სისხლის სამართალი მსოფლიოში ყველაზე სახელგანთქმული მაფიოზის ცხოვრება და სიკვდილი 2017, 17 მაისი, 13:32 ![]() მაფიის მომავალი მეფე დაიბადა 1899 წლის 17 იანვარს იტალიელი ემიგრანტების ოჯახში, რომელიც 1884 წელს გადმოსახლდნენ აშშ-ში, კერძოდ უილიანბრუნგში, (ბრუკლინი- ნიუ-იორკი). ![]() ![]() ![]() ![]() 1918 წლის 30 დეკემბერს 19 წლის ალფონსო დაქორწინდა ირლანდიელ კათოლიკე მეი ჟოზეფინა კოფლინზე, რომელიც ერთ-ერთ კლუბში გაიცნო. ![]() მალე მათ ბიჭი შეეძინათ - ალბერტ ფრენსის კაპონე, რომლის ნათლია გახდა თვით ჯონი ტორიო. ბავშვი ავადმყოფი დაიბადა, რადგან კაპონეს 15 წლიდან სიფილისი ჰქონდა აკიდებული და ამან იმოქმედა არა მარტო კაპონეზე, არამედ ოჯახის ყველა წევრზე. ![]() ცოლის მოყვანის შემდეგ კაპონე მცირე პერიოდში აღარ განგსტერობდა. სამშენებლო კომპანიაში დაიწყო ბუღალტრად მუშაობა, მაგრამ მამის, გაბრიელ კაპონეს გარდაცვალების შემდეგ მალე ისევ ძველ საქმიანობას დაუბრუნდა.ამ დროისთვის კაპონეთი უკვე დაინტერესებული იყო პოლიცია, იგი სულ მცირე ორ მკვლელობაში იყო ეჭვმიტანილი. 1921 წლის იანვარში კაპონემ დატოვა კანტორა. უფროსმა მას 500 დოლარი ასესხა. მალევე კაპონემ დაუბრუნდა მას ეს ფული და მერე მთელი ცხოვრების მანძილზე დიდი პატივისცემით იხსენებდა ამ პიროვნებას.კაპონე ჯონი ტორიოს დაუბრუნდა. ![]() 1920 წლის 11 მაისს იეილმა კოლოსიმო თავისავე კაბინეტში მოკლა. მისი დაჭერა ვერ მოახერხა პოლიციამ, რადგან მაფიოზური ომერტა მოქმედებდა. ტორიო ჩიკაგოს ახალი ბოსი გახდა და მისი მარჯვენა ხელი ალფონსო კაპონე გახდა. იმ დროს ყველაზე დიდ შემოსავალს განგსტერებისთვის წარმოადგენდა სათამაშო ბიზნესი და პროტიტუცია. "მშრალი კანონის" შემოღებამ მათზე დადებითად იმოქმედა. ტორიოს შემოჰქონდა არალეგალური ალკოჰოლი და სარდაფში პატარა ქარხანაც გააკეთა, სადაც არალეგალური სპირტიანი სასმელი მზადდებოდა. ![]() ![]() ![]() ალფონსმა 26 წლის ასაკში სრულად ააყვავა მაფია, მან შემოიღო "რეკეტი", მის ხელში დაიწყო პროსტიტუციის სრული ექსპლუატაცია, ყველაფერი ამის მფარველობისთვის კი კაპონე ქრთამს უხდიდა როგორც პოლიციელებს, აგრეთვე პოლიტოკოსებს. მათ შორის ქალაქის მერს, პროკურორებს და კონგრემენებსაც კი. ![]() ![]() ![]() 1924-29 წლებში ჩიკაგოში 500-მდე ბანდიტი იქნა მოკული, კაპონე დაუნდობლად ანადგურებდა ირლანდიურ დაჯგუფებებს: ო'ბეიონის, დოერტის და ბილი მორანის ბანდებს. კაპონემ შეიარაღებაში ტყვიამფრქვევები და ხელყუმბარები შემოიტანა, აგრეთვე ავტომობილის სტარტერებზე აყენებდნენ ასაფეთქებელ მოწყობილობას, რომელიც ავტომობილის დაქოქვისთანავე ფეთქდებოდა.კაპონემ ჩიკაგო ნამდვილ სისხლიან ბრძოლის ველად გადააქცია. ![]() ![]() ![]() ამ ამბავმა საზოგადოებაში ნამდვილი შოკი გამოიწვია, რამაც საბოლოოდ გააფუჭა ალ-კაპონეს რეპუტაცია(სისხლისმსმელი ბანდიტი დიდი ქველმოქმედებითაც გამოირჩეოდა-სხვადასხვა ასპარეზობების ბილეთებს ყიდულობდა და ღარიბ მოსახლეობას ურიგებდა. ასევე ჩუქნიდა ღარიბ ახალგაზრდებს ოც დოლარიანებს. 1930 წელს კი ალ კაპონემ უფასო სასადილოები გახსნა, სადაც 120 000 ადამიანის დაპურება შეიძლებოდა) ფედერალურმა ორგანოებმა გადაწყვიტეს სერიოზულად მოეკიდათ ხელი ალ კაპონეს საქიანობისთვის, მიუხედავად იმისა, რომ საქმის გამოძიებისთვის სერიოზული ხელისშემშლელი ომერტა და კორუფციაში ჩამხრჩვალი პოლიციელები თუ ჩინოვნიკებიც იყვნენ. ალ კაპონეს წლიური შემოსავალი 60 მილიონი $ იყო(დღევანდელი კურსით დაახლოებით მილიარდი დოლარი), მარტო დოღზე დადებულ ფსონებზე წელიწადში მილიონ დოლარს აგებდა. ![]() ![]() ![]() ![]() ალ კაპონე 1934 წელს ალკატრაზის ციხეში გადაიყვანეს, საიდანაც 7 წლის შემდეგ სიფილისით სასიკვდილოდ დაავადებული გამოვიდა, იმ დროისთვის მას უკვე კრიმინალური ზეგავლენა დაკარგული ჰქონდა.საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ იგი ოჯახთან ერთად პალმების კუნძულზე დამკვიდრდა. ![]() 1947 წლის 21 იანვარს მას ინსულტმა დაარტყა. 25 იანვარს კი ის ოჯახის წევრების ხელში 48 წლის ასაკში გარდაიცვალა.. ოჯახმა მისი დაკრძალვა დიდი ხმაურის გარეშე გადაწყიტა. დაკრძალვას 350 ადამიანი ესწრებოდა. 4 თებერვალს ის "მაუნტ ოლივეტის" სასაფლაოზე დაკრძალეს. მის საფლავთან ბევრი თაყვანისცემელი მოდიოდა, რის გამოც მომავალში ოჯახმა ის მალულად გადამარხა "მაუნტ კარმელის" სასაფლაოზე. ![]() ამერიკა მაფიიის საბოლოოდ ამოძირკვას თითქმის ნახევარი საუკუნე კიდევ მოუნდა, თუმცა რა თქმა უნდა აშშ-ის ორგანიზებულ დამნაშავეთა შორის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი წარმომადგენელი ალ კაპონე გახლდათ. ![]() 1004 7-ს მოსწონს 1-ს არა
|