ტენდენციები ზაფხულის 9 ყველაზე მნიშვნელოვანი მოდური ტრენდი 2017, 20 აპრილი, 9:19 კარგად ვიცით, რომ ყოველ სეზონზე დიზაინერები თუ უბრალოდ მოდის ბრენდული სახლები გვთავაზობენ განახლებულ და ყველაზე ტრენდულ კოლექციას. აქტივაციას არც 2017 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია ჩამორჩა და მათ წარმოგვიდგინეს ყველაზე აქტუალური, 9 მნიშვნელოვანი ტრენდი, თუ როგორ უნდა განვაახლოთ სეზონისთვის ჩვენი კარადები.
![]() გაზაფხული-ზაფხულის 9 ყველაზე მნიშვნელოვანი მოდური ტრენდი 1. ყვავილიანი პრინტები. ყვავილიანი პრინტები ბუნების გაცოცხლებასა და გაზახფხულის შეგრძნებას უკავშირდება. ის ასევე რომანტიულ განწყობას ქმნის. ასე, რომ შეგიძლიათ შეიძინოთ ნებისმიერი ქსოვილის- აბრეშუმი, ხავერდი, ტილო და ა.შ სხვადასხვა ფორმისა და ზომის სამოსი ყვავილიანი პრინტებით (ბეჭვდით). ![]() ![]() 2. სექსუალური ფეხები. რა შეიძლება იყოს იმაზე სექსუალური, ვიდრე გრძელ ქვეადაბოლოზე ღრმა ჭრილი, საიდანაც ლამაზი ფეხები უფრო გამომწვევად იხედება? წელს სტილისტებმა ყველაზე უფრო სექსუალურად სწორედ რომ ასეთი ქვედაბოლოები დაასახელეს. ![]() 3. ყვითელი ფერის სამოსი. ყვითელი, გაზაფხული-ზაფხულის სეზონის ერთ-ერთი ყველაზე ტენდენციური ფერია. მათთვის, ვინც დაიღალა ზამთრის ბლუზებისგან და ოცნებობს მზეზე, ეს გადაწყვეტა სწორედ რომ ანტიდეპრესანტულია. ![]() 4. რუშებიანი სამოსი. რუშებიანი სამოსი ყოველთვის გამოხატავს დახვეწილ სტილსა და ქალურობას. მათ შეუძლიათ ნებსიმიერ კომპლექტს განსაკუთრებული ხიბლი შემატონ. არჩევა კი შეგიძლით თქვენი გემოვნების მიხედვით: მსუბუქი, ფართე, ფენებიანი, მოცულობითი და ა.შ, თუმცა თქვენი ზომა-წონა ნუ დაგავიწყდებათ, რამდენად მოუხდება ის თქვენს ვიზუალს. ![]() ![]() ![]() 5. ასიმეტრია. მოდის ტენდენციებიდან ეს ყველაზე გაბედული გადაწყვეტაა. ეს არის გემოვნების თავისუფლების კონვენციების ტრადიციული ხაზები და ფორმები. ![]() ![]() 6. ფართე მოცულობის მკლავები. მოდის დიზაინერების სრულყოფილების იგნორირება არ შეიძლება, რადგან ფართე მოცულობის მკლავები "კიდევ ერთი" დასტურია ქალურობისა და ექსცენტრიულობის. ![]() ![]() ![]() 7. კრისტალები, მონეტები, ბზინვარება. მბზინავი, გარდამავალი, თვალწარმტაცი გარეგნობა ყოველთვის იპყრობს ყურადღებას. ის შეგძენთ ელეგანტურ იმიჯს და წარმოიდგენთ, რომ ხართ ჰოლივუდის 30-იან წლებში, თუმცა ისიც გაითვალისწინეთ, რომ ძალიან არ უნდა გადაიტვირთოთ. ![]() ![]() 8. მეტალის ფერები. მეტალის ვერცხლისფერი ქსოვილი მართლაც, რომ მომხიბლავ და ფუტურისტულ იმიჯს იძლევა. ასევე შეგიძლიათ მოირგოთ მსგავსი აქსესუარებიც. თავისუფლად აირჩიეთ მეტალის სტილის კაბები, ქვედაბოლოები, ბლუზები, ჩანთები. ![]() ![]() ![]() ![]() 9. ღრმა ჭრილები მკერდზე. კიდევ ერთი გადაწყვეტა გაზაფხული–ზაფხულისთვის არის დეკოლტე ღრმა ჭრილით, რომელიც დიზაინერებმა ერთხმად აღიარეს. დროა სააშკაროზეც უნდა გამოიტანოთ თქვენი ღირსება. ![]() ![]() ![]() ![]() 296 18-ს მოსწონს
|