თევზ ფუგუს შეუძლია იყოს ძალიან მიმზიდველი და ასევე საკმაოდ საშიში. უმეტესი მათგანი დაცურავს როგორც იაპონიის, ჩინეთის და ფილიპინების, ასევე მექსიკის მდებარა წყლებში. მიუხედავად იმისა რომ შხამიანია იგი გამოიყენება საკვებად, გარკვეული უსაფრთხოების ზომების დაცვის შემდეგ. კერძის არასწორმა მომზადებამ შესაზლოა საკვები გახადოს მომწამლელი და გამოიწვიოს სიკვდილი. ხოლო სათანადოდ მომზადებული კერძები, მისი გამოყენებით ითვლება დელიკატესებად, რომლებიც საკმაოდ ძვირი ღირს, თითოეული კერძის ღირებულება შესაძლოა აღწევდეს 200$. ფუგუს კანი, კუნთების ქსოვილი და სასქესო ჯირკვლები შეიცავს ტოქსინს, რომელიც ცნობილია როგორც ტეპროდუტოქსინი. თუ თქვენ იმდენად უიღბლო ხართ რომ, მოგიწევთ ამ ტოქსინის მიღება, თქვენ განიცდით ჩხვლეტას, წვას პირის არეში, გულისრევას, თავის ტკივილს, მეტყველებისა და კოორდინაციის პრობლემებს. თუ თქვენ ჩაყლაპავთ ამ ტოქსინს ძალიან ბევრს, თქვენ გამოცდით, კრუნჩხვებს, პარალიზს, გულის არითმიას და შესაძლოა ეს პროცესი სიკვდილითაც კი დამთავრდეს.