x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ახალი თავგადასავალი იწყება აქ !

image

ბათუმი_თავგადასავლების, გართობისა და დასვენების ქალაქი. აქ შეგიძლია დილა დაიწყო მშვიდ გარემოში, დატკბე ზღვის ტალღების ხმით ან გახდე ზღვის მხიარულების ნაწილი. თუნდაც მთელი ზაფხულის გატარება გადაწყვიტო ბათუმში, ეს 90-92 დღეა ხომ? და მერე რა? ეს არის ქალაქი სადაც არც ერთი დღე არ დაგრჩება თავისუფალი, აქ ყოველდღე შეგიძლია სხვადასხვა საინტერესო ადგილის მონახულება. image

შეგიძლია ეწვიო მაღალმთიან აჭარას, სადაც ნამდვილად იგრძნობ თავისუფლების განსხვავებულ შვებას. ესტუმრო ხულოს და ქედის მუნიციპალიტეტებს. გაეცნო ტრადიციებსა და კულტურას. მოინახულო მუდამ ნისლიანი და ულამაზესი "მტირალა".

image ასევე შეგიძლია მოინახულო ულამაზესი ბოტანიკური ბაღი. დატკბე სხვადასხვა ჯიშების დათვალიერებით, ზღვის ხედით და ვარდების ბაღით.

აქ ნახავ უამრავ საინტერესო მუზეუმს, მათ შორის ერთერთი ყველაზე საინტერესო გონიო-აფსაროსის არქეოლოგიურ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალია. და თუკი დაინტერესებული ხარ ტექნოლოგიური მე-19 საუკუნით ეწვიეთ ძმები ნობელების სახელობის ბათუმის ტექნოლოგიურ მუზეუმს/The Nobel Brothers Batumi Technological Museum.
საღამო შეგიძლია გაატარო კარგ რესტორანში_მშვიდი გარემო, ცოცხალი მუსიკა, დააგემოვნო უგემრიელესი ქართული კერძები ან წახვიდე კლუბში, სადაც დილამდე შეძლებ გართობას მოწვეული DJ-ის რიტმული მუსიკის და კოქტეილის თანხლებით.


0
44
1-ს მოსწონს
ავტორი:Natia_Fiore
Natia_Fiore
44
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0