x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138418
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
რა არ უყვართ უცხოელებს საქართველოში!
image

ბოლო წლებში საქართველო საკმაოდ პოპულარული გახდა უცხოელ ტურისტებს შორის. მრავლად არიან ისეთი უცხოელებიც, რომლებიც ჩამოდიან არა მხოლოდ ქვეყნის სანახავად, არამედ რჩებიან იმისთვის, რომ აქ იცხოვრონ. ისინი ძირითადად აღფრთოვანებით საუბრობენ საქართველოზე. მაგარამ არსებობს კრიტიკაც.


რა არ უყვართ უცხოელებს საქართველოში.



1.გზებზე არსებული მდგომარეობა.

image
„არსებობს ისეთი რამე, რომ არ ვთქვა, არ შემიძლია - ეს თბილისში და მთლიანად საქართველოში გზებზე მოძრაობაა. ეს საშინელებაა. არ იცავენ წესებს, გიჭრიან გზას, არ აქრობენ შორ განათებას....არის პარკინგის უდიდესი პრობლემა. მე უკვე ექვსი წელია თვალს ვადევნებ ქალაქს და ვხედავ, რომ სამწუხაროდ ამ მიმართულებით სულ უფრო და უფრო ცუდი მდგომარეობაა... აუცილებელია ამ პრობლემასთან ბრძოლა. მე მომწონს თბილისში სეირნობა, მაგრამ ეს უკვე საკმაოდ რთულია“, _ ჟილ კარასსო საფრანგეთიდან.


2. ნაგავი ბუნებაში.

image
„მხოლოდ ერთი რამ არ მესმის საქართველოში - ეს ადგილობრივი მოსახლეობის დამოკიდებულებაა ბუნების მიმართ. მაგალითად, თბილისში ვაკის პარკში გასეირნებისას, ან მიმდებარე ტყეში ისეთ რამეს შეხვდები, რომ ამაზე საუბარიც კი უხამსობაა! ვფიქრობ, რომ საჭიროა გატარდეს შემეცნებითი პოლიტიკა - არა მარტო კომუნალური, არამედ სოციალურიც, როდესაც ბუნების მიმართ მზრუნველი დამოკიდებულება ბავშვობიდან ჩაენერგებათ“, _ ტატიანა მონტიკი გერმანიიდან.


3. არ არსებობს სიტყვა „არა“.

image
„საქართველოში არ ამბობენ სიტყვას „არა“. ხდება ისე, რომ მოილაპარაკებ შეხვედრის თაობაზე, მიდიხარ, თითქოს კონტაქტი დამყარებულია, დადებითად მიმდინარეობს დიალოგი. მაგრამ საბოლოოდ ეს ყველაფერი საპნის ბუშტივით სკდება. საქმე წინ არ მიდის. თითქოს ადამიანი არ ამბობს „არა, მე ეს არ მაინტერესებს“, მაგრამ არ არსებობს არანაირი კონტაქტი- შედეგი“, - ალექსანდრე იარემჩუკი უკრაინიდან.

4. საზოგადოებრივი წესრიგის შეუსრულებლობა.

image
„ზოგ კანონს რეალურად არავინ იცავს. მაგალითად, საღამოს თერთმეტი საათის შემდეგ ხმაური აკრძალულია, თბილისის ქუჩებში კი ხმამაღალი მუსიკაც ისმის. ასევეა კურორტებზე და საზოგადოებრივ ადგილებში... შვეიცარიაში ასეთი რამე შეუძლებელია“, _მერი ელენ ჩეტვინი შვეიცარიიდან.


5. „გვიან გაღვიძება“

imageპრაქტიკულად აქ არცერთი დაწესებულება არ მუშაობს დილის ათ საათამდე. მაგალითად, კაფე, რომელიც იღება 11 საათის შემდეგ, დასავლეთში უმრავლესობა დილის 7 საათზე უახლოეს კაფეში მიდის საჭმელად. და პრაქტიკულად მთელს მსოფლიოში 8 საათზე იწყებენ მუშაობას. მე ასე მგონია, რომ ეს საქართველოს არა მარტო „საყვარელი“ თავისებურებაა _ ეს უბედურებაცაა. ქართველებო, ადრე ადექით! „ _ მაურისიო ვულფი ნიდერლანდებიდან.



6. ძალიან ცოტა პირდაპირი რეისებია ევროპის ქალაქებში.

image
„კიდევ ერთი პრობლემა - არ არის პირდაპირი რეისები თბილისში. ეს ხშირად აფრთხობს ინვესტორებს და სხვა ადამიანებს, რომლებსაც აქ საქმიანობა სურთ. უცხოელს, რომელიც აქ მუშაობს, ყოვეთვის არ აქვს შესაძლებლობა მარტივად ჩამოაღწიოს თბილისში. ამაზე იკარგება ერთი ან ორი დღე, ადამიანი იღლება, დროს კარგავს აეროპორტებს შორის სიარულში - ეს არასწორია. ხელისუფლებამ უნდა იმუშაოს ევროპის ქალაქებსა და თბილისს შორის პირდაპირი რეისების რაოდენობის გაზრდაზე“, _ბრეტ უოლკერი ლონდონიდან.



7. კრიტიკის მიუღებლობა

image„მე შევამჩნიე, რომ საქართველოში ადამიანები ძალიან მძიმედ აღიქვამენ კრიტიკას. ეს
უცნაურია, იმიტომ რომ ყველგან არსებობს პრობლემები. ყველა ადამიანს, ქვეყანას აქვს
თავისი ნაკლი, მეც მაქვს ნაკლი - ეს ნორმალურია“, _კაილი კემპბელი ავსტრალიიდან.



8. პრობლემები ინგლისურ ენასთან.
image
„მე პრობლემები მქონდა ადგილობრივ ინგლისური ენის მასწავლებლებთან. ხდებოდა ისეც, რომ საერთოდ არ მესმოდა რისი თქმა სურდათ ჩემთვის. მე მგონია, რომ ეს პრობლემა წარმოიშვა იმიტომ, რომ ამ მასწავლებლებს არ აქვთ პრაქტიკა საზღვარგარეთ, მათ არ აქვთ პრაქტიკა ცოცხალ ენასთან“, _ კრისტოფერ მანინგი ნიუ-იორკიდან.


9. სამუშაო ადგილების და კადრების პრობლემა.
image
„ხშირად ამბობენ საქართველოში, რომ არ არის სამუშაო ადგილები. მეორეს მხრივ,
დამსაქმებლების მხრიდან მესმის, რომ არ არის კვალიფიცირებული კადრები. და ეს
ორმხრივი პრობლემაა, რომელიც გადაწყდებოდა, ყოველი ადამიანი თავის სფეროში სპეციალობას რომ კარგად სწავლობდეს“, _ ანნა პუჩკოვა მოსკოვიდან.


10. მცირე ხელფასი.

image
„კიდევ ერთი მწვავე პრობლემა - ხელფასების დონე. მე მეჩვენება, რომ საქართველოში ძალიან დაბალი ხელფასებია. სწორედ ამიტომ ადამიანები ძალიან ცოტას მოგზაურობენ.
ქართველები არა მხოლოდ საზღვარგარეთ დადიან ცოტას, თვითონ ქვეყანაშიც ცოტა თუ
გადაადგილდება. და მგონია, რომ ჩაკეტილი -ადამიანები კი არ არინ - პრობლემა სწორედ მოსახლეობის შემოსავლის დონეშია“, _ მარიონ შამბატი საფრანგეთიდან.



image


image


image


წყარო: sputnik-georgia.ru

იხილეთ ასევე:

1. თბილისის სექს-ტურიზმით აღფრთოვანებული მოსკოველი ჟურნალისტი (ქალბატონი)


2. რუსეთში კავკასიელი ბიჭი 12 წლის გოგონას მიუახლოვდა და ყურში რაღაც ჩასჩურჩულა...


3. სუსლოვი 1961 წელს _ „ქართველების წინააღმდეგ ბრძოლა აფხაზეთიდან უნდა დაიწყოს. სამეგრელოს და სვანეთს კი საჭიროა ავტონომია მიეცეს“.


4. სამაჩაბლო ( სამხრეთ ოსეთი ) რუსეთის „დახმარებამდე“ და შემდეგ (ფოტორეპორტაჟი)

4
1222
12-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
1222
  
2017, 5 მაისი, 8:14
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2017, 30 აპრილი, 16:07
კიდევ კარგი ფრანგს არ უთქვამს არაფერი ნაგავზე, თორემ გამეცინებოდა, ნაგავს მიაქვს მარსელი.
რეალურად, რომ შევხედოთ უმეტესი მათგანი მართალს ამბობს...
2017, 30 აპრილი, 13:31
რაო, რაო? 8 საათზე ყავა მომართვითო :D Das ist Fantastisch
2017, 30 აპრილი, 13:30
ეგ პრობლემები მარტო უცხოელებს კიარა ჩვენც გვაწუხებს :(
0 1 4