სხვა დაამარცხეთ ყელის ტკივილი და ანგინა მხოლოდ 4 საათში 2017, 29 მაისი, 12:06 რა შეიძლება იყოს ყელის ტკივილზე უარესი? მას ხომ თან ახლავს სხეულის ტემპერატურის მომატება, უმადობა, გაძნელებული ნერწყვის ყლაპვა და გამოცდილები დამეთანხმებით რა საშინელი პროცესია მასთან გამკლავების პერიოდი. სპეციალური სიროფების მიღების მცდელობისას ეფექტი დაბალია, ხშირ შემთხვევაში კი ისინი გვერდით მოვლენებს იწვევენ.
![]() სანამ რეცეპტს გაგიმხელდეთ გაგიწევთ კიდევ ერთ რეკომენდაციას, რომ ზამთრის ცივ დღეებში წინასწარ გქონდეთ ის გამზადებული, რათა სრულიად მომზადებულები დახვდეთ და ეფექტი უფრო მალე და ადვილად დადგეს. რეცეპტი: ჩაასხით ჭურჭელში 200 მლ წყალი, ჩაყარეთ მასში 80 გრამი დაცეხვილი კვლიავი, შემოდგით გაზქურაზე ნელ ცეცხლზე და აადუღეთ. დუღილიდან 15 წუთის შემდეგ გამორთეთ ქურა. უნდა მიიღოთ ბლანტი, ყავისებური სტრუქტურის ნაყენი. გადაწურეთ ის და ისევ დაამატეთ წყალი 50 მლ. ისევ ადუღეთ. ამჯერად დაამატეთ ერთი სუფრის კოვზი კონიაკი ან ლიქიორი (ნებისმიერი სპირტიანი სასმელი), თქვენი წამალი მზად არის. მიიღეთ ერთი სუფრის კოვზი ნაყენი ყოველ ნახევარ საათში ერთხელ, მანამ სანამ ყელის ტკივილი არ გაივლის. შვებას ორ საათში იგრძნობთ, ოთხ საათში კი სიმპტომები მთლიანად გაქრება. თუ ეფექტმა დააყოვნა, გააგრძელეთ მისი მიღება შედეგებამდე, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა. რეცეპტი ძალიან კარგად მუშაობს პაციენტებზე ანგინისა და ქრონიკული ტონზილიტის შემთხვევებში. ამიტომ გაუზიარეთ მეგობრებს, თუ კი იცით, რომ მას ყელის ტკივილი ტანჯავს. ჯანმრთელობას გისურვებთ! 972 14-ს მოსწონს
|