x
მეტი
  • 12.06.2024
  • სტატია:135298
  • ვიდეო:351973
  • სურათი:509571
კანიე უესტის ცოლმა,ბიანკა ცენსორმა ამჯერად პარიზელები გააოგნა(ფოტოები)
image

საფრანგეთში დიდი ჯარიმაა დაწესებული ექსჰიბიციონიზმისთვის.


კანიე უესტი და მისი ახალგაზრდა ცოლი ბიანკა ცენსორი რა თქმა უნდა ტრადიციას არ ღალატობენ.


ამჯერად ისინი პარიზს ეწვივნენ და ხალხის თვალწინ საკუთარი თავი წარმოაჩინეს.რეპერის ცოლი, როგორც ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე იყო.



ლამაზმანმა ძალიან მოკლე დროში მოახერხა, რომ გარშემო ცნობისმოყვარეთა ბრბო შემოეკრიბა.

ქალაქელებს, მართლაც რომ ჰქონდათ სანახავი: ბიანკა ქალაქში საცვლების გარეშე გავიდა, მხოლოდ შავ კოლგოტების ამარა.


პაპარაცებმა მოახერხეს წყვილის გადაღება იმ დროს, როდესაც ძალიან ცნობილი ბრენდის მაღაზიიდა გამოდიოდნენ, მართალია მათ არაფერი უყიდიათ, მაგრამ სამაგიეროდ მოახერხეს მათ გარშემო ხმაურის ატეხა.

image

მოგეხსენებათ, კანიეს აკვიატებული იდეაა ცოლი აჩვენოს საზოგადოებას, ასე ვთქვათ, "ნატურალურ მდგომარეობაში."


image

თუმცა, საზოგადოების მოთმინებასაც საზღვარი აქვს:ინტერნეტმომხმარებლები დაინტერესდნენ, არის თუ არა საჯარო ადგილებში ასეთი ქცევა კანონიერი?

image

image


image
image

გასული თვის თებერვალში ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, სადაც გადატვირთულ ავტოსადგომზე რეპერი ცოლთან ერთად Range Rover-ში ჯდება.


ჩვეულების საწინააღმდეგოდ, ბიანკა უბრალოდ კოჭებამდე გახვეული იყო უზარმაზარი ბეწვის ქურთუკში, ხოლო თავზე ეხურა გიგანტური სტრუქტურა, რომელიც ერთდროულად სოკოს მსგავს ქუდსა და საბანს მოგვაგონებდა.


რამდენიმე დღის წინ კი უესტის ყოფილი ცოლის, კიმ კარდაშიანის განცხადება გავრცელდა მედიაში, როგორც ჩანს ყელში ამოუვიდა ყოფილი ქმრის გამოხტომები და მოუწოდა შეწყვიტოს ეს უხამსი ექსცესები.

კიმს აწუხებს ის, თუ როგორ რეაგირებენ მისი და უესტის საერთო შვილები მამის საკამათო ქცევაზე მის ახალ მეუღლესთან მიმართებაში.


შედეგად, ტელევარსკვლავმა მოითხოვა, რომ ბიანკა ცენსორი უფრო მოკრძალებული იყოს.

0
942
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
942
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0