რელიგია ჯეფერსონის ბიბლია 2017, 29 აგვისტო, 9:13 აშშ-ს მესამე პრეზიდენტი თომას ჯეფერსონი დამოუკიდებლობის დეკლარაციის ერთ-ერთი ავტორი, ამ სახელმწიფოს ერთ-ერთი დამაარსებელი მამა, გამოჩენილი პოლიტიკური მოღვაწე, დიპლომატი და ფილოსოფოსია. სახელმწიფო მოღვაწეობა ჯეფერსონი იყო დამოუკიდებლობის დეკლარაციის შექმნის კომიტეტის ხელმძღვანელი. მის გარდა კომიტეტში კიდევ ოთხი ადამიანი: ჯონ ადამსი, ბენჟამინ ფრანკლინი, როჯერ შერმანი და რობერტ რ. ლივინგსტონი იმყოფებოდა. კომიტეტის ერთ შეკრებაზე ამ ოთხმა ადამიანმა ერთხმად სთხოვა ჯეფერსონს თავად დაეწერა დეკლარაცია. ახალი აღთქმის საკუთარი ვერსია პრეზიდენტად ყოფნის დროს ჯეფერსონმა ახალი აღთქმის საკუთარი ვერსია შეადგინა, შექმნა ეგრეთ წოდებული „ჯეფერსონის ბიბლია“. თვით ჯეფერსონი ჯონ ადამსს წერდა: „ის, რაც მე გამომივიდა, ყველაზე ამაღლებული და სათნო მორალური კოდექსია, რომელიც ოდესმე შეუთავაზებიათ ადამიანებისთვის“. 1904 წელს აშშ-ს კონგრესმა ამ ნაშრომის ლითოგრაფიული გამოცემა დაიწყო და 1950 წლების შუა რიცხვებამდე კონგრესის ყოველ ახალ წევრს გადაეცემოდა. „ცხოვრება და ზნეორიობის სწავლება იესოსი ნაზარეთიდან“ ჯეფერსონის ბიბლია ან „ცხოვრება და ზნეორიობის სწავლება იესოსი ნაზარეთიდან“ არის წიგნი, რომელიც შექმნილია თომას ჯეფერსონის მიერ ახალი აღთქმის სხვადასხვა გამოცემებიდან აღებული ამონარიდებებით. მიღებული ვერსია წარმოადგენს იესო ქრისტეს ცხოვრების რაციონალისტურ აღწერას სასწაულების გარეშე. ის მთავრდება ჯვარცმის შემდეგ იესოს დაკრძალვით და მისი აღდგომა და ცათამაღლება მასში არ არსებობს. თომას ჯეფერსონს ბიბლიის შექმნის იდეა დაახლოებით 1795 წელს ჯეფერსონ პრისტლისთან მიმოწერის დროს გაუჩნდა. აშშ-ს პრეზიდენტის პოსტზე ყოფნისას ჯეფერსონი საღამოობით ლათინურ, ბერძნულ, ფრანგულ და ინგლისურ ენაზე ახალი აღთქმის რამოდენიმე გამოცემიდან ჭრიდა ნაწყვეტებს და აკრავდა ცარიელ ფურცლებიან წიგნში. 1813 წლის ოქტომბერში ჯეფერსონი ჯონ ადამსს წერდა: ის, რაც მე გამომივიდა, არის ყველაზე ამაღლებული და კეთილისმყოფელი მორალური კოდექსი, რომელიც ოდესმე შეუთავაზებიათ ადამიანებისთვის. სწორედ ახლა დავასრულე ეს ოპერაცია ჩემთვის, ვჭრიდი რა ბეჭდური ტექსტიდან აბზაც - აბზაც და ვკრიბავდი ერთად მას, რაც თვით იესოს ეკუთვნის თვალნათლივ და რაც ისე გამოხატულად თვალშისაცემია, როგორც ნაკელში მარგალიტები. შედეგად მე გამომივიდა 64 ფურცლისგან შემდგარი რვეული, რომელიც შეიცავს სუფთა და ბუნებრივ სწავლებას... თავისი ნაშრომის მიზანს ჯეფერსონი ფრანსის ადრიან ვან დერ კემპის ასე უხსნის წერილში: იმ გამონათქვამებს და სიტყვებს შორის, რასაც მას მისი ბიოგრაფები მიაკუთვნებენ, მე ვპოულობ მრავალ ნაწყვეტს, რომელთათვისაც დამახასიათებელია ბრწყინვალე ფანტაზია, კორექტური ზნეობრიობა და ყველაზე მეგობრული ქველმოქმედება; სხვებს კი თან ახლავთ იმდენი უვიცობა, შეუსაბამობა და სიცრუე, რომ უბრალოდ შეუძლებელია შეურიგდე იგივე ადამიანს მიკუთვნებულ ავტორობას. სწორედ ამიტომ მე ვაცალკევებ ოქროს უბრალო ქანებისგან ვუბრუნებ რა მასვე მისსავეს, ხოლო უკანასკნელს ვუტოვებ ბრიყვობისთვის და თაღლითობისთვის მისივე მოწაფეთაგანს. ჯეფერსონის ბიბლია მის სიცოცხლეში არასოდეს არ გამოქვეყნებულა მხოლოდ 1895 წელს იქნა წიგნი პირველად გამოქვეყნებული სმიტსონის ინსტიტუტის მიერ ჯეფერსონის შვილიშვილის, ტომას რენდოლფის სურვილით, რომელმაც მისი ორიგინალი ბაბუისგან მიიღო მემკვიდრეობით. იმავე წელს ინსტიტუტმა ბიბლიოთეკარ კირუს ადლერის ხელმძღვანელობით შეიძინა ჯეფერსონის ბიბლიის ორიგინალი. ამჟამად ორიგინალი ამერიკის ისტორიის ნაციონალურ მუზეუმშია გამოფენილი. 1904 წელს აშშ-ს კონგრესმა გადაწყვიტა წიგნის ლითოგრაფიული გამოცემა 1904 წლიდან 1950 შუა წლებამდე ეს წიგნი გადაეცემოდა კონგრესის ყველა ახალ წევრს. ეს ტრადიცია აღდგენილი იქნა 1997 წელს კერძო ორგანიზაცია Libertarian Press-ის მიერ. იხილეთ ასევე: 1. პირველი ეროტიკული წიგნის ისტორია– საინტერესო ფაქტები ვატიკანის ტრადიციებზე (+18) 2. იცი თუ არა, რომ ეკლესიაში არ შეიძლება შენი სანთელი სხვის სანთელზე აანთო? მიზეზი გამაოგნებელია! 3. ვისი რწმენაა ყველაზე კარგი? 4. ვატიკანი პანიკაშია! თურქეთში უძველესი ბიბლია აღმოაჩინეს. 229 10-ს მოსწონს
|