x
მეტი
  • 26.11.2024
  • სტატია:138467
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512118
ათი ფაქტი ლოთობაზე

image


X ადგილი: ადამიანებმა ლუდის ხარშვა უხსოვარი დროიდან დაიწყეს და ძველ ეგვიპტეში უკვე იყვნენ ადამიანები, რომლებიც ლუდის კათხას ხელიდან არ უშვებდნენ. ერთ-ერთ ქვის ფილაზე რჩევა არის ამოკვეთილი ახალგაზრდა თაობისთვის: «…არასოდეს დალიო მეტისმეტად ბევრი ლუდი, თუ დაეცემი და ძვლებს დაიმტვრევ, დახმარების ხელს არავინ გამოგიწვდის, შენი მეგობრები სმას გააგრძელებენ და იტყვიან: ეს ლოთი გარეთ გააგდეთო!»


***


IX ადგილი: ძველ ინდოეთში ალკოჰოლისგან თავის შეკავება, ყველა კასტის წარმომადგენელისთვის აუცილებელი იყო. ადამიანებს, რომლებსაც სპირტული სასმელების მოხმარებაში და ლოთობაში ამხელდნენ, გამდნარ ვერცხლს, ტყვიას ან სპილენძს ასხავდნენ პირში.


***


VIII ადგილი: კარლოს დიდი, ფრანკების მეფე და დასავლეთის იმპერატორი (VIII ს. II ნახევარი – IX ს. დასაწყისი) ლოთებს ძალიან სასტიკად ექცეოდა: პირველ ჯერზე მათ დახურულ სივრცეში სჯიდნენ, შემდეგ – სახალხოდ. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ ეს ზომები საკმარისი არ იქნებოდა – სიკვდილით სჯიდნენ.


***


VII ადგილი: ინგლისში, გასული საუკუნის დასაწყისში, ალკოჰოლის მოხმარებაში მხილებულ მეზღვაურებს ჭუჭყიანი ტანსაცმელს აცმევდნენ, კისერზე იარლიყს ჰკიდებდნენ წარწერით – «ლოთი» და ყველაზე ჭუჭყიანი საქმის შესრულებას აიძულებდნენ.


***


VI ადგილი: 1220 წელს ჩვენს ერამდე, ჩინეთის იმპერატორმა ბუ ვენგმა კანონი გამოსცა, რომლის თანახმად, ყველა პირი, ვისაც მთვრალ მდგომარეობაში იქნებოდა დაკავებული, სიკვდილით ისჯებოდა.


***


V ადგილი: მეხიკოში (მექსიკა), XX საუკუნის 30-იან წლებში, პოლიციის პრეფექტის განკარგულებით, ყველ ლოთი, რომელიც ქუჩაში დაიძინებდა, გამოსაფხიზლებელ დაწესებულებაში გადაჰყავდათ და ამ პროცესს კინოაპარატით იღებდნენ. თუ ეს პირველად ხდებოდა, გამოფხიზლების შემდეგ, გადაღებულ ფილმს მხოლოდ მას აჩვენებდნენ, ხოლო თუ მსგავს საქციელს კიდევ გაიმეორებდა, მას ახლიდან იღებდნენ და ფირს მის ნაცნობ-მეგობრებს და ნათესავებს უჩვენებდნენ.


***


IV ადგილი: ტეხასში (შტატი აშშ-ში), ძველი კანონის მიხედვით, ფეხზე დგომისას მხოლოდ 3 ყლუპი ლუდის დალევა შეიძლებოდა. ამის შემდეგ, დაჯდომა აუცილებელი იყო. საქმე იმაშია, რომ ერთ დროს, ტეხასში 3 ყლუპზე მეტის დალევა საჭმლის გარეშე – ლოთობად ითვლებოდა. ამდენად, თუ ვინმეს დალევა უნდოდა, სადილიც უნდა შეეკვეთა.


***


III ადგილი: ვენის კაფე-ბარებში დღემდე დგას აპარატები, რომლებიც მეტისმეტად მთვრალი ადამიანების გამოსაფხიზლებლად არის განკუთვნილი. ხურდა ფულის ჩაყრის შემდეგ, სპეციალური ხვრელიდან, ავტომატი ორთქლს უშვებს მაღალკონცენტრირებული ნიშადურის სპირტით.


***


II ადგილი: 100 წლის წინ, სამარის გუბერნიაში (რუსეთი), ჯერ კიდევ არსებობდა უძველესი წეს-ჩვეულება, რომლის მიხედვით, ქრისტიანული წესით არ მარხავდნენ ლოთობის მიზეზით გარდაცვლილ ადამიანს. მის გვამს მდინარეში აგდებდნენ ან ტყეში ჩაფლავდნენ ხოლმე. გადმოცემის თანახმად, ლოთის ტრადიციების დაცვით დაკრძალვა, უმოსავლობას ან გვალვას იწვევდა.


***


I ადგილი: ძველ სპარტაში, ხელისუფლების განკარგულებით, ერთ-ერთი არჩეული თანამდებობის პირი უნდა დამთვრალიყო და ქალაქის ქუჩებში ბარბაცით ევლო, რაც გაკვეთილი იქნებოდა ახალგაზრდა თაობისთვის.

imageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

imageსაინტერესო ფაქტები ალკოჰოლის შესახებ. ყველაზე «მსმელი» ქვეყნების ხუთეული

როგორ არ უნდა დალიოთ ღვინო: 7 შეცდომა, რომელსაც ყველაზე ხშირად უშვებენ

ღვინის გზა. მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ღვინის მწარმოებელი რეგიონები

2
240
10-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
240
  
2017, 1 მაისი, 12:46
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2017, 1 მაისი, 10:30
პახმელიაზე ეს სტატია კაი იყო :D
0 1 2