x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138408
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
ბედის ნიშნები

ბევრ ჩვენგანს, ხშირად გამოუთქვამს უკმაყოფილება მის ირგვლივ მიმდინარე მოვლენების გამო. და იმაზე ნაკლებად დაფიქრებულა, რომ ყველაფერი შეიძლება უარესადაც ყოფილიყო. ჩვენი ტვინი ისე არის მოწყობილი, რომ მუდმივად რაღაცის უკმაყოფილონი ვართ და ჩვენი ყურადღების მიღმა რჩება კარგი, რასაც სამყარო გვაძლევს...


image


ეს იგავი იმის შესახებ არის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სამყაროს ნდობა და ნებისმიერ სიტუაციაში, სიმშვიდის შენარჩუნება.

image

მიდიოდა ბიჭი ტყის ბილიკზე. მზე ანათებდა, ჩიტები ჟღურტულებდნენ და ჰაერში ტყის ბალახის მომაჯადოებელი სურნელი ტრიალებდა. ბიჭის გული სიხარულით იყო სავსე, სიცოცხლის სიხარულით!
და უეცრად, მან ფეხი გამხმარი ხის ფესვს წამოჰკრა და მუხლიდან სისხლი წამოუვიდა. ძლიერმა ტკივილმა ზაფხულის ფერები გააქრო და გამწარებულმა წამოიძახა:
— ღმერთო! რატომ დამიდე ეს ფესვი გზაზე? შენ რა ნაირი მფარველი ხარ, თუ ასე დაცემის უფლება მომეცი? — გულისწყრომით შესჩივლა ღმერთს.
ადგა და კოჭლობით, სხვა ბილიკზე გადავიდა. ტკივილი თანდათანობით გაყუჩდა. ბიჭი მეტისმეტად კეთილი იყო საიმისოდ, რომ წყენა გულში ჩაედო და ისევ მხიარული განწყობით გაუდგა გზას. ის საკმაოდ დაღლილი იყო, წყურვილის მოსაკლავად და ძალების აღსადგენად, წყაროსკე რომ დაეშვა.
წყალი რომ დალია, გზის გაგრძელება გადაწყვიტა. მაგრამ, კლდეზე რომ ადიოდა, ფეხი დაუცურდა და ქვაზე დაეცა, რომელიც იქვე, ახლოს იდო.
— ღმერთო, რატომ არ მიმართლებს?! ისევ დაგავიწყდი და არ მეხმარები, რომ საკუთარ გზაზე მშვიდად და უსაფრთხოდ ვიარო!
ვიდრე ის ადგა და თავისი დაშავებული ადგილები დაათვალიერა, მის სიახლოვეს, ერთი დიდი, ნახევრად გამხმარი ხე გადავარდა და კინაღამ ქვეშ მოიყოლა ბიჭი.
წყაროდან მომავალი ბილიკი დიდ გზაში გადაიზარდა და ბიჭი ისევ კარგ ხასიათზე დადგა.

და არ იცოდა ბიჭმა, რომ პირველად რომ წაიქცა და გზის გაგრძელება ვერ შეძლო, მისგან შორიახლოს შხამიანი გველი მიხოხავდა. და რომ არ დაცემულიყო, აუცილებლად დაადგავდა ფეხს და სიცოცხლესაც გამოეთხოვებოდა.
ხოლო მეორედ, რომ არ დაცემულიყო, დიდი, მძიმე ხის ქვეშ მოყვებოდა და აუცილებლად დაიღუპებოდა.
გზამ ის დიდ მინდორზე გაიყვანა და უეცრად, საიდანღაც, შავი ღრუბელი გამოჩნდა, ძლიერი ქარი ამოვარდა და ცამ იქუხა. თავდაპირველად წამოსული პატარა ზომის წვიმის წვეთები, მალე გამსხვილდა, შემდეგ, კიდევ უფრო გაიზარდა და კოკისირული წვიმა დაიწყო.
ბიჭი თავშესაფარს ეძებდა და ტყის მახლობლად, ცალკე მდგარი დიდი ხისკე გაიქცა. მაგრამ, სველ ბალახზე ფეხი დაუცურდა, მიწაზე დაეცა და ხელი მოიტეხა.

და შეიძულა მან საკუთარი ღმერთი.
— აღარ მჯერა, რომ არსებობ, — იჯდა სველ მიწაზე და ყვიროდა, ძლიერი ტკივილისგან გამწარებული ბიჭი.
ამ დროს, ცა კიდევ ერთხელ განათდა და სწორედ იმ ხეს, რომლისკეც ის გარბოდა, მეხი დაეცა. და დაცემამ კიდევ ერთხელ იხსნა ბიჭი გარდაუვალი სიკვდილისგან.


ის, რაც ერთი შეხედვით უიღბლობად გვეჩვენება, შეიძლება პირიქით, უდიდესი სიკეთე იყოს! ამიტომ, არ არის საჭირო, ყოველი დაცემის შემდეგ, ღმერთისთვის და ბედისწერისთვის საყვედურის თქმა. შესაძლებელია, ბედი ჩვენს მიმართ კეთილგანწყობილია და სწორედ ამიტომ გვივლენს მცირე უბედურებას, რომ უფრო დიდისგან დაგვიფაროს.

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

imageთქვენ რომელს აირჩევდით?

ცხოვრების ინსტრუქცია (ორი იგავი)

0
282
12-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
282
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0