სხვა კატასტროფული სექს–ექსპედიცია. როგორ გაჩნდა სიფილისი ევროპაში და როგორ გადაატრიალა მან ისტორია +16 2017, 4 ოქტომბერი, 12:23 სიფილისი ფრანგული წარმოშობის ვენერიული დაავადებაა, რომელმაც ევროპული რენესანსის ეპოქაში ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ძირითადი თეორიის თანახმად ამერიკაში ის კოლუმბის ექსპედიციის დროს მეზღვაურებმა შეიტანეს. კოლუმბმა ინდოეთის ძიებაში აღმოაჩინა კონტინენტი და მოულოდნელი დაავადება. 1493 წელს კი ექსპედიციის დასრულების შემდეგ დაბრუნებულმა მეზღვაურებმა შინ მიიტანეს კაკაო, თამბაქო, ტროპიკული ხილი და სასიკვდილო ინფექცია.
სავარაუდო თეორიაა, რომ ინდოელებმა განზრახ "მისცეს დაინფიცირებული ქალები" უცხოელ თეთრკანიანებს, რათა დასჯილიყვნენ უაზრო ქედმაღლობის გამო. ქალებს "დახამებული" ამერიკელები შინ დაბრუნებისთანავე წავიდნენ იმ საროსკიპოებში, სადაც ეს ქალები მიიყვანეს და შედეგად დაინფიცირდნენ. დაინფიცირებული მეზღვაურები კონტინენტზე მომრავლდნენ და ყურადღება არ მიუქცევიათ ფაქტისთვის, რომ ფეხებს შორის საშინელი ქავილი ჰქონდათ. პირველი, ვისაც ექიმთან წასვლის იდეა მოუვიდა, კოლუმბის ექსპედიციის კაპიტანი "ნინი" იყო. თუმცა დაავადების მთავარ გამავრცელებლად საფრანგეთის მეფე ჩარლზ VIII სახელდება, რომელიც ცდილობდა 15 წლის ცოლისთვის დაემტკიცებინა რაოდენ დიადი და მამაცი იყო და წავიდა ნეაპოლიტანური სახელმწიფოს დასაპყრობად. მეფის ჯარი "ინტერნაციონალური" იყო, იქ არამარტო ქვეყნის, არამედ დაქირავებული მამრებიც იბრძოდნენ და მათი რიცხვი 30 000 მებრძოლს შეადგენდა. საფრანგეთის მეფემ, იმ მოტივით რომ მებრძოლები გაერთო, 800 მეძავი დაიქირავა, რომლებიც მებრძოლებს სექსუალურად ემსახურებოდნენ. ნეაპოლი სწრაფად დაეცა, ჩარლზ VIII –ემ კი თავი ნეაპოლისა და იერუსალიმის მეფედ და ასევე აღმოსავლეთის იმპერატორად გამოაცხადა. სიხარულის ფონზე დღესასწაული და ორთვიანი ორგია გამართა, სადაც მონაწილეობა იტალიელმა ქალბატონებმაც მიიღეს. ძალიან მალე მებრძოლების უდიდესი ნაწილი დაინფიცირდა, დაავადებამ კი ისინი თითქმის უუნარო გახადა. ესპანეთის მხარდაჭერით იტალიელებმა ფრანგები განდევნეს თავიანთი მიწებიდან, თუმცა გვიანი იყო, ვენერიული დაავადება მათაც მოედოთ. თავდაპირველად ფიქრობდნენ, რომ სიფილისი კანიბალიზმისა და ცხენებთან სექსუალური ურთიერთობის გამო გაჩნდა, თუმცა დაინფიცირებულთა შორის უმეტესობა ცხენთან სულაც არ იყო... და ბოლოს დაასკვნეს, რომ დაავადების გამომწვევი მიზეზი მეძავი(ები) იყო. 1512 წელს სიფილისი მთელს ევროპაში, იაპონიასა და ჩრდილოეთ აფრიკაში გავრცელდა. დაავადებამ ისტორიის მსვლელობაზეც იმოქმედა, რადგან ქრისტიანული ეკლესია გაიყო და წარმოიქმნა ახალი მიმდევრობა, პურიტანელობა. სიფილისმა თმის მასობრივი ცვენა გამოიწვია და სწორედ ამ დაავადების გამო გაჩნდა ისტორიაში თეთრი "პარიკები" და კონტრაცეპცია. დაავადებასთან ბრძოლის პიკმა კი ქირურგიული ჩარევაც გამოიწვია, ვინაიდან სიფილისი ქრონიკული ინფექციური დაავადებაა და მის შემთხვევაში ზიანდება კანი, ლორწოვანი გარსი, შინაგანი ორგანოები, ძვალსახსროვანი, იმუნური და ნერვული სისტემები, პლასტიკური ქირურგები ხელის კანიდან ნაჭერს აცლიდნენ და ცხვირის დაზიანებული ლორწოვანი გარსის ადგილას ნერგავდნენ. ხალხმა იწყო თავშეკავებული და აქტიური ცხოვრება, რომ გამკლავებოდნენ ამ დაავადებას, რომელიც საფრანგეთიდან გავრცელდა და იმაზე მეტი იმსხვერპლა, ვიდრე ომსა და შიმშილით დაღუპულთა რიცხვია ჯამში. დაავადებას სახელი პოეტმა და ექიმმა Girolamo Fracastoro–მ დაარქვა. მან დაწვრილებით აღწერა არსებული ყველა სიმპტომი რაც სიფილისთან იყო დაკავშირებული და მასზე პატარა ამბავიც მოიგონა, სადაც მწყემსი სახელად სიფილუსი გადაწყვეტს სქესობრივი კავშირი დაამყაროს ღორთან, შედეგად კი ამ დაავადებით ისჯება. ასე, რომ ექსპედიცია არამარტო გეოგრაფიული თვალსაზრისით აღმოჩნდა წარმატებული, არამედ საშინელი ტრაგედია მედიცინისთვის. კოლუმბის ექსპედიციის მეზღვაურებმა ევროპელები ეგზოტიკურ ხილთან ერთად სიფილისითაც დააჯილდოვეს. იხილეთ აგრეთვე: ● რა საერთო აქვს ღორის გრიპს დიაბეტთან? ● 10 ყველაზე საშიში, ისტორიაში შესული დაავადება, რომელთაც გაანადგურეს მილიონობით ადამიანის სიცოცხლე ● ყველაზე საზარელი სამედიცინო შეცდომები ● საინტერესო ფაქტები ვირუსი "ებოლას" შესახებ, რომლებიც აუცილებლად უნდა იცოდეთ 2829 15-ს მოსწონს
|