პროფილაქტიკა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ წითელი ღვინის დალევა ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა! 2017, 18 მარტი, 9:12 ![]() ![]() დოზირება წითელი ღვინით მკურნალობის დროს: იმისათვის, რომ ღვინოს ჰქონდეს სამკურნალო და არა მავნე ზემოქმედება, საჭიროა ზომიერების დაცვა. ყოველდღიურად მიირთვით მხოლოდ 50 გრ ღვინო, ეს გახლავთ 3 სუფრის კოვზის ოდენობის. თქვენ შეგიძლიათ დღეში მხოლოდ ერთხელ მიირთვათ 3 სუფრის კოვზი ღვინო ან გაანაწილოთ სამად და 3-ჯერ დალიოთ 1ს/კ. ეს აუცილებლად ჭამასა და ჭამას შორის შუალედში გააკეთეთ. ![]() წითელი ღვინის სასარგებლო თვისებები: წითელი ღვინო შეიცავს ვიტამინებს B2, B1, C, D, რკინას, კალიუმს, მაგნიუმს, იოდს, მანგანუმსა და ოქროს. იგი დიდი რაოდენობით შეიცავს ამინომჟავებს, რაც მის სამკურნალო თვისებებს განაპირობებს. ასევე შეიცავს ბუნებრივ ანტიოქსიდანტებს- ფლავანოიდებს. მას ონკოლოგიური დაავადებების პრევენციისა და სამკურნალოდ იყენებენ. ღვინო სიმსივნური უჯრედების განვითარებას ორი მიზეზის გამო უშლის ხელს; პირველი- იგი იცავს ადამიანს სხეულს მავნე, ულტრაიისფერი გამოსხივებისაგან, მეორე- იგი შეიცავს საპონინებს, კატეხინებს და სხვა ანტიოქსიდანტებს, რომლებიც დნმ-ის უჯრედებს თავისუფალი რადიკალებისაგან იცავს. იგი ზრდის სისხლში "კარგი" ქოლესტერინის დონეს, ხოლო "ცუდს" გამოდევნის. ![]() გაციების, პნევმონიისა და ვირუსული ინფექციების დროს: დღეში 3-4 ჯერ დალიეთ 50 გრ ღვინო, გააზავეთ ნახევარ ჭიქა წყალში და 1ს/კ თაფლი დაუმატეთ. ტუბერკულოზის დროს: ყოველდღე უნდა დალიოთ 50 გრ თბილი ღვინო. დიარეის დროს: ასევე დღეში 50 გრ სუფთა წითელი ღვინო უნდა დალიოთ. მას შემკვრელი და ანტიოქსიდანტური თვისებები აქვს. უძილობისა და შფოთიანობის დროს: დაძინებამდე ცოტა ხნით ადრე დალიეთ ტკბილი ან ნახევრად ტკბილი, 30 გრ წითელი ღვინო. სისხლჩაქცევების, დაჟეჟილობებისა და დაჭიმულობის დროს: ღვინის თბილი კომპრესები დაგეხმარებათ. მოტეხილობის დროს: რეკომენდირებულია, 2 ს/კ ღვინის, დღეში 3-4 ჯერ მიღება. თუ თქვენ არ დაიცავთ ზომიერებას და დიდი რაოდენობით ღვინოს დალევთ, ეს ხელს შეუწყობს კიბოს უჯრედების განვითარებას. კუჭის მჟავიანობის დროს, არავითარ შემთხვევაში არ დალიოთ ღვინო. ღვინის დალევა ეკრძალებათ ადამიანებს, რომლებასაც: აქვთ ღვიძლის, ნაღვლის, თირკმელების, პანკრეასის დაავადება ან კუჭისა და 12 გოჯა ნაწლავის წყლული. მისი მიღება არ შეიძლება თავის ძლიერი ტკივილის, შაკიკის დროს. წითელი ღვინო იწვევს ალერგიას. თუ თქვენ ალერგიული ხართ, ნუ დალევთ მას. გოგირდის დიოქსიდი, რომელიც აქტიურად გამოიყენება მეღვინეობაში ასთმურ შეტევებს იწვევს. ![]() იხილეთ აგრეთვე: კიბოს უჯრედები გაქრება, თუ თქვენ ამ 7 პროდუქტს მიირთმევთ! ჩაყარეთ ნიორი ღვინოში- ეს რეცეპტი 100-ზე მეტ დაავადებას შველის! ყურძნის წიპწების ზეთი-ნებისმიერი დამატენიანებელი, სამკურნალო და მკვებავი კრემის ნაცვლად! ამ სიროფს "ღმერთის საჩუქარს" ეძახიან, რადგან იგი 100-ზე მეტ დაავადებას კურნავს! ეს საშუალება სიმსივნეს, არითმიას, ჰეპერტონიას და კიდევ 17 დაავადებას კურნავს! 2926 6-ს მოსწონს
|