 საკონცერტო ტურნედ (ყველა სხვა ჟანრის შემსრულებლებთან ერთად)

2017 წელს ანსამბლმა უკანასკნელი გამოსამშვიდობებელი მსოფლიო ტურნე

The Long Goodbye Tour რიო-დე-ჟანეიროთი დაასრულა, ხოლო 2018 წლის ტურნეს 4 მაისს მეხიკოთი დაიწყებს, შემდეგ კი მოსკოვით გააგრძელებს(30 მაისი)


1
175
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
175
  
2018, 20 თებერვალი, 0:19
ინფორმაციული, საინტერესო, მუსიკალური და სრულყოფილი სტატია 13 ნახვით. ლოგიკურია :)
0 1 1