x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138414
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
ჩიყვის 12 ნიშანი. რა შემთხვევაში არის საჭირო ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპია

ჰიპოთირეოზი* — ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დეფიციტით გამოწვეული ორგანიზმის საერთო მდგომარეობა არის. მისი დიაგნოსტირება რთულია, რადგან დაავადება ფარული სიმპტომებით მიმდინარეობს. ხშირად, როდესაც ძილი გვერევა, მოთენთილობას, დაღლილობას, სახსრების ტკივილს ვგრძნობთ და ყველაფერს გადაღლილობას ვაბრალებთ, სინამდვილეში, შეიძლება, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირების დარღვევით იყოს გამოწვეული.

* შენიშვნა: ფარისებრი ჯირკვლის ყველა სახის დაავადება, ფართო მასებში, «ჩიყვის» ( ფარისებრი ჯირჯვლის გადიდება) სახელით არის ცნობილი. მაგრამ, ფარისებრი ჯირკვლის დაავადების სხვადასხვა სახე და სტადია არსებობს. ჰიპოთირეოზი საწყის და I – II სტადიაზე ვიზუალურად არა ჩანს და მისი აღმოჩენა, მხოლოდ ქვემოთ მოცემული სიმპტომებით შეიძლება.

image

ფარისებრი ჯირკვლის მიერ გამოყოფილი ჰორმონი ორგანიზმის აბსოლუტურად ყველა ორგანოს ფუნქციონირებაზე მოქმედებს, ამიტომ პრობლემის დროულად აღმოჩენა და მკურნალობის დაწყება ენდოკრინოლოგთან ძალიან მნიშვნელოვანია.


ჰიპოთირეოზის დროს, შემდეგი სახის სიმპტომები ვლინდება:


1. უგუნებობა და დეპრესია


image


ფარისებრი ჯირკვლის მიერ ჰორმონების არასაკმარისი გამომუშავება, ხშირად ხდება დათრთგუნულ განწყობის, აპათიის და დეპრესიის მიზეზი. საქმე იმაშია, რომ ამ ჯირკვლის მიერ გამომუშავებული ჰორმონები, პირდაპირ კავშირში არის, თავის ტვინში სეროტონინის გამომუშავებასთან. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ არც დიდი რაოდენობით ჰორმონის გამომუშავება არის კარგი და ამ შემთხვევაში, ადამიანი აგრესიუი ხდება, შფოთავს და ყველაფერი აღიზიანებს.




2. ყაბზობა


image


ჰიპოთირეოზის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმპტომი ყაბზობა არის. ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირების დარღვევა, საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობის დარღვევას და ყაბზობას იწვევს. ავადმყოფები ასევე უჩივიან ბოყინს და სიმძიმეს კუჭში.



3. მძინარობა


image


მას, ვისაც ჰიპოთირეოზი აქვს, შეუძლია დღე-ღამეში 12 საათი იძინოს და გაღვიძებისას დაღლილობას გრძნობდეს. დილაობით, მუდმივი მოთენთილობა და ძილის გაგრძელების სურვილი — ძალიან საგანგაშო სიგნალი არის.



4. თმის ცვენა და კანის სიმშრალე


image


ნივთიერებათა ცვლის შენელების გამო, რომელიც ჰორმონალური დისბალანსით არის გამოწვეული, თმა და კანი საკმარის საკვებს არ იღებს. რაც ამ მხრივ, მდგომარეობის გაუარესებას იწვევს. ჩამქრალი თვალები, ფერმკრთალი, მოყვითალო ელფერის კანი — ასეთია, ჰიპოთირეოზით დაავადებული ადამიანის პორტრეტი.



5. წონის მატება


image


წონაში მოულოდნელი, საფუძველს მოკლებული მატება — ძალიან მნიშვნელოვანი სიმპტომია. ამავე დროს, წონის შემცირების მიზნით, გამოჩენილი ყველა ძალისხმევა უშედეგოდ სრულდება.



6. ლიბიდოს დაქვეითება


image


ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება გავლენას ახდენს იმ ჰორმონის გამომუშავებაზე, რომელიც პასუხისმგებელია ლიბიდოზე (ლათ. «ლიბიდო» - სურვილი, ვნება, სწრაფვა, მიზიდულობა, ლტოლვა).


7. კუნთების ტკივილი, კრუნჩხვები


image


ფარისებრი ჯირკვლის მიერ მცირე რაოდენობით ჰორმონების გამოყოფამ, შეიძლება ნერვული სისტემის დაზიანება გამოიწვიოს. შედეგად, მცირდება სიგნალების გაგზავნა თავის ტვინიდან სხეულის სხვა ორგანოებისკე, რაც საბოლოო ჯამში, კუნთების სპაზმების, კრუნჩხვების და კიდურების დაბუჟებას იწვევს.


8. გულის რითმის დარღვევა


image


გულის რითმის დარღვევა, მისი აჩქარება ან შენელება, ასევე ტკივილი გულის არეში, შეიძლება, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ნაკლებობით იყოს გამოწვეული.



9. დაბნეულობა, გულმავიწყობა


image


ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა მეხსიერებაზე და შრომისუნარიანობაზეც ახდენს გავლენას: ადამიანი რთულად აღიქვამს ახალ ინფორმაციას, ვერ ახდენს კონცენტრაციას საქმეზე, ექმნება პრობლემები მეხსიერებასთან დაკავშირებით.

მკურნალობის კურსის გავლის შემდეგ, აზრების სიცხადე უბრუნდება.



10. დაბალი არტერიული წნევა


image


არტერიული წნევის დაწევა, უხალისობის, ძილიანობის და დაბნეულობის ფონზე — ექიმთან წასვლის მნიშვნელოვანი მიზეზია.



11. შეშუპება


image

image

ენის შესქელება, გვერდებზე კბილების კვალი, სახის და კიდურების შეშუპება — ჰიპოთირეოზის მკაფიო გამოხატულება არის.



12. დისკომფორტი კისრის არეში


image


ამ დაავადების დროს, ტკივილი, შეიძლება, ყელში ბურთისებური სხეულის არსებობის შეგრძნებამ გამოიწვიოს, ტკივილი იგრძნობა კისრის არეშიც, ამასთან, ხმა შეიძლება უჩვეულოდ ჩახლეჩილი გახდეს.

image

ფარისებრი ჯირკვლის გაზრდა ჰიპოთირეოზის III – IV სტადიაზე ხდება და სწორედ ამ დროს მიმართავენ, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მოშლით, დაავადებული ადამიანები ექიმს და ამ სტადიაზე, შეიძლება, ქირურგიული ჩარევა გახდეს საჭირო. მაგრამ, თუ ორგანიზმს მოვუსმენთ და მის სიგნალებს სწორედ შევაფასებთ, ჯანმრთელობას დიდი ხნის მანძილზე შევინარჩუნებთ!

53
38256
15-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
38256
  
2020, 22 ივლისი, 10:14
როგორც ამბობთ, შინაგან ორგანოებთან დაკავშირებით, პრობლემა არა გაქვთ. გამოდის, რომ როგორც ჭარბი წონის, ისე სხვა დარღვევების მიზეზი, ჰორმონალური დარღვევები უნდა იყოს. ჰორმონებს კი მხოლოდ ფარისებრი ჯირჯვალი არ გამოიმუშავებს (ამისთბის ორგანიზმში, მინიმუმ 6 სხვა ორგანო არის, სქესს გააჩნია). ამიტომ, ენდოკრინოლოგს უნდა მიმართოთ.
2020, 22 ივლისი, 0:07
გარჯობათ ბოდიშით შეწუხებისთვის ვარ 25წლის 4მცირეწლოვნის დედა.ამ ბოლო დროს ძალიან მაქვს წონაში მატება თავისთავად ესეც სტრესში მაგდებს რადგან ვეღარ ვიკლებ,ამასთანავე 2წელია რაც სპირალი მაქ.ახლახანს კი პირის სიმშრალე,ხელფეხის გაბუჟება,გაღიზიანება,უძილობა და რაც მთავარია შეკრულობა მაწუხებს.ეხოსკოპიის შედეგად ნაღვლის ბუშტი,თირკმელი და საშვილოსნო ჩემდა გასაკვირად იდიალურიმაქვს თუმცა ქალური,ესერომვთქვათ"ციკლი" ძალიან არეული მაქვს თუ კი სპეციალურ აბებს არ მივიღებ არ მაქვს თვეობით.მაინტერესებს შესაძლებელია თუარა რომ ეს ყველაფერი ჩიყვს უკავშირდებოდეს მადლობა წინასწარ.
2020, 15 მაისი, 23:17
საყლაპავ მილში უცხო საგნის არსებობის შეგრძნების სიმპტომი, შეიძლება, 10–მდე დაავადებამ გამოიწვიოს. ეს შეიძლება იყოს როგორც ჩიყვი, ისე ფარინგიტი, ტონზილიტი, ანგინა, დიაბეტი, ჰორმონალური დარღვევები, აუტოიმუნური დაავადებები, ნერვული აშლილობა.... ყველა დაავადება ვიწრო პროფილის ექიმის საქმეა. ამიტომ, ჯერ თერაპევტს უნდა მიმართოთ და უკვე ის დაგაკვალიანებთ და თქვენთვის საჭირო ექიმთან გადაგამისამართებთ. მოკლედ, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.
2020, 15 მაისი, 21:46
გამარჯობათ, ერთი კითხვა მაქვს,, ზოგჯერ მაწუხებდაა მაგრამ არ ვაქცევდი ყურადღებას, თან მაწუხებდა როცა ჩამოწოლილი ვიყავი ალბათ თავი ცუდად მედო და ამიტომ ვიგრძენი ეგეთი ტკივილითქოო, ყელის არეში საყლაპავ მილთან პატარა ზომის ბურთი მეჩხირებაა თითქოს ყელზე რაღაც დამედო ეგეთი შეგრძნება მაქვს,, ორი დღეა მთელი დღის მანძილზე მაწუხებს არასასიამოვნოთ ყლაპვა არ მიჭირს საკვები და წყლის მიღების დროს არაფერს ვგრძნოობ, ზემოთ აღნიშნული არაფერი მაწუხებს, ერთადერთი სტრესი მაქვს არ ვიმყოფები საქართველოშიი, შეიძლება იყოს ჩიყვი??? მადლობა წინასწარ ????????
2020, 5 თებერვალი, 19:29
ფარისებრი ჯირკვლის პატარა ზომა უკვე დაავადების ნიშანია. დაავადების I-II სტადიაზე სწორედ ასე ხდება. თქვენი ცუდად ყოფნის მიზეზი კი, შესაძლებელია ჰორმონების დეფიციტის ბრალი იყოს. ამიტომ, ენდოკრინოლოგს უნდა მიმართოთ და გამოკვლევა ჩაიტაროთ. თუ მართლაც ჩიყვი გაქვთ, უნდა იმკურნალოთ, თორემ, მომავალში, შეიძლება ოპერაციაც დაგჭირდეთ.
2020, 4 თებერვალი, 23:20
Shesadzlebelia es kvelaperi chikvis gamo ikoos
2020, 4 თებერვალი, 23:19
Dzalian gtxovt mipasuxot maqvs dapataravebuli chikvi macuxebs magali cnevebi titqmis koveldge da cudad vxdebi mishupdeba saxe da pexebi nervebic ar maq mckobrshi maq sashineli tavis tkivilebi
2019, 21 ოქტომბერი, 23:12
ხან დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ასე რომ, თუ ექიმმა გითხრათ, რომ ექოსკოპია საჭიროა, უნდა გაიკეთოთ, თან აუცილებლად!!!
2019, 21 ოქტომბერი, 18:05
TCH ნორმაშია და ექოსკოპიის გადაღება მომთხოვა ექიმმა.ანალიზში არ ჩანს თუ რაიმე დარღვევაა? ექოსკოპია რაღა საჭიროა?
2019, 13 სექტემბერი, 20:24
თქვენს მიერ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან, მინიმუმ სამი: თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი და გაბუჟება, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დეფიციზე მიუთითებს და აუცილებლად უნდა გაიკეთოთ ექოსკოპია.
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10