სხვა 5 წარმოუდგენელი რამ, რასაც ძაღლები წინასწარ გრძნობენ 2017, 3 ოქტომბერი, 13:11 ძაღლებს ინტუიცია ადამიანებზე ბევრად უკეთ აქვთ განვითარებული, რომელიც საშუალებას აძლევთ მათზე ბევრად უკეთ და წინასწარ განსაზღვრონ მომავალი. ქვემოთ რამდენიმე მოვლენაა ჩამოთვლილი, რომელიც ასახავს იმას თუ რისი წინასწარმეტყველება შეუძლიათ ამ ცხოველებს. იუწყება „I heart dogs".
1. მიწისძვრა ძველ საბერძნეთში აღმოჩენილი ჩანაწერების მიხედვით ქალაქ ჰელიადან რამდენიმე ძაღლი გაიქცა, ცოტა ხნიშ შემდეგ კი ქალაქში დამანგრეველი მიწისძვრა დაფიქსირდა, სწორედ ეს ფაქტი ამყარებს იმას, რომ ძაღლებს შეუძლიათ წინასწარ განსაზღვრონ მოსალოდნელი საფრთხე და თავი აარიდონ მას. ჩინეთში არსებობს სიუჟეტები ძაღლების შესახებ, რომლებიც სეისმური აქტივობის განცდას ეხება. ზოგიერთი მეცნიერი ამტკიცებს, რომ ძაღლების განსაკთრებული სმენის მეშვეობით ქვების სულ მცირედი მოძრაობაც კი ესმით. ზოგიერთი სეისმოლოგის აზრით ძალღები გრძნობენ სეისმურ აქტივობას მათი თათების მეშვეობით. ნებისმიერ შემთხვევაში, თუ ძაღლი გრძნობს მოახლოებულ საფრთხეს, იგი უცნაურად იქცევა, ამის იგნორირება აშკარად არ ღირს. 2. შტორმი. მიწისძვრის მსგავსად, ძაღლებს შეუძლიათ იწინასწარმეტყველონ ძლიერი წვიმა, მანამ სანამ ის ჰორიზონტზე გამოჩნდება. ისინი ელექტრომაგნიტური იმპულსების საშუალებით გრძნობენ მოსალოდნელ საფრთხეს. როგორც მოგეხსენებათ ძაღლების სმენა ადამიანს სმენის დონეს ბევრად აღემატება, შესაბამისად ხმის გაგონება შეუძლიათ რამდენიმე მილის მოშორებით! მათი ალფაქტური შეგრძნებები დაახლოებით 100-ჯერ უფრო მგრძნობიარეა, ვიდრე ადამიანებისა. 3. დაავადებები (კიბოს ჩათვლით). ძაღლები ადამიანებს სუნის საშუალებით არჩევენ, დაავადებულ და ავადმყოფ ადამიანს შედარებით სუსტი სუნი აქვს და არა მძაფრი. იმ შემთხვევაში, თუ ძაღლი ხშირად ყნოსავს საკუთარ პატრონს და თითქოს უჭირს მისი ამოცნობა - არსებობს შეშფოთების მიზეზი. ასე რომ, აუცილებად ღირს ექიმთან ერთი კონსულტაციის გავლა და შემოწმება. 4. გულის შეტევები. ზოგიერთი ძაღლი სპეციალურადაა გაწრთვნილი სწორედ ამისათვის. ისინი ასწავლიან ძაღლებს შესაბამისად მოიქცნენ, როდესაც პატრონს გულის შეტევა ექნება. ისინი სიგნალს აძლევენ მეპატრონეებს რა დროს როგორ უნდა მოიქცნენ, რომ მოსალოდნელი ხიფათი აირიდონ თავიდან. ყველა ძაღლი პრაქტიკულად არ არის მომზადებული იმისთვის, რომ მოსალოდნელი თავდასხმის ნიშნები თავიდან აგარიდონ. ისინი ინსტიქტურად მოქმედებენ და ხვდებიან რა მოხდება. 5. დაბადება. არსებობს ფაქტები, როდესაც ძაღლები წინასწარმეტყველებდნენ ორსული ქალის მშობიარობის ზუსტ დროს! ძაღლები არასდროს სცილდებიან საკუთარ ორსულ პატრონებს, მშობიარობის იმავე ან მომდევნო დღეს. ორსული ქალები განსაკუთრებული სურნელით გამოირჩევიან, სწორედ ამ სუნის მეშვეობით ხელმძღვანელობენ ადამიანის ოთხფეხა მეგობრები. ასევე დაგაინტერესებთ სტატიები 1 - ყველა ჩვენთაგანი სმარტფონებს არასწორი მეთოდებით ვმუხტავთ და აი რატომ
478 8-ს მოსწონს |
პოლიგონზე მიტანილი ნაღმის განადგურებისას ნაღმის ნამსხვრევით დავიჭერი, ჩემს მონადირე ძაღლს 15 დღე საკვები არ მიუღია და დაიღუპა. :(((