x
მეტი
  • 28.11.2024
  • სტატია:138527
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512197
აი როგორ განვასხვავოთ ორიგინალი ტექნიკა ყალბისგან
პოპულარული ბრენდული დასახელების ტექნიკის, ლეპტოპის, ტაბლეტის (პადი), ტელეფონის და სხვათა გაყალბება დღეს ისე ოსტატურად ხერხდება, რომ თუ ყველაფერში ვერ ერკვევით, ნამდვილად ძნელია ორიგინალისგან გაარჩიოთ. ამიტომ მინდა გავამახვილო თქვენი ყურადღება სწორედ იმ დეტალებზე, რომელთა ცოდნის შემთხვევაში მარკეტინგულ ხრიკებს აღარ წამოეგებით.



image



1. თავდაპირველად ყურადღება მიაქციეთ აუცილებლად შეფუთვას. გამყალბებელი ფირმა არასოდეს აქცევს ყურადღებას დეტალებს, ორიგინალს კი წვრილმანი ხარვეზიც არ გამოეპარება და ბეჭვდისა და შეფუთვის ხარისხიც კი აქვს უბადლო და იდეალური.image


2. აუცილებლად გაამახვილეთ ყურადღება მითითებაზე (ინსტრუქცია), რადგან ის ამა თუ იმ პროდუქციის ე.წ პასპორტია. წარწერები აუცილებლად უნდა იყოს იმ ენებზე, სადაც დამზადდა და სადაც მოხდა მათი იმპორტირება, თუ სხვა ენასთან გვაქვს საქმე, ხელთ ყალბი საქონელი გვიპყრია.image




3. ყურადღება მიაქციეთ ასევე შიფტს. ფირმის გრაფიკული ნიშანი (ლოგო) ნებისმიერი ბრენდის სახეა, რომელიც აუცილებლად იპყრობს ჩვენს ყურადღებას. ტექნიკაზე ის ისეა დატანილი, რომ ხანგრძლივი მოხმარების შემთხვევაშიც არ გაიცრიცება და არ წაიშლება, თუმცა ყალბ საქონელზე ამ სხვაობასაც ნათლად შეატყობთ.image



4. შეამოწმეთ ასევე ტელეფონების დამტენი მოწყობილობა. ორიგინალის შემთხვევაში ჩამრთველსა და პლასტმასის კორპუსს შორის გადაბმის ადგილს შეამჩნევთ, მაგრამ თუ კი ის არ არსებობს, საქმე ყალბ დამტენ მოწყობილობასთან გვაქვს. (იხილეთ ფოტო)image



5. დაფიქრება გმართებთ მავთულ-ჩამრთველების (USB უესბი) შეძენის დროსაც, რადგან ძალიან გახშირდა მათი დაპატენტებული ვარიანტები, თუმცა შემდეგი ნიშნულების ცოდნის შემთხვევაში, ადვილად აღარ შეცდებით. ყურადღება მიაქციეთ მითითებული სიმბოლოს ან წარწერის ფერებსა და თვითონ კონექტორის სიგრძეს.image



6. ასევე იმატა გაყიდვების ბაზარზე ყალბმა ტელეფონებმა, რომ არ შეცდეთ ამ შემთხვევაშიც, ყურადღება მიაქციეთ ფასს, ორიგინალი ისე იაფი ვერ ეღირება, როგორ ფასადაც გთავაზობენ გამსაღებლები. აუცილებლად გადაამოწმეთ საქონელი მწარმოებლების ვებგვერდებზე. image



იხილეთ აგრეთვე:


შეძლებთ გაარჩიოთ ორიგინალი პატენტისგან? აბა სცადეთ

გამოიცნობთ რომელი შავა კაბაა ძვირადღირებული?

გამოიცანით რომელი ფეხსაცმელია ძვირადღირებული- ტესტი ქალებისთვის

გამოიცანით რომელია ორიგინალი და რომელი ყალბი

ბრინჯს ცეცხლი წაუკიდეს და შედეგმა ყველა გააოცა- თქვენც სცადეთ

2
28910
25-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
28910
  
2017, 11 აპრილი, 13:38
საბედნდიეროდ ჩემიც :))
2017, 11 აპრილი, 10:18
იეს, ჩემი ტელეფონი ნამდვილია :)
0 1 2