x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138417
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
თბილისის სექს-ტურიზმით აღფრთოვანებული მოსკოველი ჟურნალისტი (ქალბატონი)
image


„რატომ დადის თბილისში მთელი მოსკოვი“ - ასეთი სახელწოდების სვეტი განათავსა მოსკოველმა ჟურნალისტმა გამოცემაში timeout.ru «Почему вся Москва торчит в Тбилиси». ის აღფრთოვანებულია ქართველი მამაკაცებით და თბილისით. ამ სტატიის ავტორმა ეკატერინე შაპოშნიკოვამ დაწვრილებით ჩამოთვალა, თუ რატომ
არის მოსკოვი საქართველოს დედაქალაქზე ცუდი.


„თუ თქვენ უეცრად მოგინდათ დაისვენოთ მოსკოვისგან ქალაქში, რომელიც
საერთოდ არ გავს მოსკოვს. თქვენ, საქართველოს დედაქალაქში სეირნობისას, გაოცდებით რესტორნებში ნაცნობი სახეები რაოდენობით. თითქოს, მთელი მოსკოვი თბილისში ზის, და ეს გასაგებიცაა, იმიტომ რომ:

თბილისში მთის სუფთა ჰაერია, მოსკოვში კი სუნთქვა შეუძლებელია.

თბილისში მსოფლიოში საუკეთესო ოჯახის ღვინოა, მოსკოვში კი უნდა მოძებნო ღირსეული ღვინის ბარი.


თბილისში ნორმალური ფასებია: ვახშამი ღვინით - 500 რუბლი, სანელებლები ბაზარზე- 30 რ, ტაქსი - 150 რ. მოსკოვში კი - თავადვე მოგეხსენებათ.


თბილისი - ყველაზე ინტელიგენტური სექს-ტურიზმის ქალაქია, მოსკოვში სექსთან დაკავშირებული საკითხი უკიდურესად არაერთგვაროვანია.



თბილისში ქალაქის ცენტრში კლდეებია, მოსკოვში კი - საცობები.



თბილისი ვითარდება და ყვავის: ბოლო წლების განმავლობაში ათობით შენობა -ნაგებობა და სანაპირო ზოლი იქნა რესტავრირებული, გაჩნდა თანამედროვე სამგზავრო ავტობუსები, რომლებშიც ბარათით არის შესაძლებელი საფასურის გადახდა, მტკვრის სანაპიროზე ახალი რაიონები გაალამაზეს განსაცვიფრებელი ხედებით. მოსკოვში კი მხოლოდ ახალ ფილებს აყენებენ.



თბილისში ტარდება კლასიკური მუსიკის ფესტივალი Map the music, სადაც შეგიძლიათ მოისმინოთ შტრაუსი და ჰენდელი პირდაპირ ქუჩაში. კიდევ, სამი ჯაზ-ფესტივალი, Tbilisi Open Air, კინოფესტივალი CinéDoc და „ოქროს თვალი“. ახალი ღვინის ფესტივალი და გასტრონომიული ფესტივალი „თბილისობა“. და ყველაფერი ეს წლის ბოლომდე.


ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე 4gb ყოფილი ფაბრიკის ტერიტორიაზე ჩამოდიან Jeff Mills და Matthew Herbert, და მათთან შეხვედრა შეგიძლიათ ძველ ქალაქში ბოკალ ქინძმარაულთან. ჩვენი «Арма 17» კი უკვე მოგვბეზრდა.


თბილისის პატარა იტალიურ მაღაზიებში პარმეზანის ფასი შორსაა ევროკავშირის ფასებთან: დაახლოებით 1000 რუბლი კილოგრამში. ევროპაში ის 2000 რუბლიდან იწყება.


თბილისის ქუჩებში ისეთი ლამაზი მამაკაცები დადიან, რომ მოსკოვი სულ გინდა რომ სამუდამოდ დაივიწყო.


თბილისში არიან დიზაინერები - სამოდელო სახლი Materiel, ბრენდი Chubika, Atelier 10a, Tatuna Nikolaishvili, — ისინი კერავენ საღამოს კაბებსაც და ყოველდღიურ ტანსაცმელსაც.



ყავის სახლში და მაღაზიაში Dotstbilisi ერთდროულად არის კარგი ყავაც და შესანიშნავი დიზაინის მორთულობა. მოსკოვში კი კარგი მხოლოდ რომელიმე ერთია.


თბილისში არის გოგირდის აბანოები, რის შემდეგაც 10 წლით ახალგაზრდავდები. მოსკოვში კი ყველაფერია, 10 წლით უფროსად რომ გამოიყურებოდე.


კაფე-ბარ Lolita-ში ყველაზე ლამაზი და მხიარული ბარმენებია, ვინც კი ოდესმე გინახავთ.



აბაშიძის ქუჩაზე მდებარე ბუტიკ-სასტუმროში ნახევარ მოსკოვს შეხვდები, განსაკუთრებით მაშინ, თუ დასვენების დღეებია. მოსკოვში კი ამ ადამიანებს მხოლოდ სოციალურ ქსელში თუ იხილავთ.


თბილისში ყველა იღიმის და თვალებში გიყურებენ საუბრისას. მოსკოვში თქვენ თანამოსაუბრის თვალის ფერს ვერ გაიხსენებთ.


დეზერტირების ბაზარზე გახსენდება ახალი პროდუქტების და სანელებლების არა მხოლოდ სუნი, არამედ ისიც კი, თუ როგორ გამოიყურება ტოტიდან ახალმოწყვეტილი ლიმონი. სასარგებლო გახსენებები მოსკოვის მაცხოვრებლისთვის.


თბილისში გებულობ ნამდვილი ხინკლის გემოს, მოსკოვში კი მადა გეკარგება.


თბილისში ქუჩაში გაცნობა შესაძლებელია. ამის გაკეთება მოსკოვში დაუშვებელია“, -წერს ჟურნალისტი.



იხილეთ ასევე:

1. რუსეთში კავკასიელი ბიჭი 12 წლის გოგონას მიუახლოვდა და ყურში რაღაც ჩასჩურჩულა...


2. სუსლოვი 1961 წელს _ „ქართველების წინააღმდეგ ბრძოლა აფხაზეთიდან უნდა დაიწყოს. სამეგრელოს და სვანეთს კი საჭიროა ავტონომია მიეცეს“.


3. სამაჩაბლო ( სამხრეთ ოსეთი ) რუსეთის „დახმარებამდე“ და შემდეგ (ფოტორეპორტაჟი)


4. 20 თავბრუდამხვევი სურათი ბოშების ცხოვრებიდან


5. რატომ მოკლა თავისი ხელით საკუთარ კაბინეტში ბერიამ სომეხი ხელმძღვანელი?

0
948
8-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
948
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0