სხვა სუპერმარკეტში გატეხილი პროდუქციის ღირებულება არ გადაიხადოთ! იცით რატომ? 2017, 10 იანვარი, 14:15 იღბლიანი ყოფილხართ, თუ კი არასოდეს არ გაგტეხვიათ ესა თუ ის "საქონელი" სუპერმარკეტში, რადგან მომხმარებლები ძალიან ხშირად ხვდებიან უხერხულ სიტუციაში იქ გატეხილი პროდუქციის გამო, რის შედეგადაც მისი ღირებულების გადახდა უწევთ. მსგავსი უხერხულობის მიზეზები შეიძლება ხალხის ნაკადი, იატაკის არასწორი ზედაპირი, თქვენი დაუდევრობა და სხვა ფაქტორები გახდეს. არავინ ვართ დაზღვეული, ამიტომ თუ შემთხვევით მსგავს სიტუაიციაში აღმოჩნდებით, ნუ წამოეგებით ანკესზე და ნუ გადაიხდით გატეხილი საქონლის საფასურს იმ შემთხვევაში, თუ კი თქვენ არ გაგიტეხავთ, რადგან სამოქალაქო კოდექსში გარკვევით წერია: " პირი, რომელმაც გამოიწვია ზარალი, თავისუფლდება ზიანის ანაზღაურებისგან იმ შემთხვევაში, თუ დაამტკიცებს, რომ ზარალის გამომწვევი სხვა მიზეზები არსებობს".
გაგიკვირდებათ და ის ფაქტიც ვერ აიძულებს ადმინისტრაციას გადაგვახდევინოს ზარალის საფასური, თუ იდაყვით, მხრით და ა.შ შევეხეთ ძვირადღირებულ სასმელს, რის შემდეგაც ის თაროდან გადმოვარდა და გატყდა, რადგან ამაზე პასუხისმგებელია მხოლოდ ადმინისტრაცია. მათ უნდა ჰქონდეთ შექმნილი საქონლისთვის უსაფრთხოების ზომები. როდესაც საქონელი დაცულია შესაბამისი თაროებით, მისი გადმოვარდნა მარტივი მიზეზებით ვერ მოხდება. ამიტომ, სრული უფლება გაქვთ თქვენს მიერ გატეხილი ნივთის მიზეზში დაადანაშაულოთ მაღაზია (სუპერმარკეტი და ა.შ), თუ: ● იატაკზე აგისრიალდათ ფეხი, რის გამოც დაეჯახეთ (პირობითად) ძვირადღირებულ ღვინოს და გაგიტყდათ. ● სუპერმარკეტის (მაღაზია და ა.შ) მთელი გასასვლელების ირგვლივ ყუთები და კოლოფები აწყვია, რაც გადაადგილებას აფერხებს. ● საქონელი არასტაბილურ და დაუცველ თაროზეა მოთავსებული. ● მაღაზიის ფართობი 100კვ.მ -ია და სტელაჟები განლაგებულია არანაკლდებ 1, 4 მეტრის დაშორებით. ასევე თუ მაღაზიის ფართობი 400კვ.მ-ია და სტელაჟები განთავსებულია არანაკლებ 2, 5 მეტრის დაშორებით. მაშასადამე, მხოლოდ იმ შემთხვევაში ანაზღაურებთ ზარალს, თუ თქვენი ბრალეულობა დამტკიცდა სასამართლოში. მანამდე კი იღებთ საჩივრების წიგნაკს და დეტალურად წერთ შიგნით მომხდარზე დროის ფიქსირებით. არ აქვს ადმინისტრაციას ამ დროს თქვენი დაკავების უფლება, პირიქით, სრული უფლება გაქვთ სამართალდამცავები გამოიძახოთ. გახსოვდეთ, რომ საჭიროა იცოდეთ კანონები და კოდექსები, რათა ნებისმიერ რთულ სიტუაციაში დაიცვათ საკუთარი უფლებები. 32579 25-ს მოსწონს
|