მუსიკა Forbes-მა დაასახელა 2017 წლის ყველაზე შემოსავლიანი მუსიკოსები 2017, 7 დეკემბერი, 11:55 ავტორიტეტულმა გამოცემამ დაასახელა 2017 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი მუსიკოსები. რეიტინგს სათავეში 130 მილიონი დოლარით მოექცა ცნობილი ამერიკელი რეპერი შონ კობსი, რომელსაც მსმენელი P. Diddy-ის ფსევდონიმით იცნობს, თუმცა რეპერმა მარტო მუსიკით არ იშოვა ფული, მისი შემოსავლის ლომის წილი 70 მლნ$ კომპანია Sean John-ის აქციებიდან მოდის, რომელიც მოდური ტანსაცმლის გაყიდვითაა დაკავებული. მეორე პოზიცია ერგო ამერიკელ მომღერალს ბიონსეს, მისი შემოსავალი 2017 წელს 105 მილიონი დოლარი იყო, სამეულს ასრულებს კანადელი რეპერი დრეიკი, რომელმაც გასულ წელს 92 მილიონი დოლარი იშოვა, მათ შორის მისი ახალი ალბომის Views-ის მხარდაჭერით. 2017 წლის ტოპ 10 ყველაზე მაღალანაზღაურებად მუსიკოსები სიაში მოხვდნენ აგრეთვე ეთიოპური წარმოშობის ეიბელ ტასფაინე(The Weeknd) 92 მლნ.$, ბრიტანული როკ ჯგუფი Coldplay (88 მლნ$)ამერიკული როკ-ჯგუფი Guns N 'Roses (84 მილიონი დოლარი), კანადელი პოპ მომღერალი ჯასტინ ბიბერი (84 მილიონი), ასევე ბრიუს სპრინგსტინი (75 მილიონი დოლარი), ადელი (69 მილიონი დოლარი) და მეტალიკა (66.5 მილიონი დოლარი). 78 8-ს მოსწონს
|