საზოგადოებრივი ცხოვრება «მგლების ხროვაში» 2017, 4 მარტი, 15:44 როდესაც ვკითხულობთ ან ვისმენთ საკონცენტრაციო ბანაკების ყოფილი ტყვეების მოგონებებს, ვერ ვხვდებით, თუ როგორ შეიძლებოდა საერთოდ, იმ ჯოჯოხეთში გადარჩენა?
— ეს უბრალოდ ფანტასტიკაა — ზღაპრული, წარმოუდგენელი გამართლება, — თვლის ამერიკელი ისტორიკოსი ჯეიკობ მედელმანი. — ჯოზეფ შლაიფშტეინი ნამდვილად «პერანგში დაიბადა», რადგან ესესელი მკვლელების გარემოცვაში გადარჩენის შანსი მინიმალური იყო — ეს იგივეა, რომ მშიერი მგლების ხროვაში გადარჩე. ჯოზეფ შლაიფშტეინი 1941 წ. 7 მარტს ებრაულ გეტოში, ქალაქ სანდომირში დაიბადა, რომელიც ოკუპირებული პოლონეთის სამხ-აღმოსავლეთით მდებარეობდა. დაბადების პირველივე დღეებიდან მას მშობლები მალავდნენ, ხოლო როდესაც ბავშვი 1 წლის გახდა: გეტოს ტყვეები პოლონეთის სამხრეთში, ქ. ჩენსტოხოვში გადაიყვანეს, HASAG იარაღის ფაბრიკაში სამუშაოდ (შესრულებული სამუშაოსთვის, რა თქმა უნდა არ უხდიდნენ). პირველსავე დღეს, გერმანელებმა ბავშვები, როგორც «შრომისთვის უსარგებლოებ», მოაგროვეს და ოსვენციმის ტყვეთა ბანაკში გაგზავნეს. ჯოზეფის დედამ მოასწრო და ბავშვი სარდაფში გადამალა. სადაც ის, სრულ წყვდიადში, 18 თვე ცხოვრობდა: შუქი მხოლოდ მაშინ ჩნდებოდა, როდესაც მშობლები სარდაფში ანთებული სანთლით და საკვებით ჩადიოდნენ. მათ ბავშვი სიჩუმეს მიაჩვიეს, რადგან ნებისმიერ ხმას შეეძლო ჯარისკაცების ყურადღების მიქცევა. გარდა ამისა, მათ კატა მიიჩვიეს, რომ მას სარდაფში თაგვები დაეჭირა. ორი გერმანელი კომუნისტი მას ბავშვის დამალვაში დაეხმარა. პატარას პურს ბანაკის ისედაც მწირი ულუფიდან აძლევდნენ და მასთან წვიმის წყალი მიჰქონდათ მალულად. ერთ-ერთმა ტყვემ კი ხისგან პატარა ცხენი გამოუთალა. ასე, რომ, პატარა ჯოზეფს ჰქონდა საჭმელი, სასმელი და სათამაშოც. ბავშვი ყოველთვის ჩურჩულით ლაპარაკობდა და არასოდეს ტიროდა. «ცუდმა ძიებმა არ უნდა გიპოვონ, — ეუბნებოდა მას მამა — თორემ, ბოროტ ჯადოქართან წაგიყვანენ». 1945 წლის 11 აპრილს ბანაკის ტყვეებმა ამბოხება მოაწყეს და ნახევარ საათში, დაახლოებით, 200 ესესელი დაატყვევეს. ბანაკი მეამბოხეების ხელში გადავიდა. ხოლო, 13 აპრილს ამერიკის III არმიის ნაწილები მივიდნენ... ომის შემდეგ გაირკვა, რომ ბიჭუნას დედა გადარჩა — ის უმძიმეს მდგომარეობაში დახაუში (ბანაკი გერმანიაში) იპოვეს. ჯანმრთელობის აღდგენის შემდეგ, ოჯახი გაერთიანდა და 1948 წელს საცხოვრებლად ამერიკაში გადავიდნენ. …76 წლის ჯოზეფ შლაიფშტეინი დღეს ნიუ-იორკში ცხოვრობს. მან ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ მთელი ცხოვრების მანძილზე, ანთებულ შუქზე სძინავს, რადგან სიბნელის ეშინია. P. S. 1947 წ. 6 წლის, საკონცენტრაციო ბანაკის ყოფილი ტყვე, ყველაზე პატარა მოწმე იყო სასამართლო პროცესზე, რომლის განსასჯელების სკამზე ბუხენვალდის ბანაკის დაცვის წევრები ისხდნენ. მათ შორის ბავშვმა ის СС-ბი ამოიცნო, რომლებიც განსაკუთრებული სისასტიკით ექცეოდნენ ტყვეებს. თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება: რატომ არ უყვართ ებრაელები 2257 10-ს მოსწონს
|