x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
«მიცვალებულთა იმპერიაში» ცოცხალი ადამიანები ცხოვრობენ

პარიზი! პარიზი! ეიფელის კოშკი, ლუვრი, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი, რომანტიკული ქუჩები და კაფეები... და კიდევ, მიწისქვეშა ქალაქი, რომელიც პარიზის ქვეშ, დაახლოებით, 30 მ. სიღრმეზე მდებარეობს და «მიცვალებულთა იმპერიის» (Empire of the Dead) სახელით არის ცნობილი. პარიზის კატაკომბები ყველაზე დიდი და საშინელი ადგილია მსოფლიოში. მის ლაბირინთებში, საუკუნეების მანძილზე, არაერთი ადამიანი დაკარგულა.

image


კატაკომბის შესასვლელთან, ჭიშკრის თავზე, წარწერა არის «Arrête! C'est ici l'empire de la Mort», რაც ნიშნავს: «ზდექ! აქ სიკვდილის იმპერია განისვენებს».

თავდაპირველად, ამ ადგილზე, კატაკომბების თხრა რომის იმპერიის დროს დაიწყო. ეს გვირაბები ქვის მოპოვებისას გამოიყენებოდა. ქვის მოპოვება მომდევნო საუკუნეებშიც შეუზღუდავად გრძელდებოდა, ვიდრე XV საუკუნეში ქალაქის ქუჩები, რომლის ქვემოდანაც ქვას იღებდნენ, არ დაინგრა და ჩაიშალა. იმ პერიოდში, არავინ იცოდა, თუ რამდენად გრძელი იყო გვირაბები და კონკრეტულად, სად გადიოდა. ამიტომ, შუა საუკუნეებში დაიწყეს გვირაბების და საყრდენი ლილვების რუკების შედგენა. დღემდე, ჯერ კიდევ არ არის ყველა გვირაბი აღმოჩენილი. ხოლო, უკვე შესწავლილის საერთო სიგრძე, დაახლოებით, 322 კმ-ია.
XVIII საუკუნეში, შავი ჭირის და სხვა ეპიდემიების გამო, პქრიზი მოსახლეობისგან თითქმის დაიცალა. სამაგიეროდ, სასაფლაოები გადაივსო და მიცვალებულებ ვეღარ იტევდა. ამ პრობლემის მოსაგვარებლად, მეფემ კატაკომბების გამოყენება გადაწყვიტა და ბრძანება გასცა, რომ პარიზის სასაფლაოებიდან, ყველა ნეშთი კატაკომბებში გადაეტანათ. მას შემდეგ, რაც გადატანის სამუშაოები დასრულდა, კატაკომბების ზოგიერთი ნაწილი საზოგადოებისთვის გაიხსან და ადამიანების ძვლებით გაფორმებული გვირაბები, დიდგვაროვნების ყველაზე საყვარელ გასართობ ადგილად იქცა.

image

image

image


რადგან კატაკომბების უმრავლესობა, 30 მ. სიღრმეზე მდებარეობს, ტემპერატურა იქ, მუდმივად, 12°C ტოლია.
ბოლო წლებში, პარიზის «მიცვალებულთა იმპერია», საიდუმლო თემის წევრების თავშესაფრად იქცა. ერთ-ერთი სწავლების დროს, პაარიზის პოლიციამ, შაიოს სასახლესთან ახლოს, კატაკომბებში, საიდუმლო საზოგადოების შტაბ-ბინა აღმოაჩინა, რომელშიც ელექტრო და სატელეფონო კომუნიკაციები იყო შეყვანილი. 18 მ-იან გვირაბში იყო რესტორანი, ბარი და კინოთეატრიც კი. ხოლო ჭერზე, სვასტიკა იყო დახატული – კელტური ჯვარი და დავითის ვარსკვლავი.

კინოთეატრი, რესტორანი და ბარი, სრულად იყო აღჭურვილი ავეჯით, ხოლო გვირაბის შესასვლელის თავზე დამაგრებული ვიდეოკამერა, გვირაბში ყველა შემსვლელს და გამსვლელს აფიქსირებდა. როდესაც, რამოდენიმე დღის შემდეგ, პოლიციელები დაბრუნდნენ, რომ იქ შემავალი ელექტრო ენერგიის წყარო შეესწავლათ, აღმოჩნდა რომ, ელექტრო და ტელეფონის სადენები დემონტირებული იყო, ხოლო იატაკზე ფურცელი ეგდო, რომელზეც ეწერა: «ნუ შეეცდებით ჩვენს პოვნას!».

imageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

image

უკაცრიელი კუნძულების საშინელი ისტორიები

კუნძულ როსის საშინელი ისტორია

საინტერესო ფაქტები მსოფლიოს ქვეყნების შესახებ

უჩვეულო მოვლენა, რომლის შემთხვევითი მოწმეები, მეზღვაურები გახდნენ

გამოიცანით განძის ადგილმდებარეობა და 3 მლნ. დოლარი თქვენი გახდება

0
430
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
430
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0