1. ამ რუკაზე მსოფლიო 6 სხვადასხვა ფერით არის გაყოფილი. თითოეული ფერით შეღებილია ტერიტორია, რომელზეც 1 მილიარდი (და მეტი, სახელმწიფო საზღვრები რომ არ დარღვეულიყო) ადამიანი ცხოვრობს.

2. ავსტრალიის რუკა, რომელზეც ყვითელი ფერით ასახულია ტერიტორია, რომელზეც ქვეყნის მოსახლეობის მხოლოდ 2 % ცხოვრობს.

3. ეს, ალბათ, არ გაგაკვირვებთ, მაგრამ წრის შიგნით მოქცეულ ტერიტორიაზე უფრო მეტი ადამიანი ცხოვრობს, ვიდრე მის გარეთ.

4. თუ თქვენ ბიგ მაკის და კარტოფილი ფრის მოყვარული ბრძანდებით, უნდა იცოდეთ, რომ: ამ კერძების შეკვეთა ყველგან არ შეიძლება. რუკაზე წითელი ფერით ის ქვეყნებია მოცემული, სადაც მაკდონალდსი არის.

5. ამ რუკაზე კი, წითელი ფერით ასახულია ქვეყნები, მარჯვენა მხარეს მოძრაობის წესით.

6. თეთრი ფერით აღნიშნულია ქვეყნები, რომლებშიც დიდ ბრიტანეთი არ შეჭრილა ან პოლიტიკური ინტერესები არა ჰქონია (1918-1920 წლებში, საქართველო ბრიტანეთის მფარველობის ქვეშ იმყოფებოდა. რედ). ასეთი ქვეყანა სულ 22.

7. რუკაზე ხაზებით აღნიშნულია ის ტერიტორია, რომელზეც 1969 წელს ინტერნეტი იყო.

8. ხოლო ამ რუკაზე, ფერით მოცემულია ქვეყნები, რომლებშიც ინტერნეტის ქსელი არ არსებობს ან ხელისუფლების მიერ კონტროლდება. დღეს მსოფლიოში, დაახლოებით, 7, 3 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს (2016 წ. მონაცემებით) და მათგან, თითქმის ნახევარს ინტერნეტთან წვდომის საშუალება არა აქვს.

9. ნარინჯისფერით მოცემულია ქვეყნები, რომლებიც ამა თუ იმ პერიოდში, კომუნისტური იყო, ხოლო წითლით – ახლაც რომ არის.

10. ლურჯი ფერით ასახულია ქვეყნები, რომლის ქუჩების შესწავლა google street view საშუალებით შეიძლება.

11. მწვანე ფერით გამოყოფილია ქვეყნები, რომლებსაც ზღვაზე გასასვლელი არა აქვთ.

12. ასეთი იქნებოდა რუკა, თუ ყველა ქვეყანა, რომელსაც საზღვაო საზღვარი აქვს, ჩაიძირება.

13. ფერით გამოყოფილია ის ქვეყნები, რომლებშიც ცათამბჯენები არის (წითლით და ნარინჯისფერით გამოყოფილია ქვეყნები, რომლებშიც დიდი რაოდენობით არის ამ ტიპის ნაგებობები).

14. პლანეტის ყველაზე მეტად ფოტოგრაფირებადი რეგიონები.

15. აქ კი, წითელი ფერით მოცემულია ის ადგილები, სადაც თეთრ ზვიგენს თქვენი შეჭმის ყველაზე დიდი შანსი აქვს, იმ შემთხვევაში, თუ იქ მოხვდებით!
თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
გაიცანით მსოფლიო რუკებით
საინტერესო ფაქტები მსოფლიოს ქვეყნების შესახებ
კრიმინალური სტატისტიკა. მსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო ქვეყნები და ქვეყნები, რომლებშიც ღამე გარეთ სიარულისგან თავი უნდა შეიკავოთ
ქვეყნებს შორის საზღვრების ყველაზე უჩვეულო მონაკვეთები