x
image
ზურა7
"ბადრიჯნის სალათა" ზამთრისთვის- გემრიელი და მარტივად მოსამზადებელი
ზაფხული სწორედ ის წელიწადის დროა, image
როდესაც დიასახლისების უმრავლესობა ზამთრისთვის ემზადება და შესანახად პროდუქტებს ამზადებს. ერთ-ერთი ყველაზე ხშირად შენახვადი პროდუქტი კი ბადრიჯანია, წარმოგიდგენთ უგემრიელესი ბადრიჯნის სალათის რეცეპტს, თქვენ დაგჭირდებათ:


1 კგ ბადრიჯანი

250 გრ ხახვი

400 გრ ბულგარული წიწაკა


0, 5 კგ პომიდორი

120 მგ ზეთი

5-6 კბილი ნიორი

ნახევარი ჭიქა წყალი

2 კოვზი მარილი


დაჭერით ბულგარული წიწაკა, პომიდორი, ხახვი, ნიორი და ბადრიჯანი, დაასხით წყალი და ზეთიან დიდ ტაფაზე მოშუშეთ. დაამატეთ მარილი

მიიყვანეთ ადუღებამდე, ადუღების შემდეგ კი დაბალ ცეცხლზე დატოვეთ 30 წუთი.

მომზადების შემდეგ გადაიტანეთ ქილებში და გაუკეთეთ სტერილიზაცია.

მოხუფეთ და მიირთვით ზამთარში.

image

სტერილიზაცია:

დიდ ქვაბში ჩააფინეთ ნაჭერი და ქვაბი ნახევრამდე აავსეთ წყლით (ბანკებს წყალი ნახევრამდე

უნდაფარავდეს) ჩადეთ ბანკები და ადუღეთ 20-25 წუთი.


image

საინტერესო სტატიები:


უამრავი დაავადების მკურნალი უნიკალური კომბინაცია


უნიკალური ბოსტნეული ჭარბი წონის, მაღალი წნევისა და კუჭ-ნაწლავის დაავადებების წინააღმდეგ

0
1347
2-ს მოსწონს
ავტორი:ზურა7
ზურა7
1347
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0