x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134031
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
ყველაზე საზარელი სამედიცინო შეცდომები
მედიცინა მეცნიერებისა და პრაქტიკული საქმიანობის დარგია, რომელიც მიმართულია ადამიანთა ჯანმრთელობის დაცვის, დაავადებების თავიდან აცილებისა და მკურნალობის, სიცოცხლის გახანგრძლივებისაკენ. საუკუნეების განმავლობაში ადამიანთა გამოცდილებით დაგროვდა სამკურნალო საშუალებები და მეთოდები, რომლებიც შემონახულ იქნა, მათ შორის ხალხურ მედიცინაში და რომლებიც მოგვიანებით მეცნიერული მედიცინის ნაწილი გახდა.

კაცობრიობის ისტორია სავსეა და მოიცავს რიგ განვითარებებს. ის, რომ ჯანმრთელობის ფასი არაფერია, ტყუილი გამონათქვამი არ არის დამეთანხმებით. ძალიან კარგად ხვდებით, რომ ფულით იყიდით ბევრ რამეს, თუმცა გარკვეულ წილად ჯანმრთელობას ვერა. ეს უკანასკნელი (თუმცა უპირველესი) ხომ განაპირობებს ჩვენი ბედნიერების და ნორმალური ცხოვრების მსვლელობას. ცხადია, რომ დაავადებათა უმეტესი ნაწილი შეძენილი, თანდაყოლილი და გენეტიკური ფაქტორია, რომელთა წინააღმდეგ დღემდე იბრძვიან ჩვენი სწავლული მეცნიერები და ექიმები. წარსულიდან მოყოლებული დღემდე კი ჩვენი სამედიცინო ისტორია რიგ დაავადებებსა და მათი მკურნალობის მეთოდებს ინახავს. მაშასადამე მედიცინის ისტორია სავსეა ველური სიუჟეტებით, უცნაური მკურნალობითა და სამედიცინო პროცედურებით, რომელშიც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ტკივილმა და ტანჯვამ. მიუხედავად ექიმების კეთილშობილური და გულწრფელი სურვილისა ჰუმანური გზით განეკურნა ესა თუ ის პაციენტი, სამედიცინო პროცედურები უფრო საშიში აღმოჩნდა, ვიდრე დაავადება. თუმცა, ძველ სამედიცინო ტრაქტატში ე.წ. "ლურჯ ბერილს" ენიჭება მნიშვნელოვანი როლი, სადაც ძირითად სამკურნალო საშუალებას ბალახები წარმოადგენდა.

ტიბეტელი ბერები, ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ ცნობილი მკურნალები არიან უხსოვარი დროიდან, რომლებიც კურნავდნენ მრავალ დაავადებას საუკუნეების მანძილზე ბალახების მეშვეობით და თაობებიდან-თაობებს გადასცემდნენ მათი მომზადების რეცეპტებს, თუმცა რა შეცდომებიც ამ ექიმებმა დაუშვეს, გამართლება არ აქვს.


წარმოგიდგენთ მედიცინის ისტორიაში, ექიმების მიერ დაშვებულ საზარელ შეცდომებს, რომელთაც გამართლება არ აქვს:




1. სხვა ფეხი. ცოტა თქვენგანი თუ წარმოიდგენს, რომ კვალიფიციურ ქირურგს როგორ შეიძლება მარცხენა და მარჯვენა აერიოს, თუმცა მსგავსი შეცდომა 1995 წელს ფლორიდაში, ქალაქ ტამპაში ნამდვილად მოხდა. 52 წლის პაციენტს ვილი კინგს უკეთებოდა მარჯვენა ფეხის ამპუტაციის ოპერაცია. ნარკოზიდან გამოსვლის შემდეგ ვილმა აღმოაჩინა, რომ მტკივანი ფეხი ადგილზე იყო, ხოლო მარცხენა კი აღარ ჰქონდა. კაცი შოკში ჩავარდა, პერსონალი კი ამშვიდებდა მას, რომ არც მარცხენა ფეხი ჰქონდა ჯანმრთელი და ადრე თუ გვიან მასაც მოკვეთავდნენ, თუმცა ვილი მათ ზღაპრებს არ უსმენდა და სასამართლოში უჩივლა, შედეგად კი კომპენსაციის სახით კლინიკიდან 900 000 $ მიიღო, ქირურგისგან კი 250 000 $, ქირურგს ასევე ექვსი თვით ლიცენზია ჩამოერთვა.

image





2. სხვა თვალი. ეს საშინელი შემთხვევა 120 წელზე მეტი ხნის წინ მოხდა. 1892 წელს, 10 წლის თომას სტიუარტმა უბედური შემთხვევის შედეგად (წაიქცა და დანაზე ჩამოეგო თვალით) მხედველობა დაკარგა. შემთხვევის ადგილზე გამოძახებული იქნა ექიმი Alexander Proudfoot-ი, რომელმაც თქვა, რომ სასწრაფო ოპერაცია იყო საჭირო და ამ თვალის ამოღება. ოპერაცია წარმატებით დასრულდა, თუმცა ექიმმა ბიჭს ჯანმრთელი თვალი ამოუღო.

image




3. არასწორი ზემოქმედება. გამოსხივება, როგორც იცით მავნეა ჯანმრთელობისთვის და მან შეიძლება სიკვდილიც გამოიწვიოს, თუმცა მისი საშუალებით მკურნალობენ კიბოს, მაგრამ ძალიან სწორად, ფრთხილად და ზუსტი დოზირებით. პაციენტს Jerome Parkes დაუდგინდა ენის კიბო, რის შედეგადაც დაენიშნა სხივები, თუმცა დანადგარის შეცდომის გამო მას დაუსხივეს ხორხი და ტვინის ღეროვანი უჯრედები. სამდღიანი პროცედურის შემდეგ ჯერემიმ დაკარგა მხედველობა, სმენა და ყლაპვის უნარი. როდესაც მიხვდნენ შეცდომას, უკვე გვიანი იყო, ჯერემი მალევე დაიღუპა.

image




4. სადეზინფექციო საშუალება წამლის ნაცვლად. ეს შემთხვევა ერთ-ერთი წინაპირობაა იმისა, რომ გამოყენებამდე აუცილებლად გადაამოწმოთ წამლის რაობა და ისე მიიღოთ. ერთ-ერთ მედ ცენტრში Virginia Mason-მა არ დაიცვა სიფრთხილის ზომები და პაციენტი Mary McClinton-ი გარდაიცვალა ორგანიზმში წამლის ნაცვლად, სამედიცინო ხელსაწყოების სადეზინფექციო სითხის შეყვანის შედეგად.

image




5. დავიწყებული ხელსახოცი. სამწუხაროდ, არც თუ ისე იშვიათია, როდესაც ქირურგიული ჩარევის შემდეგ პაციენტის მუცლის ღრუში სამედიცინო ინვენტარი რჩებათ ქირურგებს. ერთი ასეთი შემთხვევაც ინდოეთში 2007 წელს მოხდა. საკეისრო კვეთით sabnam Praveen-მა ვაჟი გააჩინა, მას შემდეგ კი სამი წელი იტანჯებოდა მუცლის ტკივილით. ვერცერთი ექიმი ვერ ხსნიდა მიზეზს და მხოლოდ სამი წლის შემდეგ ჩატიგარსკის ინსტიტუტის სამედიცინო ცენტრში გაკვეთეს ის და იპოვეს ხელსახოცი. მიიღო თუ არა ქალმა რაიმე კომპენსაცია და რა ბედი ეწია მის გინეკოლოგ-ქირურგს, ამაზე ინფორმაცია არ არსებობს, თუმცა ვინმე დონალდ ჩერჩმა 2000 წელს მიიღო კომპენსაციის სახით 97 000 $, როდესაც ვაშინგტონის სამედიცნო ცენტრში გაიკეთა კუჭის ოპერაცია და ქირურგს 31 სანტიმეტრიანი სიგრძის ხელსაწყო დარჩა შიგნით.

image




6. საკვები ფილტვებში. 79 წლის Eugene Riggs-ი დაავადებული იყო დივერტიკულური დაავადებით, თუმცა იმას ვერ წარმოიდგენდა, რომ მოკვდებოდა არა ამ დაავადებისგან, არამედ ექიმის საზარელი შეცდომის შედეგად. ეუგენის ეს დაავადება არ აძლევდა საშუალებას სწორად ეკვება ბუნებრივი გზით, ამიტომ ექიმებმა გადაწყვიტეს ხელოვნურად, მილის საშუალებით მოეგვარებინათ ეს პრობლემა. მილი მათ არასწორად ჩადგეს და კუჭის ნაცვლად, ფილტვებში ჩაუშვეს. როდესაც შეამჩნიეს შეცდომა, უკვე გვიანი იყო, ეუგენი მალევე გარდაიცვალა. მისმა მეუღლემ საჩივარი შეიტანა კლინიკის წინააღმდეგ, ვინაიდან მკურნალობა სან ფრანცისკოს ერთ-ერთ სამედიცინი ცენტრში ხდებოდა, აშშ-ს კანონის შესაბამისად კი ექიმების წინააღმდეგ პრეტენზია არ განიხილება, ყველა დამნაშავე დაუსჯელი დარჩა, ეუგენის ოჯახს კი არც კომპენსაცია მიუღია.

image




7. ავი ექიმი. არსებობს გამონათქვამი, რომ სჯობს ექიმი არ გააბრაზო. რუმინელ ნელი რადონესკოს აშკარად არ გაუმართლა და მოუწია საქმის დაჭერა ნერვულ ექიმთან. 36 წლის პაციენტს უტარდებოდა სათესლე ჯირკვლების ოპერაცია, რომლის დროსაც ექიმი შემთხვევით შეეხო მამაკაცის ურეთრს. ამაზე საშინლად განრისხდა ექიმი ნაუმ ჩომუ და გამიზნულად მოაჭრა პაციენტს მამაკაცური ღირსება და შემდეგ ნაკუწებად აქცია ის. რაღა თქმა უნდა ქირურგს უჩივლეს, რომელსაც ხელის კანის გამოყენებით აღადგენინეს მამაკაცის სასქესო ორგანო, მორალური ზარალიც ფულადი სახით აანაზღაურებინეს და ჩამოერთვა სამედიცინო საქმიანობის ლიცენზია.

image




8. სხვისი სპერმა. წყვილმა Thomas და Nancy Andrews-ებმა ბუნებრივი გზით ვერ შეძლეს მოერე შვილის ყოლა, ამიტომ მედიცინის რეპროდუქციულ ცენტრს ნიუ იორკში მიაკითხეს. ქალს ჩაუტარდა ხელოვნური განაყოფიერება და მალევე იზეიმა წყვილმა მეორე შვილის დაბადება, თუმცა საოცრად გაოცდნენ ბავშვის კანის და თმის ფერის გამო. პატარას ჩაუტარდა დნმ ტესტი და თომასი მისი ბიოლოგიური მამა არ აღმოჩნდა. დადგინდა, რომ ხელოვნური განაყოფიერების დროს ექიმებს შეეშალათ და სხვა მამაკაცის სპერმა გამოიყენეს.

image


1
1984
18-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
1984
  
2016, 14 ოქტომბერი, 21:05
მდაა
0 1 1