მოგზაურობა ღვინის გზა. მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ღვინის მწარმოებელი რეგიონები 2016, 15 სექტემბერი, 10:21 ![]() საქართველო ![]() ![]() თუ ღვინის მოყვარული ხართ და საქართველოში ცხოვრობთ, ჩათვალეთ, რომ ძალიან გაგიმართლათ – საქართველო ყველაზე ძველი რეგიონია მსოფლიოს რეგიონებს შორის, სადაც ღვინოს უხსოვარი დროიდან აკეთებენ. ქვეყანას, კარგა ხანია, ღვინის მწარმოებელი რეგიონების რუკაზე, მტკიცედ უკავია კუთვნილი ადგილი და მისი პოპულარობა დღითი-დღე იზრდება. თუ გინდათ რომ ღვინო პირდაპირ ქვევრიდან დააგემოვნოთ, მაშინ ტურისტული კომპანიების შიდა ტურებით უნდა ისარგებლოთ და 1 ან 2 დღით კახეთს ეწვიოთ. ღვინის დეგუსტაციასთან ერთად, ამ უნიკალური კუთხის ბუნებას, ისტორიას და სამზარეულოსაც გაეცნობით. ვალე (კანტონი), შვეიცარია
![]() ![]() ![]() გერმანიის ეს რეგიონი სწორედაც რომ საექსკურსიო ნუსხის ათეულში უნდა იყოს, არა მარტო იმიტომ, რომ აქ მთელს მსოფლიოში სახელგანთქმული ვაზის ჯიში – რისლინგი ხარობს, არამედ იმიტომ, რომ მდინარე მოზელის სანაპიროს ბორცვებზე, ულამაზესი სოფლები მდებარეობს. ![]() ![]() ღვინო აქ ბიბლიის დროიდან იწარმოება და სწორედ იმ პერიოდიდანვე არის სახელგანთქმული თავისი ხარისხით. ქვეყანაში ღვინოს, როგორც ძველი, ისე ახალი ტექნოლოგიებით აწარმოებენ. ღვინის ქარხნები ბევრ ქალაქში არის, მაგრამ ყველაზე მეტად, მეღვინეობის დარგში, ცნობილია გოლანის მაღლობები და იუდეის მთები (ყველაზე ცნობილი ღვინის რეგიონი ისრაელი). ![]() ![]() ![]() ცოტა ხნის წინ, სიცილიამ სერიოზული ბრძოლა გამოუცხადა ტოსკანას, “იტალიის ყველაზე მთავარი ღვინის რეგიონის" წოდების მოსაპოვებლად. აქ წარმოებულ, ბრწყინვალე ხარისხის ღვინოს, ემატება შეუდარებელი ხედები ვულკან ეტნადან (სიმაღლე 3380 მ) და რა თქმა უნდა, ადგილობრივი კულტურა და სამზარეულო. ![]() ![]() ![]() რონის ხეობა თავისი 13 ღვინის გზზით – Châteauneuf-du-Pape-დან - Côtes du Rhône-მდე სამხრეთით და Côte-Rôtie-დან - Hermitage Syrah-მდე ჩრდილოეთით – აუცილებელი მიმართულებებია ღვინის ყველა მოყვარულისთვის. უნაკლო ღვინის საწარმოები, აღმაფრთოვანებელი სამზარეულო და ორი კლიმატის ერთდროულად შეგრძნების შესაძლებლობა (რეგიონის ჩრდ–ში კონტინენტალური კლიმატია, ხოლო სამხრეთით – ხმელთაშუაზღვისპირული) – ამ რეგიონის მონახულების ყველაზე დიდი მიზეზია. ![]() ![]() ![]() საუკეთესო ღვინო, თვალწარმტაცი პეიზაჟები, ფერწერული ღვინის საწარმოები და შუა საუკუნეების დროინდელი ქალაქები – ყველაფერი ეს პიემონტია. რეგიონის ყველაზა ცნობილი ღვინოები – Barolo и Barbaresco უნიკალურ კომბინაციებს ქმნიან ადგილობრივ კერძებთან ერთად. რეგიონში ჩასვლის შემთხვევაში, le Langhe, Monferrato და Canavese მონახულება აუცილებელია. ![]()
![]() ![]() ![]() ეს კუნძული სახელგანთქმულია კრისტალურად სუფთა სანაპიროებით და ცისფერსახურავიანი თეთრი სახლებით. მაგრამ, ამის გარდა, სანტორინზე სტუმრობის კიდევ ერთი მიზეზი არსებობს – და ეს არის ღვინო. მინერალებით გამდიდრებული ვულკანური ნიადაგი, აძლევს უნიკალურ გემოს ყველაფერს, რაც მასზე იწარმოება. ![]() ![]() 467 7-ს მოსწონს |
ყველას შეუძლია ესპანეთის ამ უმშვენიერეს რეგიონში ჩასვლა, მაღაზიაში ადგილობრივი ღვინის ყიდვა, მაგრამ მისი წარმოების ტექნოლოგიას ვერ გაეცნობა და ვერც პირდაპირ კასრიდან ჩამოსხმულ ღვინოს დააგემოვნებს.