x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134333
  • ვიდეო:352432
  • სურათი:508413
ტესტი - შეაფასეთ თქვენი იუმორის გრძნობა!
imageგთავაზობთ კითხვებს იმის გასარკვევად თუ რამდენად გაქვთ განვითარებული იუმორის გრძნობა. შეკრიბეთ თქვენი პასუხების შესაბამისი ქულები და წაიკითხეთ შედეგები:
1. საქმეში წარუმატებლობას ძლიერ განიცდით?
დიახ - 5
არა - 0
2. თქვენი გაჯავრება ადვილია?
დიახ - 5
არა - 0

3. სერიოზულ გამომეტყველებას ინარჩუნებთ როცა გეცინებათ?

დიახ - 5
არა - 0

4. შეგიძლიათ თავი მოულოდნელ სიტუაციაში წარმოიდგინოთ?
დიახ - 5
არა - 0

5.სახალხო მკურნალების, ექსტრასენსების, პარაფსიქოლოგებისა და ასტროლოგების შესახებ რეკლამები გაღიზიანებთ?
დიახ - 0
არა - 5

6. გრძელი რიგი განწყობას გიფუჭებთ?

დიახ - 0
არა - 5

7.კომპლიმენტები გახარებთ?

დიახ - 5
არა - 0


8.ხშირად ნაღვლობთ?

დიახ - 0
არა - 5

9.გიყვართ ხატვა?

დიახ - 5
არა - 0
10.უცნობ კომპანიაში მოხვედრისას ცდილობთ თუ არა ყურადღების ცენტრში ყოფნას?
დიახ - 5
არა - 0

11. შეგიძლიათ შენიშვნა მისცეთ ნაცნობს იმის შესახებ, რომ მის ხუმრობას კეთილგონიერება აკლია?

დიახ - 0
არა - 5

12. უკმეხობას სარკაზმით პასუხობთ?

დიახ - 0
არა - 5

13. ბავშვებთან საერთო ენას პოულობთ?
დიახ - 5
არა - 0

14. სპორტულ შEჯიბრებებს ძლიერ განიცდით?

დიახ - 5
არა - 0

15. თქვენი თანამგზავრის მოუწესრიგებელი პიჯაკი განწყობას გიფუჭებთ?
დიახ - 0
არა - 5

16.ანეკდოტებისა და მხიარული ისტორიების მოსმენა გიყვართ?

დიახ - 5
არა - 0

17. მიზანი საშუალებას ამართლებს?

დიახ - 0
არა - 5

18. გული დაგწყდებათ თუ გეტყვიან, რომ იუმორის გრძნობა არ გაგაჩნიათ?

დიახ - 0
არა - 5

შედეგები:

90-80 ქ
ჭარბი იუმორის გრძნობა გაქვთ. ის საიმედოდ გიცავთ სტრესისგან, მაგრამ ამ უნარს ბოროტად ნუ გამოიყენებთ. ყველაფერს ხუმრობაში ნუ გაატარებთ. არსებობს ისეთი რამ, რასაც სერიოზულად უნდა მიუდგეთ. ჩვენი ყოველდღიურობა ზოგჯერ სხვა გრძნობების გამოვლენას ითხოვს.

75-45 ქ
თქვენ მომხიბლავი, საინტერესო მოსაუბრე ხართ. თქვენი ნდობა შეიძლება. გარშემომყოფთ ოპტიმიზით, სიმხნევითა და ენთუზიაზმით ავსებთ. თქვენი იუმორის გრძნობა დელიკატური და კონსტრუქციულია. კარგად გესმით, როდის არის ხუმრობა დროული და როდის - არა. ამის გამო თქვენი კუთხეში მომწყვდევა შეუძლებელია. ადვილად შეგიძლიათ სიძნელეების დაძლევა და ნერვული დაძაბულობის თავიდან აცილება.

40-30 ქ
არ შეიძლება ვთქვათ, რომ იუმორის გრძნობა საერთოდ არ გაგაჩნიათ, თუმცა ის თქვენი ხასიათის გამორჩეული თვისება არ არის.ხშირად ზედმეტი სეიოზულობით უდგებით მას, რისი აღქმაც იუმორის გრძნობითა და ირონიით შეიძლება.


25 და ნაკლები
თქვენი დევიზია: “ხუმრობა იქით იყოს''. ღიმილი თქვენს სახეზე იშვიათი სტუმარია, ვინაიდან ყველაფერს ზედმეტი სერიოზულობით აღიქვამთ, მხიარულ თამაშობებსაც კი. თქვენმა სერიოზულობამ და გაღიმების უუნარობამ, შეიძლება გარშემომყოფები დაამწუხროს. თქვენს ჯანმრელობას საფრთხე ემუქრება. მახვილგონიერებაში ივარჯიშეთ. ამ თვისების, ისევე, როგორც მუსიკალური სმენის განვითარება შეიძლება. რაც უნდა რთულ სიტუაციაში აღმოჩნდეთ, ცხოვრებას შავი სათვალით ნუ შეხედავთ. დარწმუნდებით,
რომ თქვენთვის და გარშემომყოფებისთვისაც ცხოვრება ასე გაცილებით იოლია.
12
2668
9-ს მოსწონს
ავტორი:tartaruga
tartaruga
2668
  
2015, 31 იანვარი, 19:28
60 : ) საინტერესო იყო
2013, 17 დეკემბერი, 16:13
45
2013, 28 იანვარი, 20:09
45:)
2013, 21 იანვარი, 22:24
65 :)) მშვენიერიააა
2012, 22 აგვისტო, 10:18
ყველაფერი მართალია
2012, 11 აგვისტო, 17:11
55 და ყველაფერი დაემთხვა რაც აქ წერია
2012, 28 ივნისი, 19:06
80 ქულა:)
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10