განათლება § 3. სად არის ქვეყნის დასალიერი? გეოგრაფია პატარებისთვის 2017, 24 ოქტომბერი, 10:32 ძალიან დიდი ხნის წინ, ადამიანებმა უკვე იცოდნენ, რომ ჩვენი პლანეტა მრგვალი იყო. ცნობილმა ბერძენმა სწავლულმა, ალექსანდრე მაკედონელის აღმზრდელმა და მასწავლებელმა არისტოტელემ, ის რომ დედამიწა მრგვალი იყო, ცაზე დაკვირვების შედეგად აღმოაჩინა და ამის შესახებ წიგნიც დაწერა, რომელსაც «ცაზე» დაარქვა.
ალექსანდრე მაკედონელი და არისტოტელე გავოდა დრო და მეორე ბერძენმა სწავლულმა ერათოსთენემ დედამიწა საგნის ჩრდილების გამოყენებით გაზომა და გაიგო, თუ რამხელა იყო ჩვენი პლანეტა. ერათოსთენე მაშინ არც ტელევიზორი იყო, არც ინტერნეტი და არც წიგნები. ყველაფერი გრაგნილებზე (დახვეული ფურცლები) იწერებოდა და ცოდნის გავრცელება ისე სწრაფად არ ხდებოდა, როგორც დღეს. ამიტომ, გავიდა საუკუნეები და ძველი სიბრძნე დაივიწყეს ადამიანებმა. ისინი როდესაც შორს იყურებოდნენ, ხედავდნენ რომ – იქ სადაც მიწა მთავრდებოდა, ცა იწყებოდა. და მაშინ ბევრმა გადაწყვიტა, რომ: დედამიწა ბრტყელი იყო. ზოგიერთ ქვეყანაში ფიქრობდნენ, რომ დედამიწა დიდი სკივრი იყო, ხოლო ცა – მისი სახურავი, ზოგს კი ეგონა, რომ მას კვერის ფორმა ჰქონდა და უზარმაზარ კუზე იყო მოთავსებული, კუ კი უკიდეგანო ოკეანეში დაცურავდა. და თუ ამ ხალხში ვინმე ჭკვიანი გამოერეოდა და იტყოდა, რომ დედამიწა მრგვალი იყო, მას დასცინოდნენ და უარესებიც ხდებოდა – კოცონზე წვავდენე, სხვა ადამიანებისთვის, თავისი აზრებით, გონება რომ არ აერია. საბედნიეროდ ის ბნელი დრო წარსულს ჩაბარდა და დღეს არაფრის მტკიცება საჭირო არ არის. კოსმოსიდან უკვე შეიძლება ჩვენი პლანეტისთვის სურათის ან ვიდეოს გადაღება, რომელზეც კარგად ჩანს, რომ დედამიწა სფეროსებურია და რომ «ქვეყნის დასალიერი» არ არსებობს. თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება: § 1. სახლი დიდი და პატარა. გეოგრაფია პატარებისთვის § 2. დედამიწა, როგორც კოსმოსური ხომალდი. გეოგრაფია პატარებისთვის 197 11-ს მოსწონს
|