x
მეტი
  • 15.10.2024
  • სტატია:137613
  • ვიდეო:351967
  • სურათი:511510
როგორ გაჩნდა კუ და რატომ ეკრძალებათ მეგრელ ქალებს მისი სახელის ხსენება - ლეგენდა

image
ერთი ქალი თავის სატრფოს ელოდებოდა. გაამზადა ვახშამი: დაკლა ქათამი, გაწმინდა და შამფურზე ააგო. გაშალა სუფრა და სარკმელში გაიხედა: ხომ არ მოდის ჩემი გულის სწორიო.

მოულოდნელად გზაზე დედულეთიდან მომავალი ძმა დაინახა. ქალმა შემწვარ ქათამს სასწრაფოდ ჯამი გადააფარა და გადამალა.

შორი გზიდან მოსულ ძმას პურითა და მხლით გაუმასპონძლდა...

სატრფოს მოლოდინში სასწრაფოდ გაისტუმრა ძმა და განჯინაში გადამალულ ქათამს დაუწყო ძებნა, მაგრამ დახეთ უბედურებას! ჯამი თურმე ქათმის ხორცს შეზრდოდა, ქათამს ფეხი აედგა და სახლიდან წასულიყო.

ასე გაჩნდა კუ. ამიტომ არის, რომ სამეგრელოში ქალების კუს სახელის ხსენება ეკრძალებათ.

1
843
11-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
843
  
2016, 7 ივნისი, 11:34
წინადადებების წყობა გამართულია და საინტერესოც.
0 1 1