x
მეტი
  • 08.12.2024
  • სტატია:138662
  • ვიდეო:351979
  • სურათი:512361
ქალმა თავის ქმრის მკვლელობა შეუკვეთა, თუმცა....-კრიმინალური არქივიდან(ვიდეო)
image

გაიცანით, ამ საყვარელი გოგონას სახელია დალია დიპოლიტო. ჯერ კიდევ 2009 წელს მან დაარწმუნა ბიჭი, სახელად მაიკლ დიპოლიტო, რომ მასზე დაქორწინებულიყო. როგორც იდეალური საყვარელი, დალია მაიკლისთვის შესანიშნავი ვარიანტი იყო. ამ გოგოს გამი ცოლსაც კი გაშორდა.


მაიკლის თქმით, ისინი ერთად ბედნიერები იყვნენ. ერთადერთი პრობლემა ის იყო, რომ დალიას არ სურდა შვილების გაჩენა, მაგრამ ბიჭს სჯეროდა, რომ ეს მშვენიერი მომენტი მომავალში დადგებოდა.


როგორც ჩანს, არაფერი უწინასწარმეტყველებდა უბედურებას, მაგრამ ოჯახური იდილია მხოლოდ 6 თვე გაგრძელდა.


image

მაიკლმა გაიხსენა რომ დალიას შეხვედრის შემდეგ, ის საეჭვოდ ხშირად ხვდებოდა პოლიციას. ისინი ხშირად აჩერებდნენ მას ანონიმური შეტობინების საფუძველზე, სადაც ნათქვამი იყო, რომ მაიკლს ნარკოტიკებთან ჰქონდა შეხება. გარდა ამისა, მაიკლმა ასევე განაცხადა, რომ დალიამ ერთხელ მის სასმელში ანტიფრიზის შერევა სცადა.


თუმცა დალიას ქმრის მოშორება ქონდა გადაწყვეტილი. დაუკავშირდა ყოფილ საყვარელს, მუჰამედ შიჰადეს და მასთან ერთად შეიმუშავა ქმრის მოკვლის გეგმა.ქალმა გადაწყვიტა ქილერი დაექირავებინა. მუჰამედს თავიდან ეგონა, რომ დალია ხუმრობდა, მაგრამ როცა მიხვდა, რომ საქმე სერიოზულად იყო, პოლიციას მიაკითხა.


ბოიტონ ბიჩის (ფლორიდა)პოლიციამ მაიკლის მკვლელობის ინსცენირება მოაწყო. მანამდე დალიასა და "კილერს" შორის ყველა საუბარი კამერაზე იწერებოდა. მათ დეტალურად განიხილეს შეკვეთის შესრულების ადგილი და დრო, ასევე დალია ცდილობდა ფასის დაკლებას.



2009 წლის 5 აგვისტოს დალია მიდის მის და მაიკლის სახლში, სადაც პოლიცია უკვე იმყოფება. სახლში სასამართლო ექსპერტიზა მუშაობს და პოლიციელი მას ტრაგიკულ ამბავს ამცნობს, რომ მისი ქმარი საკუთარ სახლში სასტიკად მოკლეს, ამ ამბის გაგონებაზე დალია ისეთ ყალბ ისტერიკას აწყობს, რომ ჰოლივუდის მსახიობებსაც კი შეშურდებოდათ.

რატომ გადაწყვიტა ქმრის მოკვლა?მიზეზი ბალურია, უნდოდა მისი საბანკო ანგარიშის და პალმ ბიჩში თაუნჰაუზის ხელში ჩაგდება.


სასამართლო პროცესი წლები გაჭიანურდა, დალიას ადვოკატებმა სხვადასხვა ვერსია გაავრცელეს, საბოლოოდ დალია დოპოლიტოს 16 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

image

რაც შეეხება მისმა ქმარს, მაიკლმა სხვა ქალი ნახა და აგრძელებს ცხოვრებას.


40 წლის მოჰამედ შიჰადე კი გარდაცვლილი იპოვეს 2021 წლის 24 ოქტომბერს სებრინგში, საკუთარ ბინაში(ფლორიდა). იგი ძმამ იპოვა მას შემდეგ, რაც ოჯახის წევრები ორი დღის განმავლობაში ვერ ახერხებდნენ მასთან დაკავშირებას. მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი უცნობია.

უფრო დაწვრილებით შეგიძლიან ნახოთ დოკუმენტური ფილმი

image

რუბრიკა "კრიმინალური არქივიდან" იხილეთ <<ამ ბმულზე>>


0
244
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
244
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0