სხვა შეცდომები რეცხვის დროს, რომელიც აფუჭებს თქვენს ტანსაცმელს. გაითვალისწინეთ! 2017, 21 მარტი, 9:01 ხშირად ვამბობთ, რომ ტანსაცმელს აფუჭებს ხშირი რეცხვა, თუმცა ტანსაცმელს ისე ვერაფერი აფუჭებს, როგორც მისი არასწორი რეცხვა. რა ფაქტორების გათვალისწინება გვმართებს, რათა შევუნარჩუნოთ მათ ხარისხი? დღევანდელ სტატიაში სწორედ ამ ფაქტორებზე ვისაუბრებთ, ზოგადად კი რომელია ტანსაცმლის სწორად გარეცხვის ხერხი. არასოდეს დაუშვათ შემდეგი შეცდომები რეცხვის დროს! 1. გახსნილი ელვა შესაკრავი და ღილები. სანამ შეყრიდეთ სარეცხის მანქანაში ტანსაცმელს, დარწმუნდით, რომ მათზე ელვა შესაკრავი და ღილები შეკრულია. ნუ გარეცხავთ ტანსაცმელს მათ გახსნილ მდგომარეობაში, ვინაიდან ელვა გააფუჭებს სხვა ტანსაცმელს, ღილი კი შესაძლოა გამოედოს და ამოიგლიჯოს. 2. ჭარბი ფხვნილი. ძალიან ბევრი ფხვნილი გამოიწვევს ბევრ ქაფს, რომელიც ჭუჭყს შეაკავებს ძნელად მოსაცილებელ ადგილებში, მაგ: საყელო და სხვა, რომელიც შემდეგ ხელს შეუწყობს ბაქტერიების დაგროვებას. 3. არასწორი დახარისხება. ფერის გარდა, ტანსაცმელი სარეცხის მანქანაში აუცილებლად ქსოვილის სახეობის მიხედვით უნდა დაახარისხოთ– შალეული ცალკე, პირსახოცი ცალკე და სინთეთიკური ნაწარმიც ცალკე, არავითარ შემთხვევაში არ აურიოთ ისინი ერთად. 4. ბევრი მათეთრებელი. ბევრი მათეთრებელის გამოყენება საგრძნობლად აქვეითებს ქსოვილის ხარისხს, ამიტომ გვირჩევენ გამოვიყენოთ უძველესი მეთოდი და სათლში წამოვადუღოთ სარეცხ საშუალებებთან და ლიმონის წვენთან ერთად. 5. საცურაო "კოსტიუმის" სარეცხის მანქანაში რეცხვა. მკაცრად აკრძალულია საცურაო კოსტიუმის სარეცხის მანქანაში რეცხვა, ის აუცილებლად უნდა გარეცხოთ ხელით გრილ წყალში მხოლოდ კოსმეტიკური საპნის გამოყენებით. 6. ბალიშებისა და საბნების ერთი ბრუნით რეცხვა. ვინაიდან ბალიშები და საბნები ბუმბულის სტრუქტურისაა, რეცხვის და დავლების რეჟიმის მხოლოდ ერთი ბრუნი საკმარისი არაა, რადგან ქაფი ადვილად რჩება მათში, გამოიეყენთ რეცხვის ორმაგი რეჟიმი. 7. სარეცხი მანქანის ბარაბანის გადატვირთვა. სარეცხი მანქანის ბარაბანის გადატვირთვა აზიანებს ტანსაცმელს და აფუჭებს მანქანას. 8. სარეცხის მანქანაში ბუმბულიანი ტანსაცმლის რეცხვისას შეაგდეთ სამი ცალი ჩოგბურთის ბურთი, რომელიც ხელს შეუწყობს ბუმბულიდან მტვრის სრულ მოცილებას და კარგად რეცხვას. 9. ძვირადღირებული სარეცხი საშუალებების გამოყენება. ამ შემთხვევაშიც ძველი მეთოდების გამოყენებას გირჩევთ და შეგახსენებთ, რომ მარილი უბრუნებს ტანსაცმელს სიკაშკაშეს, ცარცი კი ხელს უწყობს ცხიმიანი ლაქების მოცილებას, სარეცხის საპონს კარგად ამოაქვს ლაქები, ხოლო ლიმონის წვენი კი არბილებს ქსოვილს და სძენს მას სასიამოვნო და სუფთა სურნელს. 10. სარეცხი მანქანის არასათანადო მოვლა. სარეცხის მანქანა განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს, რადგან მასში დაროვილი ობი არ გახდეს ჯანმრთელობისთვის საშიში. რეცხვის შემდეგ კარი დატოვეთ ღია, რადგან სინესტე გაშრეს და წელიწადში ორჯერ გაწმინდეთ ის შემდეგი ხერხით: როგორ გავწმინდოთ სარეცხის მანქანა ნადებისგან? იხილეთ აგრეთვე: ● სიმართლე "სარეცხი საშუალებების" შესახებ. ეს უნდა იცოდეთ! ● სარეცხის მანქანა სოკოვან დაავადებებს იწვევს! როგორ გავწმინდოთ ის? ● თუ თქვენ სახლში აშრობთ სარეცხს- სასწრაფოდ შეწყვიტეთ! ● როგორ გავათეთროთ გაყვითლებული თეთრი მაისური "ქლორის" გარეშე ● ჭუჭყსა და ცხიმთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური მეთოდი- სამზარეულოს სისუფთავის საიდუმლო ● აუცილებლად დაყარეთ თქვენს ლეიბზე სოდა! იცით რატომ? ● როგორ გავწმინდოთ სარეცხის მანქანა ნადებისგან? 16676 16-ს მოსწონს
|