სხვა ტოპ 10 ფილმი,რომელიც სევდიან განწყობას შეგიქმნით 2017, 9 ოქტომბერი, 18:19 მოგესალმებით..არსებობს დღეები, როდესაც სევდიან განწყობაზე ვართ, ან, უბრალოდ გვინდა რომ ვიყოთ..
სწორად ამგვარი დღეებისთვის შესაფერისი ფილმების ტოპ ათეულს წარმოგიდგენთ.
10."ქალის სურნელი" ![]() სევდიან განწყობას მხოლოდ ცუდი დასასრული არ ქმნის.ჩემი აზრით, "ქალის სურნელი", ერთ-ერთია იმ საოცარ ფილმთაგან, რომელსაც შეუძლია სულის სიღრმემდე ჩააღწიოს და დაგვამახსოვრდეს, როგორც შესანიშნავი სცენარისა და იდეალური სამსახიობო შესრულების ნიმუში. ფოტოზეა ლეგენდარული ალ პაჩინო, ზემოთხსენებული ფილმიდან-"ქალის სურნელი" 9.Intouchables-ხელშეუხებელნი. ფრანგული ფილმებისთვის დამახასიათებელი ხარისხიანობით და სევდიანი სცენრით, ეს ფილმი ნამდვილად წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს მაყურებელზე. ![]() 8.მიუხედავად იმისა, რომ წინა ორ ფილმთან შედარებით, ეს ფილმი IMDB-ის რეიტინგით არც ისე პოპულარულია, მიმაჩნია, რომ ედვარდ ნორტონისა და ნაომი უოთსის მიერ განსახიერებული პერსონაჟების სიყვარულის ისტორია მწვავე ქოლერას ფონზე, დაუვიწყარ შთაბეჭდილებას მოახდენს მნახველზე.მერვე და ჩემთვის უსაყვარლესი ფილმია-მოხატული პირბადე.-The painted veil. ![]() 7.რა შეუძლია ადამიანს, რომ დათმოს ხელოვნების გამო?ნატალი პორტმანის საუკეთესო შესრულება, ფილმში- შავი გედი. ![]() 6.ჯეიმს მაკევოის და კირა ნაითლის სამსახიობო წყვილი, ომის ტკივილი და ამ სევდის ქარცეცხლში-სიყვარული.2007 წელს გამოსული ფილმი, -მონანიება, იგივე Atonement, ნამდვილად არის ერთ-ერთი აუცილებლად სანახავი ფილმების სიიდან. ![]() 5.Life is beautiful-ცხოვრება მშვენიერია.ისევე, როგორც მშვენიერია ეს ფილმი. ![]() 4.რაც შეეხება ბოლო ოთხ ფილმს, მინდა გირჩიოთ, რომ არც ერთი მათგანი არ ჩართოთ, თუ ფსიქოლოგიურად და მორალურად მზადყოფნაში არ იქნებით.. სორაიას ჩაქოლვა. ![]() 3.უდაბნოს ყვავილი ![]() 2.ავრორა.. ![]() 1.ხანძრები ![]() ის ფილმები, რომლებიც უკომეტაროდ დავტოვე, თავად უნდა შეაფასოთ..მადლობა ყურადღებისთვის 962 2-ს მოსწონს
|