მოგზაურობა ევროპის ნაკლებად ცნობილი, მაგრამ ლამაზი ქალაქები. TOP – 10 2015, 10 ნოემბერი, 18:39 გამომცემლობა The Daily Telegraph–მა გამოაქვეყნა ტურისტებისთვის ნაკლებად პოპულარული ქალაქების სია, რომლებიც უნიკალური არქიტექტურით, საოცარი ბუნებით და საინტერესო სამზარეულოთი არ ჩამოუვარდებიან მსოფლიოს ცნობილ დედაქალაქებს. ლამაზი ქალაქების ათეულში თბილისიც შევიდა, რომელმაც სიაში მე-8-ე ადგილი დაიკავა. The Daily Telegraph-ს აზრით, თბილისში ჩასული ტურისტები, თავიაანთთვის ბევრ ახალს და საინტერესოს აღმოაჩენენ, მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში ბევრი თანამედროვე სასტუმრო და მაღაზია არის, თბილისში მაინც შენარჩუნებულია განსაკუთრებული, თვითმყოფადი ატმოსფერო. ულამაზესი ქალაქების TOP – 10 ასე გამოიყურება:
10. ბრეგენცი, ავსტრია. ქალაქი ბოდენის ტბის სანაპიროზე მდებარეობს, გერმანიის და შვეიცარიის საზღვრებთან ახლოს. 9. ნანტი, საფრანგეთი. ბრეტანის ყველაზე დიდი ქალაქი, მდ. ლუარის სანაპიროზე. 8. თბილისი, საქართველო. 7. ტრევიზო, იტალია. 6. უმო, შვეიცარია. 5. სკოპე, მაკედონია. 4. ოსიეკი, ხორვატია. 3. ტავირა, პორტუგალია. 2. ვიტორია–გასტეისი, ესპანეთი. 2012 წელს, ევროპის მწვანე დედაქალაქად აღიარეს. ის სიდიდის მიხედვით, II დიდი ქალაქია, ბილბაოს შემდეგ. 1. ბერგამო, იტალია. ქალაქი ალპების ულამაზეს მთისწინეთში მდებარეობს, მდინარე პოს სანაპიროზე. 510 7-ს მოსწონს
|