ფოტოგრაფია „სეზონური ფოტოდღიური" - ქართველი ცოლ-ქმრის ფოტო-პროექტი 2017, 5 ოქტომბერი, 17:02
„სეზონური ფოტოდღიური" - ასე ეწოდება ორი ახალგაზრდა წყვილის ფოტოალბომს, რომელიც საქართველოს სხვადასხვა კუთხის ნაკლებად ცნობილი ადგილების პოპილარიზაციას ემსახურება.
წყვილმა დავით და ეკატერინე ხელაშვილ-მამათავრიშვილებმა ეს პროექტი ერთი წლის წინ დაიწყეს. საქართველოს ირგვლივ მათ უამრავი საინტერესო და სანახაობრივი სურათი გადაიღეს. ფოტოების ერია ცხადყოფს, თუ როგორ იცვლება ბუნება და ლანდშაფტი მთელი წლის განმავლობაში. როგორც ეკატერინე ამბობს, იდეა მაშინ გაჩნდა, როდესაც ისინი კურორტ ბახმაროში ისვენებდნენ. „წელიწადის დროის მიხედვით ჩვენ ვირჩევთ ადგილებს და ფოტო-გმირებს. ისინი არიან ადგილობრივი მოსახლეობა, რომელებიც კამერის წინ გვიზიარებენ საკუთარ ემოციებს"- განაცხადა მან ინტერვიუში. ფოტოგრაფთა ოჯახში მიიჩნევენ, რომ მათი მუშაობა დადებითად აისახება ქვეყნის ტურისტულ პოტენციალზე, ვინაიდან მათ აქვთ საკუთარი გვერდი სოციალურ ქსელში და სწორედ ეს გვერდია უცხოელი ტურისტებისათვის მთავარი გზამკვლევი. „ჩვენ გვინდა, რომ ქართველებმა საკუთარ ქვეყანაში დაიწყონ მოგზაურობა - ეს ჩვენი მიზანია. საქართველოში ბევრი ჯადოსნური ადგილია, რომელთაგან ზოგიერთი ბევრისთვის ცნობილი არ არის" - ამბობს ეკატერინე. 1. 2. 3. 4. 5. 6. 7. 8. 9. 10. 11. 12. 13. 14. 15. 16. 17. 18. 19. 321 7-ს მოსწონს
|