x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138414
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
მეცნიერებმა დაადგინეს, თუ როგორ ცნობენ ძაღლები «ცუდ» ადამიანებს

image
ხშირად ისე ხდება, რომ ძაღლის პატრონონი ვერაფრით ხვდება, თუ რატომ არის, რომ მისი შინაური ცხოველი, ზოგიერთი ადამიანის მიმართ, უსაფუძვლო აგრესიას იჩენენ. ასეთ შემთხვევაში, ჩვეულებრივ, ნაჩქარებ დასკვნას აკეთებენ და ყველაფერს ძაღლის ხასიათს, მის გუნება-განწყობას აბრალებენ. ზოგი, იმასაც ამბობს, რომ ძაღლებს მე-6 გრძნობა აქვთ და ისინი ადამიანის აურას ხედავენ. თუმცა, მეცნიერები ასე არ ფიქრობენ. როგორც გაირკვა, ძაღლებს ასეთი ქცევისთვის, სავსებით რეალური მიზეზი აქვთ.


image

image

რადგან ძაღლები ზოგიერთ ადამიანთან კონტაკტში შედიან, ხოლო ზოგს კი ერჩიან – ამას რაღაც ახსნა უნდა ჰქონდეს. მეცნიერებმა გადაწყვიტეს ძაღლის ე. წ. მე-6 გრძნობის გამოკვლევა და მათი ადამიანებისადმი დამოკიდებულების, შინაგანი ასპექტების გამოვლენა.

იმის დასადგენად, თუ როგორ ახერხებენ ძაღლები ადამიანების იდენტიფიცირებას, ექსპერიმენტი ჩაატარეს. მათ ძაღლისთვის ორი სიტუაცია შექმნეს. ექსპერიმენტში ძაღლის პატრონი და სამეცნიერო ცენტრის ორი თანამშრომელი მონაწილეობდა. პირველ სიტუაციაში, ძაღლის პატრონი ყველანაირად ცდილობდა საკვების კონტეინერის გახსნას. ეს რომ ვერ «მოახერხა», დახმარებისთვის თანამშრომლებს მიმართა, ერთ-ერთი გახსნაში დაეხმარა, ხოლო მეორე – იქვე იდგა, მაგრამ არაფერი გაუკეთებია. როდესაც კონტეინერი გაიხსნა, ძაღლმა იქიდან ამოღებული საკვები ორივე თანამშრომლისგან მიიღო.

მეორე სიტუაციაში, პატრონმა კონტეინერი რომ ვერ გახსნა, იგივე თხოვნით თანამშრომლებს მიმართა. ერთ-ერთმა უარი უთხრა დახმარებაზე, ხოლო მეორე – არც განძრეულა. პატრონმა ამ სიტუაციის გათამაშების შემდეგ, კონტეინერი გახსნა, საკვები ორივე თანამშრომელმა ამოიღო და ძაღლს გაუწოდა. ძაღლმა საკვები მხოლოდ იმ თანამშრომლისგან მიღო, რომელიც იდგა და არაფერს აკეთებდა, ხოლო ვინც პატრონს უარი უთხრა, მის მიცემული საკვებს არ გაეკარა.

ექსპერიმენტუ რამდენჯერმე ჩატარდა და მასში მონაწილე ყველა ძაღლი ერთნაირად იქცეოდა.

ამრიგად, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ცხოველის ადამიანის მიმართ დამოკიდებულებას, მისი ქცევა განსაზღვრავს სხვა ადამიანებთან მიმართებაში. ანუ თუ ძაღლი, თქვენი გარემოცვიდან, ვინმეს ახლოს არ იკარებს ან უღრენს — ეს იმას ნიშნავს, რომ წარსულში იყო შემთხვევა, რომლის დროსაც, ეს ადამიანი, ძაღლის აზრით, «ცუდად» მოიქცა. და იმასაც ნუ დაივიწყებთ, რომ ძაღლებს ძალიან კარგი მეხსიერება აქვთ!

imageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

image* მეცნიერებმა პატრონებისადმი კატების და ძაღლების სიყვარულის დონეები შეადარეს და ორმაგად გაკვირვებულები დარჩნენ

* რატომ არ უყვართ ძაღლებს და კატებს ერთმანეთი?
* რას ნიშნავს – იყო კატა? მეცნიერებმა კატებზე დაკვირვების უახლესი შედეგები გამოაქვეყნეს
* კატები ომში. პატარა დიდი გმირები
* მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ კატა სიცოცხლეს ახანგრძლივებს
* შინაური ცხოველების როლი ბავშვის აღზრდაში
* 7 მითი ცხოველების შესახებ, რომლისაც სკოლის ასაკიდან გვჯერა
* 15 მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა იყოლიოთ სახლში კატა

0
1797
9-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1797
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0