საზოგადოება ფრთხილად, სახიფათოა!!! ეს ყველამ უნდა იცოდეს, ვინც დასვენებას ზღვაზე აპირებს 2017, 11 ივლისი, 10:40 ეს ამბავი კ. ფუკეტზე (ტაილანდი) მოხდა. როგორც ქალბატონმა განაცხადა: «... პირველ დღეს ყველაფერი კარგად იყო, საფრთხე არსაიდან იგრძნობოდა. მეორე დღეს ზღვაში შევედით – წყალი მხოლოდ მუხლებამდე თუ გვწვდებოდა. და ისე მოხდა, რომ უეცრად, ყელამდე წყალში აღმოვჩნდით და დინება ზღვისკენ სულ უფრო მეტად მიგვაქანებდა. დღემდე ვერ მივმხვდარვარ... ყველაფერი ერთ წამში მოხდა, ისე როგორც საშინელ სიზმარში. ნაპირისკენ ცურვას აზრი არა ჰქონდა, დინება მაინც ჰორიზონტისკენ მიგვაქანებდა. ძალა გამოგველია, თავზე ტალღამ გადაგვიარა, პირში მარილის გემო ვიგრძენი... და რომ არა მაშველები...» . ეს რა იყო? ამის შესახებ გაზეთებში არ წერენ, არც ტურ-ოპერატორები აფრთხილებენ ტურისტებს. მაგრამ, სწორედ ეს მოვლენა არის საზღვაო კურორტებზე ადამიანის დაღუპვის ყველაზე ხშირი მიზეზი. ქალმა ამბის მოყოლის დროს, აღწერა მოვლენა, როდესაც სანაპიროსთან დაგროვილი წყალი, წინააღმდეგობას უწევს სანაპიროსკენ მომავალ ტალღას, აპობს მას და ზღვისკენ მიდის, პარალელურად კი იტაცებს ყველას, ვინც იმ მომენტში, ამ დინების გავრცელების ზონაში იმყოფება. ტალღის მსხვერპლი, შეიძლება, მხოლოდ ზღვაში საბანაოდ ჩასული ადამიანი კი არა, ზღვის ტალღების ფონზე, სურათის გადაღების მსურველიც გახდეს. სულ რამდენიმე წამში, ადამიანი ისე შეიძლება აღმოჩნდეს სანაპიროდან 100-150 მეტრით დაშორებული, რომ მომხდარის გაცნობიერება ვერც თავად მოასწროს და მისი გატაცების მომენტი, სანაპიროზე მყოფებმაც ვერ დააფიქსირონ. RIP ტალღები ყველა ზღვის სანაპიროზე წარმოიქმნება, მათ შორის, შავ ზღვაზეც. ქვემოთ, სქემატურად არის მოცემული, წლის მანძილზე, უბედური შემთხვევების საშუალო სტატისტიკური მონაცემები, მსოფლიოს საზღვაო კურორტებიდან. ჩვეულებრივ, რიპში მოხვედრილი ადამიანი სანაპიროსკენ ცდილობს გაცურვას, მაგრამ მას ვერ უახლოვდება და შეიძლება პირიქით, უფრო დასცილდეს კიდეც... ადამიანი ცურვას აგრძელებს და ძალისხმევას არ აკლებს, მაგრამ, ყველაფერი უშედეგო არის, ძალები ნელ-ნელა ელევა, ის პანიკაში ვარდება და თუ დახმარებას არ აღმოუჩენენ, იღუპება. შემთხვევების უმეტესობაში, რიპის დერეფანი ვიწრო არის, დაახლოებით, 2-3 მ. სიგანის, ხოლო ტალღის სიჩქარე 4-5 კმ/სთ-ია. ეს სახიფათო არ არის. თუმცა, შესაძლებელია განვითარდეს 50 მ. სიგანის და 200-400 მ-მდე სიგრძის რიპები, 15 კმ/სთ სიჩქარით! ასეთი ტალღები ხშირად არ წარმოიქმნება, მაგრამ მაინც ვითარდება დროდადრო. სანაპიროზე ყოფნის შემთხვევაში, ამ დინებების აღმოჩენა ზღვაზე დაკვირვებით შეიძლება:
თუ ზემოთ აღწერილი ნიშნებიდან რომელიმეს ხედავთ, ჩათვალეთ, რომ გაგიმართლათ, და უბრალოდ, თავი მოარიდეთ ასეთ ადგილებს. მაგრამ, არ დაივიწყოთ, რომ სახიფათო რიპების 80% მოულოდნელად ჩნდება და ვიზუალურად არანაირად არ ვლინდება. ამ ტალღების განვითარება სანაპიროსთან ხდება და თუ თქვენ წელამდე წყალში ხართ და მით უმეტეს, თუ მკერდის მიდამოები გაქვთ წყლით დაფარული, რიპი თქვენს გატაცებას შეძლებს. ეს კი ყველაზე დიდი საფრთხეა მათთვის, ვინც ცურვა არ იცის, რადგან ისინი, სწორედ სანაპიროს მიდამოებში არიან ყველაზე ხშირად — უბრალოდ წყალში დგანან და არ ცურავენ. ყველაზე მთავარი მომენტი ის არის, თუ როგორ უნდა მოიქცეთ მსგავს სიტუაციაში მოხვედრის შემთხვევაში?
საკუთარი თავი ხელში აიყვანეთ, რადგან ადამიანები, რომლებმაც მსგავს სიტუაციაში ქცევის წესები იციან, 99% არ იღუპებიან. 2. დაზოგეთ ძალები! არ არის საჭირო, მთელი ძალით, დინების წინააღმდეგ ცურვა და ენერგიის მარაგის ხარჯვა. ცურვა ნაპირის მიმართულებით კი არა, მის პარალელურად - გვერძე არის საჭირო. თუ რიპი ვიწროა (5 მეტრამდე), თქვენ იქიდან ძალიან მალე დააღწევთ თავს. 3. გაანალიზეთ! თუ სწორედ იცურებთ – ანუ პლაჟის პარალელურად, მაგრამ თავის დაღწევას ვერ მოახერხებთ, ე. ი. რიპი განიერია (20 მ. და მეტი). და მაშინ, შეწყვიტეთ ცურვა! უკუგდების ტალღა, ჩეულებრივ, ხანგრძლივი დროით არ გრძელდება და 3–4 წუთის შემდეგ, ქრება. ამის შემდეგ, გაცურეთ გვერძე 50–100 მეტრი, ხოლო ამის შემდეგ, მშვიდად და დასვენებით, ნაპირისკენ.
ეს მორევი არ არის და ხშირ შემთხვევაში, ტალღა მოკლეა და დიდი სიჩქარით, მხოლოდ წყლის ზედა ფენები მოძრაობს, რომელსაც ადამიანი არა ფსკერისკენ, არამედ ნაპირიდან ზღვისკენ მიჰყავს! 2. რიპი ძალიან განიერი არ არის. მისი სიგანე არასდროს აღემატება 50 მეტრს. ხოლო უმეტეს შემთხვევაში, 10–20 მ. არის. სანაპიროს პარალელურად 20–30 მეტრის გაცურვის შემდეგ, მიხვდებით, რომ რიპიდან გახვედით. 3. რიპის სიგრძე შეზღუდულია. დინების სიჩქარე საკმაოდ სწრაფად ეცემა. «მქაჩველი» ტალღა ძალას იქ კარგავს, სადაც ტალღა პიკს აღწევს და დაშლას იწყებს. სერფერები ამ ადგილს «ლაინ აპს» (line up) ეძახიან. სწორედ იქ ელოდებიან ისინი, მომავალ ტალღებს.
1. ვიდრე ზღვაში ჩახვალთ, კარგად დაათვალიერეთ სანაპირო. ნახეთ, არის თუ არა ახლო-მახლოს ამკრძალავი დაფები ან დროშები. და არავითარ შემთხვევაში არ ჩახვიდეთ, თუ მსგავს აკრძალვას დაინახავთ. 2. არასდროს დატოვოთ ბავშვები, წყალთან ახლოს, მეთვალყურეობის გარეშე, რადგან მათი გატაცება სუსტ დინებასაც შეუძლია. 3. ზღვაში ჩასვლისას, ყურადღება მიაქციეთ ქარს, დინების მიმართულებას და სიჩქარეს. შენიშვნა: გახსოვდეთ, რომ ზღვაში ჩასვლისას საფრთხე მხოლოდ რიპ ტალღებისგან არ გელით. სახიფათოა ქარიც, თუ სანაპიროდან ზღვისკენ ქრის და მისი სიჩქარე საკმაოდ დიდია. მას შეუძლია წყალს ზედა ფენა ააცალოს და ღია ზღვაში გაიტაცოს. განსაკუთრებით სახიფათოა ასეთ ამინდში, ზღვაში გასაბერი ლეიბით შესვლა. თუ მსგავს სიტუაციაში გატაცება ხდება, ბრძოლას აზრი არა აქვს. მხოლოდ ქარის ჩადგომას ან მიმართულების შეცვლას უნდა დაელოდოთ. მაგრამ, ამ მხნის მანძილზე, შესაძლოა, სანაპიროდან ძალიან შორს აღმოჩნდეთ... P. S. ეს სტატია თქვენს შესაშინებლად არ არის და არც იმისთვის, რომ მხოლოდ აუზში იცუროთ. უბრალოდ, ეს ინფორმაცია ცნობად მიიღეთ, ხოლო ზოგი რამ – დაიმახსოვრეთ. და ღმერთმა ქნას, რომ ამ ცოდნის გამოყენება, არასდროს დაგჭირდეთ. 1517 8-ს მოსწონს
|