x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
მარტვილის კანიონი ანუ იურული პერიოდის პარკი ქართულად

image

მარტვილის კანიონი არც თუ ისე დიდი ხნის წინ გაჩნდა საქართველოს ტურისტულ რუკაზე. მართალია, ტურისტებისთვის ის ცოტა ხნის წინ გაიხსნა, მაგრამ მდ. აბაშამ უკვე რა ხანია «გაიყვანა» გზა კირქვიან ქანებს შორის.
ადგილი თავისთავად ძალიან ლამაზია — 20-40 მ. სიმაღლეზე ვერტიკალურად აღმართული თეთრი კლდეები, კამკამა წყალი, რომელშიც თევზები დაცურავენ, ჩანჩქერები, სიმწვანე და თვალწარმტაცი მდინარის კალაპოტი.

რამდენიმე წლის წინ, პალეონტოლოგებმა კანიონში დინოზავრის ნაკვალევი აღმოაჩინეს, რომელიც მეზოზოური ერის, ზემო ცარცული პერიოდის ქანებში არის განამარხებული. მისი ასაკი, დაახლოებით, 75 მლნ. წელია. ნაკვალევის 90% ბალახისმჭამელ დინოზავრებს ეკუთვნის, ხოლო დანარჩენი 10% — მტაცებლებს.

image

imageimage


მარტვილის, ანუ გაჭედილის კანიონი, არც ისე დიდი ზომის «სველი» კანიონია, რომელიც სოფ. გაჭედილის მახლობლად მდებარეობს და ქ. მარტვილის ცენტრიდან 8 კმ-ით არის დაშორებული.


image

image

image

კანიონი, რელიეფის თავისებურების მიხედვით, ორ ნაწილად – ზემო და ქვემო კანიონებად იყოფა. მათ შორის საზღვარი მდინარის თავთხელზე გადის.

image

image


image

კანიონი ძალიან კარგი ტემპერატურული რეჟიმით ხასიათდება – მაშინაც კი, როდესაც «გარეთ» ყველაფერი «იწვის», იქ ყოველთვის გრილა და ამის გამო, წყალი ძალიან ცივია.

ზემო კანიონის გაცურვა ნავებით შეიძლება, რომლებიც იქვე ქირავდება. მის გასაცურად და თან დასათვალიერებლად, დაახლოებით, 30-45 წუთი არის საჭირო. გასეირნება ჯომარდობას ანუ რაფტინგს (RAFTING) მოგაგონებთ, თუმცა მსუბუქი ფორმით (ძალიან მსუბუქი ფორმის). შეგიძლიათ თამ წაიღოთ ფოტოაპარატები და მობილური ტელეფონები (სელფის ჯოხებიც არ დაივიწყოთ).
მარშრუტი შორეულ ჩანჩქერთან სრულდება, სადაც მდინარის კანიონის მონაკვეთის ყველაზე ღრმა ადგილი არის. იქიდან უკანა გზა იწყება და ექსკურსიის მონაწილეებს კიდევ ერთხელ ეძლევათ ულამაზესი ხეობის დათვალიერების და სურათების გადაღების საშუალება.

image

imageimageimageიყო დრო, როდესაც მდინარის სანაპიროზე ნავები არ იყო და მისი დათვალიერება მხოლოდ იმას შეეძლო, ვინც ცურვა იცოდა და ცივი წყლის არ ეშინოდა.

image

image

image

როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, ზემო კანიონის გარდა, არის ქვემო კანიონიც, რომლისკეც ქვის ბილიკი მიდის, ანუ იქამდე მისასვლელად, ნავი არ არის საჭირო.


image

image

2016 წლიდან კანიონი საქართველოს დაცული ტერიტორიების ნუსხაში შევიდა და მდინარის ამ მონაკვეთზე, ბანაობა აიკრძალა.

image


მარტვილის კანიონის მეზობლად, სამეგრელოს კიდევ სამი ღირსშესანიშნაობა მდებარეობს: მარტვილის (ჭყონდიდის) მონასტერი, სოფ. სალხინო და ნოქალაქევი.

image

მარტვილის მონასტერი – ქრისტიანული ტაძარი და სამონასტრო კომპლექსია, რომელიც მე-7 საუკუნეში ჭყონდიდის წარმართული რელიგიური ცენტრის ადგილზე აშენდა. მონასტერი მთის თხემზე მდებარეობს და იქიდან არა მარტო სამეგრელი, მთელი იმერეთი მოჩანს.

image

image

image

სამეგრელოს ულამაზესი სოფ. სალხინო, სოფ. გაჭედილის გვერდით მდებარეობს. ის 15 კმ. არის დაშორებული მარტვილიდან და რეგიონის კულტურის უმნიშვნელოვანეს ცენტრს წარმოადგენს. აქ XIX საუკუნის I ნახევარში, ლევან დადიანმა საზაფხულო რეზიდენცია ააშენა. დღეს სასახლეში მონასტერია. იქ მოღვაწე ბერები ოჯალეშის ჯიშის ვაზს უვლიან და მისგან ღვინოსაც აკეთებენ.

image

image

image

კანიონიდან არც ისე შორს, მდებარეობს უძველესი ციხე-ქალაქი ნოქალაქევი. სახელის «ნოქალაქევი» — ნაქალაქევს – მიტოვებულ ქალაქს ნიშნავს, რომელმაც ისტორიული წყაროების მიხედვით, 736 წელს შეწყვიტა თავისი არსებობა. მანამდე ის ეგრისის სამეფოს დედაქალაქი და ადმინისტრაციული ცენტრი იყო, რომელსაც ბერძნები არქეოპოლისი (ძვ. ბერძნ. Αρχαιόπολις, სიტყვასიტყვით ძვ. ქალაქი) ეძახდნენ. ეს სახელი კი იმით დაიმსახურა, რომ როგორც ძვ. ბერძნები თვლიდნენ, აქ ქალაქი ძვ. წ. აღრ. XIII საუკუნეში უკვე არსებობდა და სწორედ აქედან მოხდა, არგონავტების მიერ, ოქროს საწმოსის გატაცება.

image

image


ყოველივე ამის შემდეგ, მხოლოდ ერთი რამის თქმა შეიძლება: კანიონის მონახულების მსურველებს დაუვიწყარი მოგზაურობა და უგემრიელესი მეგრული კერძები ელით.

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

საუკეთესო ტურისტული მიმართულებები. Top -25

მსოფლიოს განსაკუთრებულად გამორჩეული პლიაჟები

წლის განრიგი ზღვაზე დასვენების მოყვარულთათვის

მსოფლიოს 30 ულამაზესი ქალაქი, რომელიც ყველამ უნდა ნახოს

ევროპის ნაკლებად ცნობილი, მაგრამ ლამაზი ქალაქები. TOP – 10

5
1507
13-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1507
  
2017, 5 დეკემბერი, 18:17
მარტლა ნეტა შენ რაა :D ყველა კანიონს ეზახის და ამ გოგომ ახლა ტავისიტ გადაარქვას ტუ რა გინდა
2017, 16 მაისი, 10:39
დიდი მადლობა, ალექს.
2017, 16 მაისი, 10:38
ხეობა მდინარის მიერ, თავისი არსებობის მანძილზე, გამომუშავებყლი რელიეფის უარყოფითი ფორმაა, როგორც მშრალი ფერფობები, ისე მისი კალაოტი.
კანიონი მდინარის ხეობის ნაწილია, ციცაბო ფერდობებითა და ვიწრო ფსკერით, რომელიც მთლიანად მდინარის კალაპოტს უკავია.
2017, 16 მაისი, 8:50
"კანიონი"-ს ქართული შესატყვისი სიტყვა ალბათ არ არსებობს ხო? დავიჯერო მარტვილის "კანიონი" უფრო ლამაზად ჟღერს ვიდრე მარტვილის ხეობა?
2017, 16 მაისი, 0:11
ძალიან კარგი ნამუშევარია... 10+
0 1 5