x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138409
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
ღმერთი და ადამიანი (ღმერთის ადგილსამყოფელი)

image

image

ერთხელ განდეგილი მივიდა სოფელში, რომელშიც ბევრი ურწმუნო ადამიანი ცხოვრობდა. მას გარს ახალგაზრდები შემოეხვივნენ და სთხოვეს, ეჩვენებინა თუ სად ცხოვრობდა ღმერთი, რომლისაც მას ასე ღრმად სწამდა. მან თქვა, რომ ამას აუცილებლად გააკეთებდა, მაგრამ ჯერ ერთი ჭიქა რძის მიცემა სთხოვა.

როდესაც რძე მიუტანეს, არ დალია, დადგა და ყურება დაუწყო. ასე უყურებდა ძალიან დიდ ხანს. ახალგაზრდებს მოთმინება ამოეწურათ და დაჟინებით მოითხოვეს პირობის შესრულება. მაშინ განდეგილმა უთხრა მათ:
– ერთი წუთი მოიცადეთ; ამბობენ, რომ რძე კარაქს შეიცავს, მაგრამ როგორ არ ვეცადე, ამ ჭიქაში, კარაქი ვერ დავინახე.
ახალგაზრდებმა სიცილი დაიწყეს მის გულუპრყვილობაზე.
– რა სულელი ყოფილხარ! ასეთ უაზრო დასკვნებს როგორ აკეთებ? მართალია, რძის ყოველი წვეთი კარაქს შეიცავს. სწორედ ამის გამო არის ის მასაზრდოებელი და ესოდენ მნიშვნელოვანი. მაგრამ, მისი ახლა დანახვა შეუძლებელი არის. მთელი რიგი პროცედურები არის ჩასატარებელი, რომ რძისგან კარაქი მივიღოთ.
– ე. ი. ასე არა?! – თქვა ასკეტმა, – ახლა ჩემთვის უფრო მარტივი იქნება იმის ახსან, თუ სად არის ღმერთი. ის ყველგან არის, ყველა სულიერ არსებაში, სამყაროს თითოეულ ატომში არის. მაგრამ იმისთვის, რომ მისი რეალური არსი დაინახოთ, გულმოდგინედ და გულწრფელად უნდა მიჰყვეთ დადგენილ წესებს... და მაშინ, პროცესის დასასრულს, თქვენ შეიგრძნობთ მის წყალობას და სიდიადეს.

imageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

image* მტკიცებულება იმისა, რომ ღმერთი არსებობს!

* ცხოვრების ინსტრუქცია
* თუ გიყვართ, გაუშვით...
* ზარი ღმერთისგან
* ღვთის სასამართლო ანუ ვინ დაიმკვიდრებს ადგილს სასუფეველში
* ბედი და ბედისწერის «მექანიზმი». შემთხვევით არაფერი ხდება...
* შვილის მოკვლაზე მიღებული კურთხევა

0
493
7-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
493
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0