ჯანმრთელი კვება 6 პროდუქტი, რომლის მეორედ გაცხელება არ შეიძლება 2017, 24 მარტი, 10:16 როგოიც არ უნდა გემრიელი და სასარგებლო იყოს მომზადებული კერძი, მეორედ გაცხელების შემთხვევაში, შეიძლება ყველა სასარგებლო თვისება დაკარგოს. გარდა ამისა, გაცხელებულ კერძს შეუძლია მოწამვლის ან კუჭთან დაკავშირებული პრობლემების მიზეზი გახდეს. ამიტომ, ზოგიერთი კერძი მომზადებისთანავე უნდა მიირთვათ. თერმული დამუშავების დროს, პროდუქტი კარგავს ვიტამინების და მიკროელემენტების ნაწილს, ხოლო ყოველი მომდევნო გაცხელების შემდეგ, პროდუქტის სასარგებლო თვისებები სულ უფრო მეტად მცირდება. მაგრამ, ყველაზე ცუდი ის არის, რომ გაცხელების შემდეგ, კერძში შეიძლება მავნე ნივთიერებები გაჩნდეს, რომლებსაც შეუძლია ზიანი მიაყენოს საჭმლის მომნელებელ სისტემას და ასეთი კერძების რეგულარულად მოხმარების შემთხვევაში, შეიძლება ნივთიერებათა ცვლის დარღვევა და წონის მატება გამოიწვიოს. ამიტომ, ექიმები არ იძლევიან კერძის გაცხელების რეკომენდაციას. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ის ქვემოთ ჩამოთვლილი პროდუქტებიდან რომელიმეს შეიცავს. 1. ნიახურინიახური — ჯანმრთელობისთვის სასარგებლო პროდუქტია. და სასარგებლოა ის თერმული დამუშავების შემდეგაც, სანელებლიან სუპებში და პიურეში. მაგრამ სასარგებლო თვისებებს ის მანამდე ინარჩუნებს, ვიდრე კერძს მეორედ გააცხელებენ. ეს კი იმიტომ ხდება, რომ ნიახური შეიცავს დიდი რაოდენობით ნიტრატებს, რომელიც ჩვენი ორგანიზმისთვის უსაფრთხოა, როდესაც ის უმია ან გავლილი აქვს პირველადი თერმული დამუშავება. მაგრამ, ხელმეორედ გაცხელების შემთხვევაში, ნიტრატები ტოქსიკურ ნიტრატებად და კარცეროგენულ ნივთიერებებად გადაიქცევა, რომელმაც შეიძლება, სიმსივნის წარმოქმნას შეუწყოს ხელი. 2. სოკო
6. ხორცი ეს პროდუქტი მეორადი თერმული დამუშავების შემთხვევაში, გემოსაც კარგავს და მარტივად ასათვისებელ ცილებსაც. ხორცი ისედაც რთულად მოსანელებელი პროდუქტია და ცილების დაკარგვის შემდეგ, ის უკვე სახიფათო ხდება საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის. თუ წესად გაქვთ ხორციანი კერძის გაცხელება, მაშინ ნუ გაგიკვირდებათ, თუ ნივთიერებათა ცვლის დარღვევის ნიშნები გაგიჩნდებათ ან კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებით. პრობლემები შეგექმნებათ. 19640 14-ს მოსწონს
|